ავტორი:

"ჩამიტარეს პროცედურა და ექიმი მეუბნება, - შენ გაქვს მეოთხე სტადიის სიმსივნეო" - გია ბურჯანაძე

"ჩამიტარეს პროცედურა და ექიმი მეუბნება, -  შენ გაქვს მეოთხე სტადიის სიმსივნეო" - გია ბურჯანაძე

მსახიობი გია ბურჯანაძე სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ, გადაცემა "ნოესთან“ ანონსში საუბრობს. მისი თქმით, მართალია, მთელი ცხოვრება ვარჯიშობს, მაგრამ ერთ დღესაც ვარჯიშიდან დაბრუნებულს, უთხრეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა...

გია ბურჯანაძე:

"ძალიან გამლახა ამ დაავადებამ. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, იმ დღესაც ვარჯიშიდან მივედი, ჩამიტარეს პროცედურა და ექიმი მეუბნება,- შენ გაქვს მეოთხე სტადიის სიმსივნეო".

ერთი წლის წინ, მსახიობი ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობდა, რომ ვარდების ხელისუფლების დროს, 2011 წლის 26 მაისს აქციაზე დააკავეს და ციხეში სამი დღის გატარება მოუწია. სწორედ იქ დაემართა ქრონიკული დაავადება, რომელიც არ იკურნება.

"მომვარდა 12 პოლიციელი და ჰაერში ამწიეს. ვამბობდი, ამ პალტოს არაფერი უქნათ-მეთქი. მაშინ იყო, რომ გამასამართლეს. საკანში ყოფნისას სტრესისგან დაავადება დამემართა, არ იკურნება ეს დაავადება... კანში მელანინი იკარგება, რაღაც ნაწილი მუქდება და რაღაც სულ თეთრი რჩება...“

წაიკითხეთ ასევე: