სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს - რას ასახელებს მიზეზად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი
პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს - რას ასახელებს მიზეზად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნას ია­რაღს აღარ მი­აწ­ვდის. ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მა­ტე­უშ მო­რა­ვეც­კიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის ნაც­ვლად, ქვე­ყა­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბა.

  • "უკ­რა­ი­ნა თავს იცავს რუ­სე­თის სას­ტი­კი თავ­დას­ხმის­გან და მე მეს­მის ეს სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ, რო­გორც ვთქვი, ჩვენ და­ვი­ცავთ ჩვენს ქვე­ყა­ნას. ჩვენ აღარ მი­ვაწ­ვდით ია­რაღს უკ­რა­ი­ნას, რად­გან ახლა ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პო­ლო­ნე­თის ში­ა­რა­ღე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მო­რა­ვეც­კიმ.

პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გაზ­რდი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე მი­ი­ღო. სამ­შა­ბათს, პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა­ში უკ­რა­ი­ნის ელჩი და­ი­ბა­რეს იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც გა­ე­რო-ში პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ა­კე­თა, რომ­ლის თქმი­თაც, უკ­რა­ი­ნის ზო­გი­ერ­თი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა ევ­რო­პა­ში "სო­ლი­და­რო­ბას თა­მა­შობს პო­ლი­ტი­კურ თე­ატ­რში და მარ­ცვლე­უ­ლით თრი­ლერს ქმნის". ვარ­შა­ვამ ეს კო­მენ­ტა­რი დაგ­მო და გა­ნა­ცხა­და, რომ არა­სა­მარ­თლი­ა­ნია პო­ლო­ნე­თის მი­მართ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან უჭერს მხარს.

პო­ლო­ნეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის მარ­ცვლე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დავა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო შავი ზღვის მთა­ვა­რი სატ­რან­სპორ­ტო გზე­ბი ჩა­ი­კე­ტა და უკ­რა­ი­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სახ­მე­ლე­თო მარ­შრუ­ტე­ბი გა­მო­ე­ნა­ხა. ამან, თა­ვის მხრივ, ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მარ­ცვლე­უ­ლის თავ­მოყ­რა გა­მო­იწ­ვია. შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­კავ­შირ­მა ხუთ ქვე­ყა­ნა­ში : ბულ­გა­რეთ­ში, უნ­გრეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, რუ­მი­ნეთ­სა და სლო­ვა­კეთ­ში მარ­ცვლე­უ­ლის იმ­პორ­ტი დრო­ე­ბით აკ­რძა­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბის და­სა­ცა­ვად, რომ­ლე­ბიც აცხა­დებ­დნენ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლი ად­გი­ლობ­რივ ფა­სებს ამ­ცი­რებ­და. აკ­რძალ­ვა 15 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­და და ევ­რო­კავ­შირ­მა არ გა­ა­ხან­გრძლი­ვა ის, თუმ­ცა უნ­გრეთ­მა, სლო­ვა­კეთ­მა და პო­ლო­ნეთ­მა ცალ­მხრი­ვად მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის იმ­პორტზე აკ­რძალ­ვა არ მო­ეხ­სნათ.

უკ­რა­ი­ნამ მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში (WTO) ამ ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, რად­გან, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ისი­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ­ღვე­ვენ. პო­ლო­ნეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იმ­პორტზე აკ­რძალ­ვას არ გა­ა­უქ­მე­ბენ და რომ მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი სა­ჩი­ვა­რი მათ­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართლელი
1

ამათ დაავიწყდათ რომ,როდესაც ეკატერინე მეორემ პოლონეთის სამეფო გააუქმა და მიუერთა რუსეთის იმპერიას, მეფის ტახტი წამოიღო,დადგმევინა ტუალეტში და იმ ტახტზე დაასრულა სიცოცხლე! პოლონეთის პრემიერს მონატრებია რუსეთის ბატონობა,არ მისცეთ,ვალოდია თქვენც მოგადგებათ!

 

 

ნანა
1

დღეს ვკითხულობდი, გერმანიამ რუსეთთან თხევადი აირის შესყიდვა განაახლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს - რას ასახელებს მიზეზად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს - რას ასახელებს მიზეზად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება.

  • "უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პოლონეთის შიარაღებას", - განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. სამშაბათს, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს იმ განცხადებების გამო, რომელიც გაერო-ში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა, რომლის თქმითაც, უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა ევროპაში "სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულით თრილერს ქმნის". ვარშავამ ეს კომენტარი დაგმო და განაცხადა, რომ არასამართლიანია პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.

პოლონეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულთან დაკავშირებული დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შავი ზღვის მთავარი სატრანსპორტო გზები ჩაიკეტა და უკრაინა იძულებული გახდა, ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტები გამოენახა. ამან, თავის მხრივ, ცენტრალურ ევროპაში დიდი რაოდენობით მარცვლეულის თავმოყრა გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა ხუთ ქვეყანაში : ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინული მარცვლეული ადგილობრივ ფასებს ამცირებდა. აკრძალვა 15 სექტემბერს დასრულდა და ევროკავშირმა არ გაახანგრძლივა ის, თუმცა უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ მოეხსნათ.

უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) ამ ქვეყნების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რადგან, უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ისინი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ. პოლონეთმა განაცხადა, რომ იმპორტზე აკრძალვას არ გააუქმებენ და რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეტანილი საჩივარი მათზე გავლენას არ მოახდენს.