ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. გარდაცვლილი ფოთელი დათო გუჯაბიძეა.
"როგორც ვიცი , ოჯახში სტუმარი ჰყავდათ, რომელიც ბაბუას მანქანით მატარებლის სადგურამდე მიიყვანა და გააცილა. იქიდან კი ურეკში წავიდა, გზად ეს საშინელი ამბავი მოხდა. დათოს ბებია-ბაბუა ზრდიდა. პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა" - გვიყვება გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.