არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 20 სექტემბერს რუსი ჯარისკაცების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ისინი დაიღუპნენ. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ინციდენტი მოხდა „რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დაბრუნების დროს, სადამკვირვებლო პუნქტიდან ჯანიატაგის დასახლების ზონაში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
„რია ნოვოსტის“ ცნობებით, დაბომბვა განხორციელდა მცირე ზომის იარაღიდან. ვისი მხრიდან გაიხსნა ცეცხლი, უცნობია. უწყებაში ასევე არ აკონკრეტებენ, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა მანქანაში.
„ინციდენტის ყველა გარემოების გარკვევის მიზნით ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ორგანოების რუსეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები“ - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
ანეგდოტი:რუსი სამშვიდოები!!!სად გავიცინოთ? ვინმეს სადმე თუ უნახავს რუსი სამშვიდო? გაიყვანეთ თქვენი ჯარისკაცები სხვა ქცეყნებიდან და არავინ დაგეღუპებათ! აიკარით გუდა ნაბადი და წადიიიით! მოვა დრო და გვიან იქნება!
რა არ აღიარებულ თავი ხომ არ მიარტყით რამეს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აზერბაიჯანის ტერიტორიაა