საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია თანამდებობა დატოვოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ქვეყნის ღირსების შემლახავი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
"ნუ გვაპირისპირებთ ერთმანეთს, ნუ ანგრევთ სფეროს, ჩვენ ერთი სფერო ვართ. კრიტიკულ მომენტში მაინც ყველა ერთად დადგება, როცა საქმე ფუნდამენტურ რამეს შეეხება, რაც არის ქართული იდენტობა, ქართული კულტურა და საზოგადოება. ძალიან ფრთხილად იყავით, ერთმანეთს ნუ გვაპირისპირებთ, პირიქით, შეგვიწყვეთ ხელი, რომ საქმე ერთად ვაკეთოთ. დესტრუქციას ნუ თესავთ" - აღნიშნა აქციაზე მისულმა მსახიობმა, ნინო კასრაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
"დასავლური" ნაცქოცმოქკავშირს მხოლოდ ვივესკა აქვსთ, ჯიგარი მათი წითელია ! ვისი ოჯახებიდან არიან აბა გამოსულები ბურჯანაძე, საქულაშვილი, ვაშაძეები, ვარშალომიძე, ბარამიძე, ტრიპოლსკი, ვოლსკი და საკალოვსკი , რიმა ბერაძე, გოცრუიძე, ხაზარაძე?! წითლების ! ბიძინა კია მაღაროდან, კალაძე სამტრედიიდან , კარლო არ იყო კომუნისტი? კაი კაცო, გამონაკლისი ყოფილა , აი ბერძენიშვილების, შაშკინის და წულუკიანის მამები იყვნენ ბალშევიკები, მიშას პაპაცა -სტალინის დოსტი იყო ! აკი გადავარდაო ?!
ეს ამ ბოლო დროს დიდი პოლიტიკოსი გახდა