სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთაშორისო არხები თუ გადაიკეტა, ეს მომენტალურად კუპონის პერიოდში დაგვაბრუნებს... ფარცხალაძეს ყველაფერი გასდის. რატომ?.." - რა შეიძლება მოჰყვეს სებ - ის გადაწყვეტილებას?
"საერთაშორისო არხები თუ გადაიკეტა, ეს მომენტალურად კუპონის პერიოდში დაგვაბრუნებს... ფარცხალაძეს ყველაფერი გასდის. რატომ?.." - რა შეიძლება მოჰყვეს სებ - ის გადაწყვეტილებას?

19 სექ­ტემ­ბერს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­თია თურ­ნა­ვამ სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო ბრძა­ნე­ბა გა­მოს­ცა და ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბის­თვის სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წესი შეც­ვა­ლა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­მარ­ტე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­ე­ხე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი აცხა­დებს, რომ "სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს იქ­ცე­ვა სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის არი­დე­ბის ად­გი­ლად" და იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის სან­ქცი­ის და­წე­სე­ბის "პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია". შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­რე­ბის ფარ­გლებ­ში ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სურ სექ­ტორს და­ე­ვა­ლა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს აშშ-ს ხა­ზი­ნის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის მიერ (OFAC) სან­ქცი­ა­და­კის­რე­ბულ პირ­თა სი­ა­ში (SDN list) შეყ­ვა­ნი­ლი პი­რე­ბის მი­მართ დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ აქ­ტი­ვებ­ზე წვდო­მი­სა და ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას“, - აცხა­დებ­დნენ 18 სექ­ტე­მებრს სებ-ში, სა­დაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­ო­რე დღეს შეც­ვა­ლეს, რა­საც წინ უძღო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის გა­ყინ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ირ­ღვე­ო­და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცი­ის პრინ­ცი­პიც.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი 14 სექ­ტემ­ბერს და­უ­წე­სა. აშშ-ის მთავ­რო­ბის ცნო­ბით, ფარ­ცხა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და "სა­ქარ­თვე­ლო­ზე რუ­სე­თის მან­კი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნის სა­პა­სუ­ხოდ“.

20 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ნა­თია თურ­ნა­ვამ გან­მარ­ტა, რა­ტომ მი­ი­ღო ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, რა­ტომ შე­უ­ჩე­რა ეროვ­ნულ­მა ბან­კმა თავ­და­პირ­ვე­ლად, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა. მისი თქმით, აქამ­დე სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა მოქ­მე­დი წე­სის მი­ხედ­ვით, ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბო­და და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მხრი­დან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ჭი­რო არ იყო. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­სან­ქცი­რე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტის შემ­დეგ კი და­ის­ვა სა­კი­თხი, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა უპი­რო­ბო აღ­სრუ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ორმა ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტმა - პა­პუ­ნა ლეჟა­ვამ და არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვილ­მა და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი. დღეს­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­სა და თი­ბი­სი ბან­კის შემ­დეგ, ლი­ბერ­თი, პროკ­რე­დი­ტი, ტერა და ბა­ზის ბან­კებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს და­ი­ცა­ვენ.

რა საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს სებ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო სექ­ტორს, მე­ა­ნაბ­რე­ებ­სა და ზო­გა­დად - ქვე­ყა­ნას, ამა­ზე ambebi.ge- სთან სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ:

გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე, "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

"ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო აშ­კა­რად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, არას­წო­რი და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი. ამას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ბან­კო სექ­ტო­რის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, სებ-მა მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს არ იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი, ან ეკო­ნო­მი­კუ­რი მიზ­ნე­ბით, პი­რი­ქით, ფი­ნან­სუ­რად ამან სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის საფრ­თხე გა­ა­ჩი­ნა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ორმა დიდ­მა კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა (იმე­დია, სხვე­ბიც შე­უ­ერ­თდე­ბი­ან), რომ ისი­ნი მა­ინც გა­აგ­რძე­ლე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მით მოქ­მე­დე­ბას და ამ ეტაპ­ზე პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი და ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მის კო­ლაფ­სის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

თუ პი­რო­ბი­თად, მი­ნი­მუმ რო­მე­ლი­მე კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი არ შე­ას­რუ­ლებს ამე­რი­კულ სან­ქცი­ას, შემ­დეგ უკვე ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფოს და ხა­ზი­ნას აქვს უფ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს ისე, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის და იმ კონ­კრე­ტულ კო­მერ­ცი­ულ ბანკს, სა­ი­და­ნაც პი­რო­ბი­თად გან­ხორ­ცი­ელ­და რა­ღაც ტრან­ზაქ­ცია, (სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­ზაქ­ცი­ებ­ზე ლა­პა­რა­კიც არ არის, ფარ­ცხა­ლა­ძე დო­ლა­რის გა­და­რი­ცხვას ფი­ზი­კუ­რად ვე­ღარ შეძ­ლებს, მო­უ­წევს მისი ფუ­ლის რუბ­ლებ­ში კონ­ვერ­ტა­ცია რუ­სულ ბან­კებ­ში), არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ ბანკს შე­ექ­მნას პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ორი დიდი ბან­კი, რო­მე­ლიც ივაჭ­რე­ბა ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე, რა თქმა უნდა, ვერ გა­რის­კავ­და ვერც სა­კუ­თარ რე­პუ­ტა­ცი­ას, ვერც სა­კუ­თარ ბიზ­ნესს და ვერც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას იმის­თვის, რომ არ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ეს სან­ქცია (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სებ-მა მი­ი­ღო ასე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა).

ამ ეტაპ­ზე პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ეს საფრ­თხე გა­ა­ჩი­ნა სებ-ის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ. ქვე­ყა­ნა­ში გყავს ორი დიდი ბან­კი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟა­ზე ივაჭ­რე­ბა და მათ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რო­გორ აყე­ნებ?!. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ისე­თი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც აშშ-ს ან ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ებს არ ას­რუ­ლებს.

თურ­ნა­ვას ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი გა­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ბან­კე­ბის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა დრო­უ­ლი იყო, მათ და­ი­ნა­ხეს იმის საფრ­თხე, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­საძ­ლოა პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ, კა­პი­ტა­ლის გა­დი­ნე­ბა და­წყე­ბუ­ლი­ყო, რაც, რა თქმა უნდა, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­უქ­მნი­და პრობ­ლე­მას. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვფიქ­რობ, რომ ეს არ იყო იმ­დე­ნად ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­სა­ცა­ვად გა­კე­თე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ის მო­ას­წრებ­და ფუ­ლის ე.წ. გა­ქე­შე­ბას, ეს უფრო ალ­ბათ არის სა­მო­მავ­ლოდ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი - არა­ვინ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს გა­ვი­გოთ კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მსხვი­ლი ოლი­გარ­ქის, ან პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლის და­სან­ქცი­რე­ბის ამ­ბა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, და­ამ­შვი­დონ სა­კუ­თა­რი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, რომ არ და­ზა­რალ­დე­ბი­ან. თუმ­ცა სებ-ი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც თქვა, ჩვენ ყვე­ლა სა­ფი­ნან­სო და სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ას ვუ­ერ­თდე­ბი­თო, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც საქ­მე მიდ­გა მმარ­თვე­ლი ძა­ლის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­ზე, გა­ა­კე­თეს ის, რაც არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, რომ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაც კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის გა­წე­რი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ შეძ­ლო ის, რომ 10 წლის შემ­დეგ ეს ინ­სტი­ტუ­ტიც ჯი­ბე­ში ჩა­ე­დო.

ჩვე­ნი სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვის ნა­წი­ლი, რაც დო­ლარ­ში გვაქვს, აშშ-ში ინა­ხე­ბა და რა თქმა უნდა, მას შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე და­ე­მუქ­როს. უბ­რა­ლოდ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ტი­პის პა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს. რუ­სე­თი რომ რუ­სე­თია, უზარ­მა­ზა­რი აქ­ტი­ვე­ბი, რაც მას დო­ლარ­ში და ევ­რო­ში ჰქონ­და, და­უ­ყა­და­ღა და გა­ა­ჩე­რა ევ­რო­კავ­შირ­მა და აშშ-მ. სუ­ლე­ლი და გიჟი არა­ვი­ნაა, ამე­რი­კის ხა­ზი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­დეს, ეს არის უბ­რა­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყო­ლო­და ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გე­ბი. ამ ეტაპ­ზე საფრ­თხე გა­ა­ჩი­ნა სებ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და პირ­ველ რიგ­ში, ამა­ზე უნდა ეფიქ­რათ და არა სა­კუ­თა­რი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე - ესაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი იმის­თვის არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლი­მე მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ა­ტა­როს, ის არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ით და კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და არ შე­უქ­მნას პრობ­ლე­მა ქარ­თულ სა­ბან­კო სექ­ტორს და ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აშშ-ს ძა­ლი­ან მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს იმ ნა­ბი­ჯის­თვის, რა­საც დგამს, რად­გან, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, იმ ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო არ­სე­ბობს.“

ლია მუ­ხა­შავ­რია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი:

"რას ვი­ფიქ­რებ­დი, ნა­თია თურ­ნა­ვა თუ სი­ლას გა­აწ­ნი­და ამე­რი­კას... ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ბა­ვია. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია კარ­გად ერ­კვე­ვა, ვინ ვინ არის მსოფ­ლი­ო­ში, მაგ­რამ ეტყო­ბა, მის­თვის ივა­ნიშ­ვი­ლი უფრო ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი აღ­მოჩ­ნდა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ისე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, რო­გორც არა­ვინ ამ ქვე­ყა­ნა­ზე იმი­ტომ, რომ მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით არის გან­მტკი­ცე­ბუ­ლი და მთე­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბია, რომ მისი საბ­ჭოს წევ­რე­ბი იყ­ვნენ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი იმი­ტომ, რომ ის არის ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი სა­ძირ­კვე­ლი. ეს სა­ძირ­კვე­ლი ასე რო­გორ შე­ირ­ყა? თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ ისე­თი რყე­ვე­ბის მომსწრე ვართ, ყვე­ლა­ფე­რი რომ მო­ფამ­ფალ­დეს, ეტყო­ბა, არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, ამა­საც გვაჩ­ვე­ვენ. თურ­ნა­ვას ნა­ბი­ჯი უეჭ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ძა­ლი­ან ბევ­რი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი გვყავს, მაგ­რამ თურ­ნა­ვა­ზე ამას ვე­რა­ვინ იტყვის. მი­უ­ხე­და­ვად მისი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აშ­კა­რად პო­ლი­ტი­კუ­რიც არა, ვი­ტყო­დი - თავ­ხე­დუ­რია იმი­ტომ, რომ მან ყვე­ლა­ზე უკეთ იცის სან­ქცი­ე­ბის სის­ტე­მა რის­თვი­საა და რას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სან­ქცი­ას რომ შტა­ტებ­ში ფარ­ცხა­ლა­ძის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა არ მოჰ­ყვე­ბა, თურ­ნა­ვამ ესეც იცის და სა­ქარ­თვე­ლო­შიც რომ არ მოჰ­ყვე­ბა, ეს ბავ­შვმაც იცის.

დღეს ისე­თი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა, რომ ჩვენ მარ­თლა გვი­პი­რე­ბენ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას, ეს გა­და­წყვე­ტი­ლია. ახლა აქე­თა მხა­რე, პერ­სო­ნა­ლუ­რად ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ცდი­ლობს მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თოს, რომ ეგე­ბა ეს არ მოხ­დეს. ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი სხვა­ნა­ი­რად ვერ აიხ­სნე­ბა, ამას პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ ჰქვია. ვფიქ­რობ, ივა­ნიშ­ვი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­ხედ ნა­ბი­ჯებს ბე­დავს იმის­თვის, რომ სტა­ტუ­სი არ მოგ­ვცენ. ის თა­ვი­სი ვიწ­რო ჭორ­ვი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ცდი­ლობს ითა­მა­შოს დიდი პო­ლი­ტი­კა და ეს რომ ასე არ ხდე­ბა, მან ეტყო­ბა არ იცის, ვი­ნა­ი­დან რუ­სეთ­ში ამას ვერ და­ი­ნა­ხავ.

სამ­ყა­რო ისე არაა მო­წყო­ბი­ლი, რო­გორც მას ჰგო­ნია. რო­გორც გრა­ვი­ტა­ცი­ის უარ­ყო­ფა არ მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ფრთე­ბი გავ­შა­ლოთ და გავფრინ­დეთ, ისე ეს ნა­ბი­ჯე­ბი ვერ შეც­ვლის იმ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სტრა­ტე­გი­ულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რაც არ­სე­ბობს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოხ­ტო­მე­ბი, ახლა თურ­ნა­ვას თავ­ხე­დო­ბა, პარ­ლა­მენ­ტის უმ­სგავ­სო­ბა - ევ­რო­კავ­შირს რომ თვალ­ში ნა­ცარს აყ­რი­ან და უმ­ტკი­ცე­ბენ, 12-ვე პუნ­ქტი შე­ვას­რუ­ლე­თო და ევ­რო­კო­მი­სარ­ზე რომ იტყვი, არით­მე­ტი­კა ის­წავ­ლო­სო, ეს არა­ფერ­ში ჯდე­ბა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ მგო­ნია, ამე­რი­კამ სებ-ი და­ა­სან­ქცი­როს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბან­კო არ­ხე­ბი თუ გა­და­ი­კე­ტა, ეს სა­ერ­თოდ, მო­მენ­ტა­ლუ­რად კუ­პო­ნის პე­რი­ოდ­ში დაგ­ვაბ­რუ­ნებს.

აქ სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ძა­ლი­ან ირო­ნი­უ­ლია, ეს არის ძა­ლი­ან ვიწ­როპ­რო­ვინ­ცი­უ­ლი ამ­ბა­ვი, აქ სა­მარ­თალს და პო­ლი­ტი­კას არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა, არა­ფერ­ში ჯდე­ბა.

ახლა მა­ინც ხომ ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ ლუსტრა­ცი­ის კა­ნო­ნი უსაშ­ვე­ლოდ გვჭირ­დე­ბა? ჩვენს თვალ­წინ კი ხდე­ბა ყვე­ლაფ­რის ლუსტრი­რე­ბა, მაგ­რამ იმის­თვის, რომ ფარ­ცხა­ლა­ძის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ იყ­ვნენ ისეთ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, რო­გო­რიც გენპ­რო­კუ­რო­რია, მი­ნის­ტრია და ა.შ. უნდა მი­ვი­ღოთ ეს კა­ნო­ნი. ამით სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი ხომ გა­იწ­მინ­დე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნი ვა­კან­სია გაჩ­ნდე­ბა, ისი­ნი რომ შევკვე­ცოთ, სკან­დი­ნა­ვი­ურ ქვეყ­ნებ­ზე უფრო მცი­რე მთა­ვა­რო­ბა დაგ­ვრჩე­ბა, სამ­თავ­რო­ბო ხარ­ჯე­ბი უცებ და­პა­ტა­რავ­დე­ბა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სხვა უკე­თე­სი საქ­მის და­სა­წყე­ბად რამ­ხე­ლა ფული გაჩ­ნდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში? ეს საკ­მა­ოდ ძნე­ლად გა­სა­ტა­ნი სა­კი­თხია, მაგ­რამ ფარ­ცხა­ლა­ძის პრე­ცე­დენ­ტი ყვე­ლას­თვის სა­აშ­კა­რა­ოს ხდის, რომ ლუსტრა­ცი­ის გა­რე­შე არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. მისი საქ­მე ამე­რი­კამ გა­მო­ი­ძია და გა­ცი­ლე­ბით კვა­ლი­ფი­ცი­უ­რებ­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა თქვეს, რომ ეს კაცი არის აგენ­ტი, ვნა­ხეთ ისიც, რომ მან პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის გვერ­დის ავ­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ის, რომ ფარ­ცხა­ლა­ძე ახერ­ხებს და 2021 წლის მერე იღებს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქო­ბას, ჩვე­ნამ­დე ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მო­დის იმი­ტომ, რომ ავ­ტო­მა­ტუ­რად არ და­კარ­გოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქო­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტიც კი ვერ აა­ხერ­ხებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას, ე.ი. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, დღე­საც რა გავ­ლე­ნის მქო­ნეა? მე რომ ვიყო პრე­ზი­დენ­ტის ად­გილ­ზე, მას მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ვუ­უქ­მებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, რა­ტომ ელო­დე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს დას­კვნას, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია რა­ტომ არაა საკ­მა­რი­სი? მე­დი­ის მა­სა­ლებს ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში თუ პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბის ძალა აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­თვის რა­ტომ არ აქვს? არც ახ­ლაა გვი­ან, თუმ­ცა ეჭვი მაქვს, ფარ­ცხა­ლა­ძეს იქაც აქვს გავ­ლე­ნე­ბი. კაცს 700 მი­ლი­ო­ნის მო­პარ­ვა ბრალ­დე­ბო­და და ვი­თომც არა­ფე­რი, ახლა ეს 700 მი­ლი­ო­ნი ჰქო­ნია სა­დღაც ბან­კში და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არ უყი­ნავს ან­გა­რი­შებს, გა­მო­დის, ჯე­იმს ბონ­დზე უა­რე­სია. ფარ­ცხა­ლა­ძე უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ჯა­ყოა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი გას­დის. რა­ტომ - ეს ყვე­ლა­ფე­რიც გა­მო­საკ­ვლე­ვია..."

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
0

თაზოს ნუ ანერვიულებთ, უთხარით რომ თურნავა მაგარი ეკონომისტია, ანაკლია უკვე ნახევრად აშენებულია, ფარცხალაძემ თავისი თანხები მშიერ ბავშვებს ჩაურიცხა და თურმე ბოტასები მაგან კი არა სააკაშვილმა მოიპარა და 7 მილიარდად გაყიდა!აბა ჩემო თაზო, როგორ შეიძლება შენი განერვიულება, ნერვიული უჯრედები არ აღსდგება და გაუფრთხილდით თაზოს!. 

ნიკა
2

ეს ვინ თქვა კუპონა რომან გოცირიძემ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საერთაშორისო არხები თუ გადაიკეტა, ეს მომენტალურად კუპონის პერიოდში დაგვაბრუნებს... ფარცხალაძეს ყველაფერი გასდის. რატომ?.." - რა შეიძლება მოჰყვეს სებ - ის გადაწყვეტილებას?

"საერთაშორისო არხები თუ გადაიკეტა, ეს მომენტალურად კუპონის პერიოდში დაგვაბრუნებს... ფარცხალაძეს ყველაფერი გასდის. რატომ?.." - რა შეიძლება მოჰყვეს სებ - ის გადაწყვეტილებას?

19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად" და იქვე აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია". შეგახსენებთ, მანამდე ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქცირების ფარგლებში ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინა.

"საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას“, - აცხადებდნენ 18 სექტემებრს სებ-ში, სადაც ეს გადაწყვეტილება მეორე დღეს შეცვალეს, რასაც წინ უძღოდა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპიც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. აშშ-ის მთავრობის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა "საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.

20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განმარტა, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება და შესაბამისად, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. მისი თქმით, აქამდე სანქციების აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა და ეროვნული ბანკის მხრიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო. საქართველოს მოქალაქის დასანქცირების პირველი პრეცედენტის შემდეგ კი დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება უპირობო აღსრულება კონსტიტუციას.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის ორმა ვიცეპრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დატოვა თანამდებობები. დღესვე საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის შემდეგ, ლიბერთი, პროკრედიტი, ტერა და ბაზის ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.

რა საფრთხის წინაშე აყენებს სებ-ის გადაწყვეტილება საქართველოს საფინანსო სექტორს, მეანაბრეებსა და ზოგადად - ქვეყანას, ამაზე ambebi.ge- სთან საერთაშორისო და ეკონომიკური ექსპერტები საუბრობენ:

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი:

"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო აშკარად უპასუხისმგებლო, არასწორი და ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველი. ამას შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი ქართული საბანკო სექტორისთვის. სამწუხაროდ, სებ-მა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ იყო განპირობებული ფინანსური, ან ეკონომიკური მიზნებით, პირიქით, ფინანსურად ამან სერიოზული რისკის საფრთხე გააჩინა. თუმცა, საბედნიეროდ, დღეს ორმა დიდმა კომერციულმა ბანკმა გააკეთა განცხადება (იმედია, სხვებიც შეუერთდებიან), რომ ისინი მაინც გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების რეჟიმით მოქმედებას და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი და ფინანსური სისტემის კოლაფსის საფრთხე არ არსებობს.

თუ პირობითად, მინიმუმ რომელიმე კომერციული ბანკი არ შეასრულებს ამერიკულ სანქციას, შემდეგ უკვე ამერიკის სახელმწიფოს და ხაზინას აქვს უფლება იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის და იმ კონკრეტულ კომერციულ ბანკს, საიდანაც პირობითად განხორციელდა რაღაც ტრანზაქცია, (საერთაშორისო ტრანზაქციებზე ლაპარაკიც არ არის, ფარცხალაძე დოლარის გადარიცხვას ფიზიკურად ვეღარ შეძლებს, მოუწევს მისი ფულის რუბლებში კონვერტაცია რუსულ ბანკებში), არ არის გამორიცხული, ამ ბანკს შეექმნას პრობლემა, თუმცა ორი დიდი ბანკი, რომელიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რა თქმა უნდა, ვერ გარისკავდა ვერც საკუთარ რეპუტაციას, ვერც საკუთარ ბიზნესს და ვერც ქვეყნის ეკონომიკას იმისთვის, რომ არ შეესრულებინათ ეს სანქცია (მიუხედავად იმისა, რომ სებ-მა მიიღო ასეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება).

ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ეს საფრთხე გააჩინა სებ-ის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ. ქვეყანაში გყავს ორი დიდი ბანკი, რომელიც საერთაშორისო ბირჟაზე ივაჭრება და მათ ასეთ მდგომარეობაში როგორ აყენებ?!. წარმოიდგინეთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რა დამოკიდებულება აქვთ ისეთი კომერციული ბანკების მიმართ, რომელიც აშშ-ს ან ევროკავშირის სანქციებს არ ასრულებს.

თურნავას ამ გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები გააჩინა, თუმცა ვფიქრობ, ბანკების მხრიდან რეაგირება დროული იყო, მათ დაინახეს იმის საფრთხე, რომ მოქალაქეები შესაძლოა პანიკაში ჩავარდნილიყვნენ, კაპიტალის გადინება დაწყებულიყო, რაც, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეს შეუქმნიდა პრობლემას. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს არ იყო იმდენად ოთარ ფარცხალაძის დასაცავად გაკეთებული, ვინაიდან ის მოასწრებდა ფულის ე.წ. გაქეშებას, ეს უფრო ალბათ არის სამომავლოდ პრევენციული ნაბიჯი - არავინ გამორიცხავს იმას, რომ ნებისმიერ დროს გავიგოთ კიდევ ერთი ქართველი მსხვილი ოლიგარქის, ან პოლიტიკური ხელმძღვანელის დასანქცირების ამბავი, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, დაამშვიდონ საკუთარი თანაგუნდელები, რომ არ დაზარალდებიან. თუმცა სებ-ი პირველი იყო, რომელმაც თქვა, ჩვენ ყველა საფინანსო და საერთაშორისო სანქციას ვუერთდებითო, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე მიდგა მმართველი ძალის პოლიტიკურ ინტერესებზე, გააკეთეს ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის გაწერილი. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ 10 წლის შემდეგ ეს ინსტიტუტიც ჯიბეში ჩაედო.

ჩვენი სავალუტო რეზერვის ნაწილი, რაც დოლარში გვაქვს, აშშ-ში ინახება და რა თქმა უნდა, მას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. უბრალოდ, წარმოუდგენელია, საქართველოს ტიპის პატარა ქვეყანამ წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო სანქციებს. რუსეთი რომ რუსეთია, უზარმაზარი აქტივები, რაც მას დოლარში და ევროში ჰქონდა, დაუყადაღა და გააჩერა ევროკავშირმა და აშშ-მ. სულელი და გიჟი არავინაა, ამერიკის ხაზინის წინააღმდეგ წავიდეს, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც კომერციული ბანკებისთვის შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი შედეგები. ამ ეტაპზე საფრთხე გააჩინა სებ-ის გადაწყვეტილებამ და პირველ რიგში, ამაზე უნდა ეფიქრათ და არა საკუთარი თანაგუნდელების კეთილდღეობაზე - ესაა მნიშვნელოვანი. ეროვნული ბანკი იმისთვის არ არსებობს, რომელიმე მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესები გაატაროს, ის არსებობს იმისთვის, რომ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლებები განახორციელოს და არ შეუქმნას პრობლემა ქართულ საბანკო სექტორს და ქართულ ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, აშშ-ს ძალიან მყარი მტკიცებულებები აქვს იმ ნაბიჯისთვის, რასაც დგამს, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, იმ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს.“

ლია მუხაშავრია, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი:

"რას ვიფიქრებდი, ნათია თურნავა თუ სილას გააწნიდა ამერიკას... ეს უპრეცედენტო ამბავია. ქალბატონი ნათია კარგად ერკვევა, ვინ ვინ არის მსოფლიოში, მაგრამ ეტყობა, მისთვის ივანიშვილი უფრო ანგარიშგასაწევი აღმოჩნდა. ეროვნული ბანკი ისეთი დამოუკიდებელია, როგორც არავინ ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ მისი დამოუკიდებლობა ორგანული კანონით არის განმტკიცებული და მთელი მექანიზმებია, რომ მისი საბჭოს წევრები იყვნენ დამოუკიდებლები იმიტომ, რომ ის არის ქვეყნის ფინანსური საძირკველი. ეს საძირკველი ასე როგორ შეირყა? თუმცა საქართველოში ჩვენ ისეთი რყევების მომსწრე ვართ, ყველაფერი რომ მოფამფალდეს, ეტყობა, არ უნდა გაგვიკვირდეს, ამასაც გვაჩვევენ. თურნავას ნაბიჯი უეჭველი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრი არაკვალიფიციური და გაუნათლებელი უმაღლესი პოლიტიკური და პროფესიული თანამდებობის პირი გვყავს, მაგრამ თურნავაზე ამას ვერავინ იტყვის. მიუხედავად მისი განათლებისა და კვალიფიკაციისა, ეს გადაწყვეტილება აშკარად პოლიტიკურიც არა, ვიტყოდი - თავხედურია იმიტომ, რომ მან ყველაზე უკეთ იცის სანქციების სისტემა რისთვისაა და რას ემსახურება. სანქციას რომ შტატებში ფარცხალაძის პასუხისგებაში მიცემა არ მოჰყვება, თურნავამ ესეც იცის და საქართველოშიც რომ არ მოჰყვება, ეს ბავშვმაც იცის.

დღეს ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომ ჩვენ მართლა გვიპირებენ ევროკავშირში გაწევრებას, ეს გადაწყვეტილია. ახლა აქეთა მხარე, პერსონალურად ბატონი ბიძინა ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს, რომ ეგება ეს არ მოხდეს. ასეთი ნაბიჯები სხვანაირად ვერ აიხსნება, ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არ ჰქვია. ვფიქრობ, ივანიშვილი მაქსიმალურად თავხედ ნაბიჯებს ბედავს იმისთვის, რომ სტატუსი არ მოგვცენ. ის თავისი ვიწრო ჭორვილური მდგომარეობიდან ცდილობს ითამაშოს დიდი პოლიტიკა და ეს რომ ასე არ ხდება, მან ეტყობა არ იცის, ვინაიდან რუსეთში ამას ვერ დაინახავ.

სამყარო ისე არაა მოწყობილი, როგორც მას ჰგონია. როგორც გრავიტაციის უარყოფა არ მოგვცემს შესაძლებლობას ფრთები გავშალოთ და გავფრინდეთ, ისე ეს ნაბიჯები ვერ შეცვლის იმ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც არსებობს. ღარიბაშვილის გამოხტომები, ახლა თურნავას თავხედობა, პარლამენტის უმსგავსობა - ევროკავშირს რომ თვალში ნაცარს აყრიან და უმტკიცებენ, 12-ვე პუნქტი შევასრულეთო და ევროკომისარზე რომ იტყვი, არითმეტიკა ისწავლოსო, ეს არაფერში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით არ მგონია, ამერიკამ სებ-ი დაასანქციროს, საერთაშორისო საბანკო არხები თუ გადაიკეტა, ეს საერთოდ, მომენტალურად კუპონის პერიოდში დაგვაბრუნებს.

აქ სამართლებრივი და პოლიტიკური ანალიზი ძალიან ირონიულია, ეს არის ძალიან ვიწროპროვინციული ამბავი, აქ სამართალს და პოლიტიკას არაფერი ესაქმება, არაფერში ჯდება.

ახლა მაინც ხომ ყველა დარწმუნდა, რომ ლუსტრაციის კანონი უსაშველოდ გვჭირდება? ჩვენს თვალწინ კი ხდება ყველაფრის ლუსტრირება, მაგრამ იმისთვის, რომ ფარცხალაძისნაირი ადამიანები არ იყვნენ ისეთ მაღალ თანამდებობებზე, როგორიც გენპროკურორია, მინისტრია და ა.შ. უნდა მივიღოთ ეს კანონი. ამით საჯარო სამსახური ხომ გაიწმინდება, მაგრამ იმდენი ვაკანსია გაჩნდება, ისინი რომ შევკვეცოთ, სკანდინავიურ ქვეყნებზე უფრო მცირე მთავარობა დაგვრჩება, სამთავრობო ხარჯები უცებ დაპატარავდება და წარმოიდგინეთ, სხვა უკეთესი საქმის დასაწყებად რამხელა ფული გაჩნდება ქვეყანაში? ეს საკმაოდ ძნელად გასატანი საკითხია, მაგრამ ფარცხალაძის პრეცედენტი ყველასთვის სააშკარაოს ხდის, რომ ლუსტრაციის გარეშე არაფერი გვეშველება. მისი საქმე ამერიკამ გამოიძია და გაცილებით კვალიფიციურებმა სააგენტოებმა თქვეს, რომ ეს კაცი არის აგენტი, ვნახეთ ისიც, რომ მან პრეზიდენტის აპარატის გვერდის ავლით შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა. ის, რომ ფარცხალაძე ახერხებს და 2021 წლის მერე იღებს რუსეთის მოქალაქობას, ჩვენამდე ამის შესახებ ინფორმაცია არ მოდის იმიტომ, რომ ავტომატურად არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქობა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტიც კი ვერ აახერხებს ამ ინფორმაციის მოპოვებას, ე.ი. ხომ წარმოგიდგენიათ, დღესაც რა გავლენის მქონეა? მე რომ ვიყო პრეზიდენტის ადგილზე, მას მომენტალურად გავუუქმებდი საქართველოს მოქალაქეობას, რატომ ელოდება იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, ჟურნალისტების დადებული დოკუმენტაცია რატომ არაა საკმარისი? მედიის მასალებს ევროსასამართლოში თუ პირდაპირი მტკიცების ძალა აქვს, საქართველოს პრეზიდენტისთვის რატომ არ აქვს? არც ახლაა გვიან, თუმცა ეჭვი მაქვს, ფარცხალაძეს იქაც აქვს გავლენები. კაცს 700 მილიონის მოპარვა ბრალდებოდა და ვითომც არაფერი, ახლა ეს 700 მილიონი ჰქონია სადღაც ბანკში და ეროვნული ბანკი არ უყინავს ანგარიშებს, გამოდის, ჯეიმს ბონდზე უარესია. ფარცხალაძე უფრო თანამედროვე ჯაყოა, რომელსაც ყველაფერი გასდის. რატომ - ეს ყველაფერიც გამოსაკვლევია..."