ავტორი:

პარლამენტში ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ფოიეში ვითარება კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. "ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. ვითარების განმუხტვა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გახდა შესაძლებელი, თუმცა, სიტუაცია პარლამენტის ფოიეში პერიოდულად კვლავ იძაბება, რადგან იქ როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ამ წუთებში სიტყვიერი დაპირისპირებაა მიხეილ ყაველაშვილს, მამუკა მდინარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის. ახლა მათ დეპუტატების ოთახში გადაინაცვლეს, სადაც მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.