ავტორი:

"უზნეო ხარ, ოჯახში ილაპარაკე ეგრე... ცოლს ელაპარაკე” - დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის

"უზნეო ხარ, ოჯახში ილაპარაკე ეგრე... ცოლს ელაპარაკე” - დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის

მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს - ომი გინდა? მიდი, გაშალე ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! - ეფ-ეს-ბეს კი არა, საქართველოს ვიცავ, თქვენ ხართ “ეფესბეშნიკები”, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ, - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს თაკო ჩარკვიანს.

სიტყვიერი დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის პარლამენტის ფოიეში მოხდა.

“ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ როდისმე ხელი შემიშლია, როცა ინტერვიუს იძლევით? ეს რა არის, რა საქციელია? თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები“, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რა ომს მიიღებ ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.

თავის მხრივ, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის გაწირვაში დაადანაშაულა.

“ქვეყანა გაწირეთ, სახელმწიფო გაწირეთ, აბა, რა ქენით. მსგავსი რამ ამ კომუნისტების დროს არ გამიგია. უზნეო ხარ, ოჯახში ილაპარაკე ეგრე. ცოლს ელაპარაკე ასე”, - განაცხადა ჩარკვიანმა.

იხილეთ ასევე: