კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს" - ნათია თურნავა
"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს" - ნათია თურნავა

ბან­კე­ბის პო­ზი­ცი­ა­სა და ჩვენს პო­ზი­ცი­ას შო­რის არ არის სხვა­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებს, რო­გორ მოხ­დე­ბა ამა თუ იმ ნორ­მის აღ­სრუ­ლე­ბა, ამა­ზე გავ­დი­ვართ სა­კი­თხებს, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორს არ აქვს უფ­ლე­ბა არ და­ე­მორ­ჩი­ლოს რე­გუ­ლა­ტორს.

"კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორს არ აქვს უფ­ლე­ბა არ და­ე­მორ­ჩი­ლოს რე­გუ­ლა­ტორს. იმი­ტომ, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რი არის სა­ქარ­თვე­ლოს კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლობს ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. მე ჩემი დღე­ვან­დე­ლი ბრი­ფინ­გი და­ვი­წყე სწო­რედ იგი­ვე წი­ნა­და­დე­ბით და ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ ჩვენ ცალ­სა­ხად ვას­რუ­ლებთ და ვაგ­რძე­ლებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ეს არის გა­ცი­ლე­ბით უფრო ფარ­თო პრო­ცე­სი, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი ნი­უ­ან­სე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ამა თუ იმ ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბე­ბით და­ზუს­ტე­ბუ­ლი, რისი სა­კა­მოდ ფარ­თო პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­ში, ისე აშშ-ში. სრულ უნი­სონ­ში ვართ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­თან. ისი­ნიც და ჩვენც ვას­რუ­ლებთ სა­ფი­ნან­სო სან­ქცი­ებს, ზო­გა­დად ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ჩვენ ვართ მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში თუ რო­გორ მოხ­დეს ახა­ლი და­ზუს­ტე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია იმ­დაგ­ვა­რად, რომ ეს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყოს მათ და ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

11
0

გაწი გამოწი დააჯარიმებ, სხვას რას იზავ? ბრძოლას თუ დაუწყებ ბანკებს დაასრულებ საბანკო სისტემას და ეკონომიკას, ლარი გაიქცევა კაცმა არ იცის სად. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს" - ნათია თურნავა

"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს" - ნათია თურნავა

ბანკების პოზიციასა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის სხვაობა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, როგორ მოხდება ამა თუ იმ ნორმის აღსრულება, ამაზე გავდივართ საკითხებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს.

"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს. იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მე ჩემი დღევანდელი ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით და ინფორმაციით, რომ ჩვენ ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.

საერთაშორისო სანქციების აღსრულება ეს არის გაცილებით უფრო ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისი საკამოდ ფართო პრაქტიკა არსებობს როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-ში. სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს, ზოგადად ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თუ როგორ მოხდეს ახალი დაზუსტების იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ეს შესაბამისობაში იყოს მათ და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან“, - განაცხადა თურნავამ.