მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთში "ნიპა" ვირუსი გავრცელდა - რამდენად საშიშია დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს და არსებობს თუ არა მისი გლობალურად გავრცელების საფრთხე?
ინდოეთში "ნიპა" ვირუსი გავრცელდა - რამდენად საშიშია დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს და არსებობს თუ არა მისი გლობალურად გავრცელების საფრთხე?

ინ­დო­ე­თის სამ­ხრეთ შტატ კე­რა­ლა­ში იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­ში ვირუ­სი "ნიპა" გავ­რცელ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის თა­ნახ­მად, ვირუ­სით, სულ მცი­რე, ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კე­რა­ლა­ში სკო­ლე­ბი და ოფი­სე­ბი და­ხუ­რეს და ასო­ბით მცხოვ­რებს ტეს­ტი­რე­ბას უტა­რე­ბენ.

"ნიპა" ვირუსს პრო­ცენ­ტუ­ლად მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებს და მისი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი ჯერ არ არ­სე­ბობს.

ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ვირუ­სი გლო­ბა­ლურ საფრ­თხედ იქ­ცეს, თუმ­ცა მათი თქმით, ეს იმის შეხ­სე­ნე­ბაა, რომ თან­და­თან ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ცე­მა მარ­ტივ­დე­ბა.

  • რა არის "ნიპა" ვირუ­სი?

ვირუ­სი ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბის ტიპს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ ის ძი­რი­თა­დად ცხო­ვე­ლებ­ში გვხვდე­ბა და შე­საძ­ლოა, ცხო­ვე­ლი­დან ცხო­ველ­ზე და ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ვი­დეს.

"ნიპა" პირ­ვე­ლად 1999 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს მას შემ­დეგ, რაც მა­ლა­ი­ზი­ა­სა და სინ­გა­პურ­ში ამ ვირუ­სით ღო­რე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­ვად­დნენ. ვირუ­სი ყვე­ლა­ზე ხში­რად ვრცელ­დე­ბა ე.წ. ხი­ლის ღა­მუ­რე­ბის მიერ და ის შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე არა­პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტით.

"ადა­მი­ა­ნებ­ზე "ნიპა" ვირუ­სი მა­შინ ვრცელ­დე­ბა, თუ მათ აქვთ ახლო კონ­ტაქ­ტი ინ­ფი­ცი­რე­ბულ ცხო­ველ­თან ან მათი სხე­უ­ლის სი­თხეს­თან, მა­გა­ლი­თად, თუ ხი­ლის ღა­მუ­რის ნერ­წყვია ხილ­ზე და შემ­დეგ ის ადა­მი­ან­მა შე­ჭა­მა",- ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, და­ი­ა­ნა ფინ­კე­ლი. ვირუ­სი ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზეც ზუს­ტად იმა­ვე გზე­ბით გა­და­დის, რო­გორც ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე.

  • რო­გო­რია სიმპტო­მე­ბი?

სიმპტო­მე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 4-14 დღემ­დე პე­რი­ოდ­ში ვლინ­დე­ბა. "ნიპა" ვირუ­სის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მია ცხე­ლე­ბა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა თა­ვის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ღე­ბი­ნე­ბა.

ვირუ­სის ად­რე­ულ ეტა­პებ­ზე დი­აგ­ნოს­ტი­კა ხში­რად რთუ­ლია, რად­გან სიმპტო­მე­ბი ბევ­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს წა­ა­გავს..

"ნიპა" ვირუსს შე­იძ­ლე­ბა მძი­მე სიმპტო­მე­ბიც თან სდევ­დეს, მათ შო­რის ორი­ენ­ტა­ცი­ის და­კარ­გვა, მო­თენ­თი­ლო­ბა, კრუნ­ჩხვე­ბი ან ენ­ცე­ფა­ლი­ტი, ყვე­ლა­ზე ცუდ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა მოჰ­ყვეს ადა­ი­ა­ნის კო­მა­ში ჩა­ვარ­დნა.

ჯან­დაც­ვის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს თქმით, და­ა­ვა­დე­ბით სიკ­ვდი­ლის ალ­ბა­თო­ბა 40-75%-მდე მერ­ყე­ობს. გა­დარ­ჩე­ნილ­თა შო­რის კი ფიქ­სირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე: პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად ქრო­ნი­კუ­ლი კრუნ­ჩხვე­ბი რჩე­ბათ.

  • სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი

ჯერ­ჯე­რო­ბით, "ნიპა" ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს და ხელ­მი­საწ­ვდომ სა­შუ­ა­ლე­ბებს შო­რის მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბა შე­დის, თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია. მათ­გან ერთ-ერთი მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლია, რო­მელ­ზეც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

დოქ­ტო­რი ფინ­კე­ლის თქმით, პრე­პა­რატ­მა უკვე და­ას­რუ­ლა I ფა­ზის კლი­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბე­ბი და მის­გან და­დე­ბით შე­დე­გებს ელი­ან.

მკვლევ­რე­ბი ასე­ვე კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო რემ­დე­სი­ვი­რის პრე­პა­რა­ტის პო­ტენ­ცი­ურ სარ­გე­ბელ­საც სწავ­ლო­ბენ.

კე­რა­ლას მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აბ­რას აკ­რა­ვენ წარ­წე­რით - "ნი­პას შე­კა­ვე­ბის ზონა" , რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

  • რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია "ნიპა" ვირუ­სის გლო­ბა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბა?

ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ვირუ­სის გლო­ბა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბა ნაკ­ლე­ბა­დაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით, ინ­დო­ეთ­ში ეპი­დე­მი­ის ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გავ­რცე­ლე­ბა გახ­ში­რე­ბუ­ლი არ არის.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ნი­პას ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა არის ერ­თგვა­რი შეხ­სე­ნე­ბა იმ პო­ტენ­ცი­უ­რად და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჰა­ბი­ტა­ტის გა­ნად­გუ­რე­ბით და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

წყა­რო: abcnews

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??????
0

რა ხილი შემოდის ინდოეთიდან?

ლალუკა
5

ეხლა იმდენიწ წასული სტუდენტი დაბრუნდება სასწრაფოდ გასაკონტროლებელია, სავსეა საბურთალო ,მიხვდება ადამიანი ვინ ვინ არის? მარკეტში ვერ შევსულვართ. მაგენი იმდენი ვერ მიხვდებიან სიკვდილიანობას და ჩვენ ამოვწყდით, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ინდოეთში "ნიპა" ვირუსი გავრცელდა - რამდენად საშიშია დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს და არსებობს თუ არა მისი გლობალურად გავრცელების საფრთხე?

ინდოეთში "ნიპა" ვირუსი გავრცელდა - რამდენად საშიშია დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს და არსებობს თუ არა მისი გლობალურად გავრცელების საფრთხე?

ინდოეთის სამხრეთ შტატ კერალაში იშვიათი, მაგრამ პოტენციურად საშიში ვირუსი "ნიპა" გავრცელდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ვირუსით, სულ მცირე, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კერალაში სკოლები და ოფისები დახურეს და ასობით მცხოვრებს ტესტირებას უტარებენ.

"ნიპა" ვირუსს პროცენტულად მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს და მისი სამკურნალო პრეპარატი ჯერ არ არსებობს.

ექსპერტების აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსი გლობალურ საფრთხედ იქცეს, თუმცა მათი თქმით, ეს იმის შეხსენებაა, რომ თანდათან ცხოველებიდან ადამიანებზე დაავადების გადაცემა მარტივდება.

  • რა არის "ნიპა" ვირუსი?

ვირუსი ზოონოზური დაავადების ტიპს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ის ძირითადად ცხოველებში გვხვდება და შესაძლოა, ცხოველიდან ცხოველზე და ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს.

"ნიპა" პირველად 1999 წელს აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც მალაიზიასა და სინგაპურში ამ ვირუსით ღორები და ადამიანები დაავადდნენ. ვირუსი ყველაზე ხშირად ვრცელდება ე.წ. ხილის ღამურების მიერ და ის შეიძლება გავრცელდეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი კონტაქტით.

"ადამიანებზე "ნიპა" ვირუსი მაშინ ვრცელდება, თუ მათ აქვთ ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველთან ან მათი სხეულის სითხესთან, მაგალითად, თუ ხილის ღამურის ნერწყვია ხილზე და შემდეგ ის ადამიანმა შეჭამა",- ამბობს მედიცინის ასოცირებული პროფესორი, დაიანა ფინკელი. ვირუსი ადამიანიდან ადამიანზეც ზუსტად იმავე გზებით გადადის, როგორც ცხოველიდან ადამიანზე.

  • როგორია სიმპტომები?

სიმპტომები ინფიცირებიდან 4-14 დღემდე პერიოდში ვლინდება. "ნიპა" ვირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ცხელება, რასაც მოჰყვება თავის ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ღებინება.

ვირუსის ადრეულ ეტაპებზე დიაგნოსტიკა ხშირად რთულია, რადგან სიმპტომები ბევრი სხვა დაავადების სიმპტომებს წააგავს..

"ნიპა" ვირუსს შეიძლება მძიმე სიმპტომებიც თან სდევდეს, მათ შორის ორიენტაციის დაკარგვა, მოთენთილობა, კრუნჩხვები ან ენცეფალიტი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში შესაძლოა მოჰყვეს ადაიანის კომაში ჩავარდნა.

ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს თქმით, დაავადებით სიკვდილის ალბათობა 40-75%-მდე მერყეობს. გადარჩენილთა შორის კი ფიქსირდება ცვლილებები მათ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე: პაციენტებს ხშირად ქრონიკული კრუნჩხვები რჩებათ.

  • სამკურნალო პრეპარატები

ჯერჯერობით, "ნიპა" ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს და ხელმისაწვდომ საშუალებებს შორის მხოლოდ დასვენება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება შედის, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ მედიკამენტები დამუშავების პროცესშია. მათგან ერთ-ერთი მონოკლონური ანტისხეულია, რომელზეც სპეციალისტები მუშაობენ.

დოქტორი ფინკელის თქმით, პრეპარატმა უკვე დაასრულა I ფაზის კლინიკური შემოწმებები და მისგან დადებით შედეგებს ელიან.

მკვლევრები ასევე კოვიდის სამკურნალო რემდესივირის პრეპარატის პოტენციურ სარგებელსაც სწავლობენ.

კერალას მაცხოვრებლები აბრას აკრავენ წარწერით - "ნიპას შეკავების ზონა" , რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელების შემთხვევები.

  • რამდენად მოსალოდნელია "ნიპა" ვირუსის გლობალურად გავრცელება?

ექსპერტები აცხადებენ, რომ ვირუსის გლობალურად გავრცელება ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან ჯერჯერობით, ინდოეთში ეპიდემიის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება გახშირებული არ არის.

მეცნიერების თქმით, ნიპას ეპიდემიის გავრცელება არის ერთგვარი შეხსენება იმ პოტენციურად დამანგრეველი შედეგების შესახებ, რომელიც ჰაბიტატის განადგურებით და კლიმატის ცვლილებებითაა გამოწვეული.

წყარო: abcnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა