ავტორი:

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა.

"პაპუნა ლეჟავამ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მაცნობა, რომ განცხადება დაწერა გადადგომაზე. კარგი პროფესიონალია, ამდენი წელი მუშაობდა ეროვნულ ბანკში. მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამეტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის ნათელი და შეუქცევადი", - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ასევე: