სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია თურნავა განმარტავს, თუ რატომ მიიღეს ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება
ნათია თურნავა განმარტავს, თუ რატომ მიიღეს  ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება

"ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­ხელს და გვარს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის დაც­ვას და სან­ქცი­ე­ბი­დან თა­ვის არი­დე­ბას მი­ე­ბას, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბის მცდე­ლო­ბაა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­თია თურ­ნა­ვამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, რო­დე­საც სან­ქცია სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს ეხე­ბა, სან­ქცი­ის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ზედ­მი­წევ­ნით უნდა იყოს და­ცუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი.

"ეს ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, არ ეხე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ პირს, იმი­ტომ რომ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი გაჩ­ნდა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­ხელს და გვარს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის დაც­ვას და სან­ქცი­ე­ბი­დან თა­ვის არი­დე­ბას მი­ე­ბას, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბის მცდე­ლო­ბაა. ჩვენ ვართ სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცია, ვას­რუ­ლებთ და პა­ტივს ვცემთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მაგ­რამ ჩვენს ქმე­დე­ბებ­ში ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ და ამოვ­დი­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­დე­საც სან­ქცია სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა, ამ სან­ქცი­ის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ზედ­მი­წევ­ნით იყოს და­ცუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი და ეს აღ­სრუ­ლე­ბა მოხ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან და კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. ეს არის ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მთა­ვა­რი არსი“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ნა­თია თურ­ნა­ვას ბრძა­ნე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია. ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გა“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოხ­ვდა, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ioseliani
0

ვნახოთ რას განაცხადებს ეს ფინანსისტი, თუ svift ს ჩამოაშორეს საქართველო.

დავითი
7

მართალი ბრძანდებით ქალბატონო ნათია!

ავტორი:

ნათია თურნავა განმარტავს, თუ რატომ მიიღეს ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება

ნათია თურნავა განმარტავს, თუ რატომ მიიღეს  ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება

"ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს. აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მისი თქმით, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეხება, სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები.

"ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები გაჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.