საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერევანში ვითარება უკიდურესად დაიძაბა: მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ, არიან დაშავებულები - მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს
ერევანში ვითარება უკიდურესად დაიძაბა: მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ, არიან დაშავებულები - მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს

ერე­ვან­ში, მთავ­რო­ბის შე­ნო­ბას­თან ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბუ­ლია, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მას მო­ი­თხო­ვენ, შე­ნო­ბა­ში შეჭ­რას ცდი­ლო­ბენ.

სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, ასე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. მათ ნა­წილს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნეს, ნა­წი­ლი კი - ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია.

სომ­ხე­თის უშიშ­რო­ე­ბის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ზო­მებს მი­ი­ღებს „ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად“, რო­მე­ლიც შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს.

ამას­თან, სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე სნა­ი­პე­რე­ბი შე­ნიშ­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი სომ­ხეთ­ში დღეს მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყა­რა­ბაღ­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის აღ­სად­გე­ნად ად­გი­ლობ­რივ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ზო­მებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ იმ გარე და შიდა ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვას ცდი­ლო­ბენ, არ უნდა მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, საფრ­თხე შე­უქ­მნან სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას და სომ­ხეთ­მა, ეს­კა­ლა­ცი­ის ფონ­ზე, „არ უნდა გა­დად­გას გა­უთ­ვლე­ლი, მკვეთ­რი და ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
3

სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი საქართველოსთვის მრავალმხრივ არის სახიფათო - ჩვენთან მოსახლეობის თითქმის მესამედი ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელია, რომლებსაც კომპაქტური რეგიონებიც კი აქვთ სამოსახლოდ და ამ კონფლიქტის გადმოტანა საქართველოში მტერს და დუშმანს ადვილად შეუძლია. მე კობერიძე-ხუხაშვილის ცოდნა და კომპეტენცია არ მაქვს, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს კონფლიქტი საქართველოსთვის კიდევ უფრო საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანამ შეიძლება ტერიტორიები დაკარგოს. ფაშინიანმა, ამერიკა-ევროპის წახალისებით, ყარაბაღზე საჯაროდ უარი ჯერ კიდევ 6 თვის წინ თქვა. ამაში ის განზრახვაა ჩადებული, რომ ომი დასრულდეს თუნდაც ტერიტორიების დაკარგვით სომხეთისთვის, სამაგიეროდ უფუნქციოდ რჩებიან რუსი „სამშვიდობოები“, რომლებსაც მშვიდობიანობის დროს იქ არაფერი ესაქმებათ, ხოლო რუსული სამხედრო ბაზების გატანა ქვეყნიდან უკვე ტექნიკის საქმეა. სომხეთის დაკარგვა რუსებისთვის სამხრეთ კავკასიის დაკარგვას ნიშნავს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, რასაც ის არ შეეგუება. თუ სომხეთთან მიმართებაში ამ გეგმის განხორციელება მოხერხდა, ჩვენი „ მეგობრები „ იგივე გეგმის მზა ფორმულის სახით განხორციელებას საქართველოშიც შეეცდებიან - ვთმობთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს და სამაგიეროდ ვიღებთ ბევრ დაპირებებს ნატო-კატოსგან, შეიძლება ევროკავშირის წევრობასაც კი გამოვკრათ ხელი. ვის ადარდებს სისხლით მორწყული ჩვენი მიწების დაკარგვა? არავის ქართველების დიდი ნაწილის გარდა. მთავარია რუსებმა დაკარგონ კავკასია. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, გამიხარდება...

Georgia
6

სომხეთი არიეს ... ჩვენი ჯერია ... და ეს აბდალა ოცნება, გაუმკლავდება შიგნით ზნედაცემულ ოპოზიციას და გარედან ამხელა პრობლემებს?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ერევანში ვითარება უკიდურესად დაიძაბა: მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ, არიან დაშავებულები - მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს

ერევანში ვითარება უკიდურესად დაიძაბა: მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ, არიან დაშავებულები - მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს

ერევანში, მთავრობის შენობასთან ვითარება დაძაბულია, მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, შენობაში შეჭრას ცდილობენ.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი - ჰოსპიტალიზებულია.

სომხეთის უშიშროების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს „ნებისმიერი ქმედებების გასანეიტრალებლად“, რომელიც შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს.

ამასთან, სომხური მედიის ინფორმაციით, მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები სომხეთში დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმ გარე და შიდა ძალებს, რომლებიც ქვეყნის ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართვას ცდილობენ, არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას და სომხეთმა, ესკალაციის ფონზე, „არ უნდა გადადგას გაუთვლელი, მკვეთრი და ავანტიურისტული ნაბიჯები“.

წაიკითხეთ ასევე: