პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება - რა წერია სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაში?
ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება - რა წერია სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაში?

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა აღუდ­გე­ბა. ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კერ­ძოდ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი არ გავ­რცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე თუ მის მი­მართ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ არის დამ­დგა­რი.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2022 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მი­თი­თე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი სრუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ აშშ - ის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თუ­ლი სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი მოქ­მე­დებს სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს ყო­ფი­ლა და არც მო­მა­ვალ­ში იქ­ცე­ვა სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის არი­დე­ბის ად­გი­ლად.

ამას­თან, ამ პრო­ცეს­ში, ად­გი­ლი აქვს პირ­ველ პრე­ცე­დენტს, რო­დე­საც ასე­თი სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს იცავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, ხელ­მძღვა­ნე­ლობს რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პით, მი­იჩ­ნევს რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე არ დად­გა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა აღუდ­გე­ბა, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კერ­ძოდ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი არ გავ­რცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე თუ მის მი­მართ სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ არის დამ­დგა­რი.

"სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად რე­ა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა შე­ი­მუ­შა­ვა და აა­მოქ­მე­და ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის 2023 წლის 4 აგ­ვის­ტოს N208/04 ბრძა­ნე­ბა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად, ამ წე­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბი ვრცელ­დე­ბა:

ა) სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე, თუ მის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი;

ბ) სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ იუ­რი­დი­ულ პირ­ზე, რომ­ლის წილს ფლობს (ფლო­ბენ) სან­ქცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე (მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი), თუ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პრო­ცეს­ში და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ვალ­დე­ბუ­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ყუ­რა­დღე­ბით შე­ის­წავ­ლის და გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­ტროლ­ზე აიყ­ვანს სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის არი­დე­ბის თი­თო­ე­ულ სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვას და რის­კებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მზად არის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ,"- აღ­ნიშ­ნუ­ლია სებ-ის გა­და­წყე­ვი­ლე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ ეროვ­ნულ­მა ბან­კმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ოთარ-ფარ­ცხა­ლა­ძეს სა­ბან­კო აქ­ტი­ვებ­ზე წვდო­მა და ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი აქვს. ამის პა­სუ­ხად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სებ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას.

ცნო­ბის­თვის, 14 სექ­ტემ­ბერს აშშ-მ ახა­ლი სა­სან­ქციო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში “ქარ­თვე­ლი-რუსი ოლი­გარ­ქი” ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და­ა­სან­ქცი­რა. მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი (“ეფეს­ბე”) აღ­ნიშ­ნულ ოლი­გარ­ქთან მუ­შა­ობ­და, რათა გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ.

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად 2013 წლის 7 ნო­ემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა, ამა­ვე წლის 30 დე­კემ­ბერს გა­დად­გა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაჯი
5

საბანი კარგად შემოუკეცეთ, არ გაგიცივდეთ!

ლაშა
24

ფარცხალაძეზე რომ თავს იკლავთ, სანამ ამერიკა არ გეტყვით ის ყველაზე მთავარი სეთური პირდაპირი რუსეთის აგენტი რომ არის ვერ ხვდებით? ვისაც მხრებზე თავი ადგას შევარდნაძის დროიდან ხვდება ამას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება - რა წერია სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაში?

ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება - რა წერია სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაში?

ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება. ეროვნულმა ბანკმა ახალი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე თუ მის მიმართ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დამდგარი.

"როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ - ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.

ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება, ეროვნულმა ბანკმა ახალი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე თუ მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დამდგარი.

"საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ,"- აღნიშნულია სებ-ის გადაწყევილებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ამის პასუხად "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.

წაიკითხეთ ასევე: