ავტორი:

რუსეთის თავდაცვის უწყება ყარაბაღში არსებულ ვითარებას ეხმაურება და განმარტავს, რა მოქმედებებს ახორციელებენ რუსი სამშვიდობოები რეგიონში

რუსეთის თავდაცვის უწყება ყარაბაღში არსებულ ვითარებას ეხმაურება და განმარტავს, რა მოქმედებებს ახორციელებენ რუსი სამშვიდობოები რეგიონში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც პასუხისმგებელია ყარაბაღში სამშვიდობო მისიაზე პირველად გააკეთა კომენტარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დისკუსია მიდის იმის თაობაზე, თუ რატომ არ რეაგირებენ სამშვიდობოები მომხდარზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი რეაგირებენ და "ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის უამრავ ფაქტს აფიქსირებენ“ ასევე "აკვირდებიან სიტუაციას“.

სამშვიდობოები ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასაც. სომხეთის ყოფილმა ომბუდსმენმა არმან ტატოიანმა დაადასტურა ეს ინფორმაცია და დასძინა: "რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ ყარაბაღის ტერიტორიის სიღრმეში სასაზღვრო სოფლებიდან სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების ევაკუაცია მიმდინარეობს“.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ.

ერევანმა აზერბაიჯანის ქმედებები ყარაბაღის წინააღმდეგ მორიგ აგრესიად შეაფასა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკოლ ფაშინიანი დღეს სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.

წაიკითხეთ ასევე: