ავტორი:

პროტესტი ერევანში: აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ - რა ხდება სომხეთის დედაქალაქში ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ?

პროტესტი ერევანში: აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ - რა ხდება სომხეთის დედაქალაქში ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ?

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

მედიის ინფორმაციით, ყარაბაღში ვითარების გამწვავების ფონზე, მომიტინგეები ერევნის ცენტრში შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გადარჩენის ერთადერთი გზა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა.

"ნიკოლი მოღალატეა“, "სირცხვილია!“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ. ერევანმა აზერბაიჯანის ქმედებები ყარაბაღის წინააღმდეგ მორიგ აგრესიად შეაფასა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკოლ ფაშინიანი დღეს სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.

წაიკითხეთ ასევე: