ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, თოდორ თაგარევი შავიზღვისპირეთის ქალაქ ტიულენოვოში აღმოჩენილ დრონს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა მიმაგრებული, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს.
მისი თქმით, ზუსტად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღმოჩენილი დრონი უკავშირდება ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
"ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ომი ჩვენ როგორღაც გვერდს აგვივლის. დიახ, არსებობს რისკები ბულგარეთისთვის!" - აღნიშნა ბულგარეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე განმარტებით, ეს ერთადერთი შემთხვევა არაა და რომ გრძელდება გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა დრონი ბულგარეთში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთის ქალაქ ტიულენოვოში დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მიმაგრებული. თავდაცვის სამინისტრომ საფრენი აპარატის შესამოწმებლად და გასანეიტრალებლად სპეციალური დანაყოფი გაგზავნა.