საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გია ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას "სრულ ბოდვას“ უწოდებს - მას არანაირი საერთო ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია" - ადვოკატი
"გია ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას "სრულ ბოდვას“ უწოდებს - მას არანაირი საერთო ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია" - ადვოკატი

"სრუ­ლი ბოდ­ვა", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე და ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სუს-ის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი და პი­რე­ბი, მათ შო­რის ის, სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბას გეგ­მა­ვენ.

  • რო­გორც ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ად­ვო­კა­ტი შოთა კა­ხი­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი 8 წე­ლია, რაც ქვე­ყა­ნა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია და არც არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი არ აქვს.

"სრუ­ლი აბ­სურ­დია სუს-ის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და მას­ში მოყ­ვა­ნი­ლი ე.წ. ფაქ­ტე­ბი, თით­ქოს, გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­სა­ხე­ლე­ბულ პი­რებ­თან ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გეგ­მავს. ამის მიღ­მა არც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს და სუს-ს არ წარ­მო­უდ­გე­ნია. წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ მოგ­ვის­მე­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი. გახ­სოვთ ალ­ბათ, ე.წ. სა­ბუ­რა­ვე­ბის თემა, თით­ქოს, სა­ბუ­რა­ვე­ბით აპი­რებ­და ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა რე­ვო­ლუ­ცი­ას, თუმ­ცა, ამის მიღ­მა რამე სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ წა­რუდ­გე­ნია. ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პა­სუ­ხებს სცემ­დნენ კი­თხვებს, თუ რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო, ან საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მი­მართ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­სან­ქცირ­და, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბას ვის­მენთ რე­ვო­ლუ­ცი­ას­თან და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სრუ­ლი აბ­სურ­დია.

  • გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე წარ­სულ­შიც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­სა და ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის მსხვერ­პლი. ის სის­ხლის სა­მარ­თლის ორ საქ­მე­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იდევ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. 8 წე­ლია ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა, მას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, მას რა­ი­მე სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­აჩ­ნია, ის 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია იმით, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ებ­რძო­ლოს, ომ­შია ჩარ­თუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ რას აცხა­დებს თა­ვად გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე, ად­ვო­კა­ტი ასე პა­სუ­ხობს:

"სრუ­ლი აბ­სურ­დი უწო­და სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ამ­ჟა­მინ­დელ გან­ცხა­დე­ბას. მოდი, პირ­და­პირ ვთქვათ, ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე მისი და ჩემი რე­აქ­ცი­აც ასე­თი იყო - რო­გორც ჩანს, ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუსს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ვერ მი­ი­ღე­ბა და თვლის, რომ ეს ფაქ­ტი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილ­ში ლე­გი­ტი­მურ პრო­ტესტს გა­მო­იწ­ვევს და რა­ღაც პრო­აქ­ტი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბით, ჯერ არ­შემ­დგა­რი აქ­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დე­ნენ. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გან­ცხა­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნილ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს გა­მო­რი­ცხავს, არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია ამ ფაქტთან და ამ გან­ცხა­დე­ბას სრუ­ლი ბოდ­ვა უწო­და. არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო მას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას­თან არ გა­აჩ­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი თუ ამო­ცა­ნა მას არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხი­ძემ.

  • კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს თუ არა ის, რომ შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სუს-მა კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, მათ შო­რის, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, ად­ვო­კა­ტი ასე პა­სუ­ხობს:

"ამ­დაგ­ვა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი სუს-ს რომ ჰქონ­დეს, ბრი­ფინგს ამით და­ი­წყებ­და. ბა­ტუ­რინ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სულ 3-ჯერ მყავს ნა­ნა­ხიო, არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მას­თან არ აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ნა­ი­რი ჩა­ნა­წე­რი ვერ იარ­სე­ბებს. გან­ცხა­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნილ ბოდ­ვას­თან გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია. თუ იმას მე­კი­თხე­ბით, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მო­რი­გი ბრალ­დე­ბის მსხვერ­პლი გახ­დეს, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მოქ­მე­დი პირ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას გეგ­მავს, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შეც­ვლა.

უწყე­ბის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის ერთ-ერთი ავ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე და ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მათ შო­რის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი და ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რი, უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰამლეტი და ბენო
0

ორჯერ ნახავ,საქართველოსთან 8წელია კავშირი არ აქვსო,,,,გაგეცინება...სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეს რა ხდება საქართველოში არ აინტერესებდეს🤣🤣🤣,ადვოკატი რეებს ბოდავს,

ალექს
0

ერთი ჩქმეტა უნდა ამას ასალაპარაკებლად, უჯიკეთ ვინმემ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"გია ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას "სრულ ბოდვას“ უწოდებს - მას არანაირი საერთო ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია" - ადვოკატი

"გია ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას "სრულ ბოდვას“ უწოდებს - მას არანაირი საერთო ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია" - ადვოკატი

"სრული ბოდვა", - ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფები და პირები, მათ შორის ის, საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ.

  • როგორც ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, ყოფილი მაღალჩინოსანი 8 წელია, რაც ქვეყანაში არ იმყოფება, შესაბამისად, მას ქართულ პოლიტიკასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია და არც არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს.

"სრული აბსურდია სუს-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება და მასში მოყვანილი ე.წ. ფაქტები, თითქოს, გიორგი ლორთქიფანიძე დასახელებულ პირებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ამის მიღმა არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და სუს-ს არ წარმოუდგენია. წარსულში არაერთხელ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები. გახსოვთ ალბათ, ე.წ. საბურავების თემა, თითქოს, საბურავებით აპირებდა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა რევოლუციას, თუმცა, ამის მიღმა რამე სახის მტკიცებულება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პასუხებს სცემდნენ კითხვებს, თუ რა საგამოძიებო, ან საპროცესო მოქმედებები განხორციელდა ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდა, მსგავსი შინაარსის განცხადებას ვისმენთ რევოლუციასთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, რაც სრული აბსურდია.

  • გიორგი ლორთქიფანიძე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური დევნისა და ცრუ ბრალდებების მსხვერპლი. ის სისხლის სამართლის ორ საქმეზე პოლიტიკური ნიშნით იდევნება ქართული ხელისუფლების მხრიდან. 8 წელია ქვეყანაში არ ყოფილა, მას ქართულ პოლიტიკასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, მას რაიმე სახის პოლიტიკური მიზანი საქართველოში არ გააჩნია, ის 24-საათიან რეჟიმში დაკავებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციას ებრძოლოს, ომშია ჩართული“, - განაცხადა კახიძემ.

კითხვაზე, თუ რას აცხადებს თავად გია ლორთქიფანიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ამ განცხადებაზე, ადვოკატი ასე პასუხობს:

"სრული აბსურდი უწოდა სუს-ის მიერ გავრცელებულ ამჟამინდელ განცხადებას. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ამ განცხადებაზე მისი და ჩემი რეაქციაც ასეთი იყო - როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლება უკვე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღება და თვლის, რომ ეს ფაქტი ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ლეგიტიმურ პროტესტს გამოიწვევს და რაღაც პროაქტიული განცხადებით, ჯერ არშემდგარი აქციის დისკრედიტაციას ახდენენ. ლორთქიფანიძე განცხადებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს გამორიცხავს, არანაირი შემხებლობა არ გააჩნია ამ ფაქტთან და ამ განცხადებას სრული ბოდვა უწოდა. არანაირი საერთო მას ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მიზანი თუ ამოცანა მას არ აქვს“, - განაცხადა კახიძემ.

  • კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სუს-მა კონკრეტული მტკიცებულებებიც გამოაქვეყნოს, მათ შორის, აუდიოჩანაწერები, ადვოკატი ასე პასუხობს:

"ამდაგვარი ჩანაწერები სუს-ს რომ ჰქონდეს, ბრიფინგს ამით დაიწყებდა. ბატურინზე განაცხადა, რომ სულ 3-ჯერ მყავს ნანახიო, არანაირი კომუნიკაცია მასთან არ აქვს, შესაბამისად, ვერანაირი ჩანაწერი ვერ იარსებებს. განცხადებაში მოყვანილ ბოდვასთან გიორგი ლორთქიფანიძეს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. თუ იმას მეკითხებით, შეიძლება თუ არა, გიორგი ლორთქიფანიძე მორიგი ბრალდების მსხვერპლი გახდეს, ამ ხელისუფლების პირობებში, არაფერია გამორიცხული“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი