ავტორი:

ლონდონის მოდის კვირეულზე მისულ ბიანკა ცენსორს ნაქსოვი ბოდე ეცვა, თავზე კი ბეწვის ქუდი ეხურა - "ის ბოლო პერიოდში ძალიან ერთობა ექსპერიმენტებით"

ლონდონის მოდის კვირეულზე მისულ ბიანკა ცენსორს ნაქსოვი ბოდე ეცვა, თავზე კი ბეწვის ქუდი ეხურა - "ის ბოლო პერიოდში ძალიან ერთობა ექსპერიმენტებით"

კანიე უესტის ცოლი, ბიანკა ცენსორი თავისი უცნაური იმიჯით ამჯერად ლონდონის მოდის კვირეულის გახსნაზე გამოჩნდა. ჩვენებაზე მისულმა ერთ-ერთმა სტუმარმა ასე დაახასიათა ცენსორის ჩაცმულობა: "ეს სილუეტი გასაოცარია. ის ბოლო პერიოდში ძალიან ერთობა ექსპერიმენტებით", მისივე თქმით, კვირეულის გახსნამდე, კანიე ეპატაჟურად ჩაცმულ ცოლს ფოტოებს უღებდა.

ქმართან ერთად მისულ ბიანკას ნაქსოვი ბოდე ეცვა, თავზე კი ბეწვის ქუდი ეხურა, რომელსაც ტაბლოიდური მედია გულა სოკოს ადარებს.

უესტი ისევ შავი ტანისამოსით გამოჩნდა, თავზე კი ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული.

მას შემდეგ, რაც წყვილმა ევროპის საზღვრები გადაკვეთა, 28 წლის არქიტექტორი და მისი რეპერი მეუღლე ხალხის და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ბიანკა იტალიის ქუჩებში გამჭვირვალე კოლგოტისა და ტოპის ამარა გადიოდა, რაც ადგილობრივების აღშფოთებას იწვევდა. არანაკლებ უცნაური იყო მისი ერთ-ერთი უკანასკნელი "ლუქი", რომელიც მან ტახტის ბალიშით დააგვირგვინა.

ცენსორი ბალიშს ორივე ხელით მჭიდროდ იკრავდა, რათა გამჭვირვალე მაისურში მკერდი დაემალა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რაიმე ინციდენტი შეემთხვა და ამიტომ მოუწია ამ "აქსესუარით" ქუჩაში გამოსვლა, თუ ეს მიზანმიმართულად იყო შერჩეული.

როგორც ცნობილია, ბიანკა ცენსორის და კანიე უესტის წინააღმდეგ იტალიის პოლიციამ საქმეც აღძრა. წყვილს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სასჯელი ელის.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა