ავტორი:

"რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ სუს-ი რუსული ეფ-ეს-ბეს გავლენის ქვეშაა" - ლევან ხაბეიშვილი

"რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ სუს-ი რუსული ეფ-ეს-ბეს გავლენის ქვეშაა" - ლევან ხაბეიშვილი

რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის და სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტურია - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის ამბობს, სუს-ის განცხადებით დადასტურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რუსული ეფ- ეს-ბეს გავლენები.

"რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული "ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.