პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კა­ხეთ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ხელ­მწი­ფო ზი­ანს აუ­ნა­ზღა­უ­რებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­სულ ღა­მეს ძლი­ერ­მა სტი­ქი­ამ კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი კი­დევ ერთხელ და­ა­ზი­ა­ნა. ძლი­ე­რი სე­ტყვის და ქა­რის შე­დე­გად და­ზა­რალ­და თე­ლა­ვის, ყვა­რე­ლი­სა და ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი. კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის გი­ორ­გი ალა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სტი­ქი­ამ და­ა­ზი­ა­ნა რო­გორც სა­ვარ­გუ­ლე­ბი, ასე­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი. ზა­რა­ლის დათ­ვლის შემ­დეგ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ხელ­მწი­ფო და­ეხ­მა­რე­ბა.

"პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს ზა­რა­ლის დათ­ვლა. შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას ზი­ა­ნი აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბა. ჩვენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და არ­ცერ­თი მო­სახ­ლე არ დარ­ჩე­ბა ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე.“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ალა­დაშ­ვილ­მა.

სტი­ქი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზი­ა­ნი ყვა­რელს მი­ა­ყე­ნა. კერ­ძოდ, ქა­ლაქ ყვა­რელ­ში, გრემ­ში, ენი­სელ­ში, სა­ბუ­ე­სა და ჭი­კა­ან­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბის ნა­წი­ლი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლებს ნა­წი­ლი, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი. ასე­ვე, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი და­ი­სე­ტყვა ყვე­ლა სო­ფელ­ში. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ძლი­ერ­მა ქარ­მა მოგ­ლი­ჯა ხე­ე­ბი. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში მუ­შა­ობ­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ჩა­ტარ­და გზე­ბის გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

17 სექ­ტემ­ბერს, სე­ტყვამ და ძლი­ერ­მა ქარ­მა, კა­ხე­თის კი­დევ ერთი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის- ლა­გო­დე­ხის სოფ­ლე­ბი და­ა­ზა­რა­ლა. სტი­ქი­ამ, მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან ერ­თად, სა­სოფ­ლო - სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი და ვე­ნა­ხე­ბი და­უ­ზი­ა­ნა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ასე­ვე, გარე გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბი და ელექტრო­სა­დე­ნე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­ვე­ლა­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და.

სტი­ქი­ამ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბი - ფშა­ვე­ლი, ნა­ფა­რე­უ­ლი და ლა­ლის­ყუ­რი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
0

ზოგადად მიმაჩნია რომ არ უნდა ფინანსდებოდეს ყურძნის ზარალი, ქვეყანა დგას არასწორ რელსებზე, სასოცოცხლო პროდუქტები, ხორბალი, ბოსტნეული, მეცხოველეობა და მეფრინვლეობა არ ფინანსდება და გაჭირვება ან შიმშლი რომ დაიწყოს ეს ღვინო შევასხათ ტრ....??? ზოგადად მიმაჩნია ეს უაზრო ნუშის მასობრივი ბაღები და ყურძნის ბაღების ნახევარი გასაჩეხია და მის მაგივრად სხვა პროდუქტები უნდა გაშენდეს. თუ გვინდა რომ გადავრჩეთ და პროდუქტები გაიფდეს ესაა გზა ან არადა უყურეთ ერთეულები (მთავრობაში მყოფი ხალხი) როგორ გამდიდრდება და თუ მსოფლიო კრიზისი დაიწყო ჭამეთ მერე ნუში და მიაღოლეთ ღვინო

ოცნებები-(სრულდება)
0

აბა ჰე,ერთი კაი ხმა თქვენზეა არჩევნებზე.. (მერე კი ათმაგად ამოვიღებთ,მანამდე კი ისიამოვნეთ)

ავტორი:

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცლებს.

უწყების ცნობით, გასულ ღამეს ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონი კიდევ ერთხელ დააზიანა. ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება.

"პრემიერ- მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე.“ - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ყვარელს მიაყენა. კერძოდ, ქალაქ ყვარელში, გრემში, ენისელში, საბუესა და ჭიკაანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ნაწილი, ავტომანქანები. ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა ყველა სოფელში. საავტომობილო გზებზე ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ჩატარდა გზების გაწმენდის სამუშაოები.

17 სექტემბერს, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, კახეთის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის- ლაგოდეხის სოფლები დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები უკკვე განხორციელდა.

სტიქიამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები - ფშაველი, ნაფარეული და ლალისყური.