საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის გახსნის თარიღი გამოაცხადა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის გახსნის  თარიღი გამოაცხადა

სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის გახ­სნა 2025 წელს იგეგ­მე­ბა - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტუ­რიზ­მის ე.წ. მი­ნის­ტრმა, თე­ი­მუ­რაზ ხიშ­ბამ ყა­ზა­ხეთ­ში, ტუ­რის­ტულ ფო­რუმ­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • "2025 წელს იგეგ­მე­ბა აფხა­ზე­თის პირ­ვე­ლი "პრე­ზი­დენ­ტის", ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გახ­სნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გაზ­რდის ტუ­რიზ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ტუ­რიზ­მი დღეს დი­ნა­მი­კუ­რად ვი­თარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხიშ­ბამ და და­ა­მა­ტა, რომ ითა­ნამ­შრომ­ლებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან, რო­მე­ლიც "აფხა­ზე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს პა­ტივს სცემს“.

"ჩვენ ამ­ჟა­მად საკ­მა­ოდ მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს ბე­ლა­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კას­თან, გვაქვს უბა­ჟო ვაჭ­რო­ბა და უვი­ზო რე­ჟი­მი. ასე­ვე მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ყა­ზა­ხეთ­თან და სხვა ქვეყ­ნებ­თან“, - აღ­ნიშ­ნა მან. ცნო­ბის­თვის, ზა­ფხულ­ში მოს­კოვ­მა და სო­ხუმ­მა ხელი მო­ა­წე­რეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექტს რუ­სე­თი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. "დო­კუ­მენ­ტი" უკვე რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის მიერ - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და.

2022 წელს, რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის აფხა­ზეთ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­ექ­ტის ინ­ვეს­ტო­რი რუ­სუ­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი Basic Element-ია.

აფხა­ზე­თის დე­ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის ე.წ. დე­პუ­ტა­ტის, ალ­ხას ბარ­ცი­ცის გან­ცხა­დე­ბით, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის რე­კონ­სტრუქ­ცი­ით ორი ინ­ვეს­ტო­რია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია არ ცნობს სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტად, ვი­ნა­ი­დან აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დაგ­მო სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის რუს ინ­ვეს­ტორ­ზე გა­და­ცე­მა. აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა კი გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ნა­წი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

ჯერ არ გაგიხსნიათ?

საქართველო ნაცებისა და ქოცების გარეშე!
16

რაო ქოცმთავრობამ? საერთოდ ახსოვს აფხაზეთი, თუ მარტო ფარცხალაძის საქმის გადაგორება-ჩაფარცხვითაა დაკავებული?

ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის გახსნის თარიღი გამოაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის გახსნის  თარიღი გამოაცხადა

სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის ე.წ. მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში, ტურისტულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

  • "2025 წელს იგეგმება აფხაზეთის პირველი "პრეზიდენტის", ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ტურიზმის შესაძლებლობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიკურად ვითარდება“, - განაცხადა ხიშბამ და დაამატა, რომ ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც "აფხაზეთის ღირებულებებს პატივს სცემს“.

"ჩვენ ამჟამად საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბელარუსის რესპუბლიკასთან, გვაქვს უბაჟო ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი. ასევე მოუთმენლად ველით თანამშრომლობას ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნა მან. ცნობისთვის, ზაფხულში მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, საინვესტიციო პროექტს რუსეთი განახორციელებს. "დოკუმენტი" უკვე რატიფიცირებულია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ - ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა.

2022 წელს, რუსეთის ეკონომიკის მინისტრის აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორი რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element-ია.

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის ე.წ. დეპუტატის, ალხას ბარციცის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციით ორი ინვესტორია დაინტერესებული. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო სოხუმის აეროპორტის რუს ინვესტორზე გადაცემა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტი საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილია.