სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველების ცხოვრება კარვებში - ბანაკი სტრასბურგში, მდინარე ილის ნაპირზე: "საქველმოქმედო საზოგადოებამ სამი ბილეთი მოგვცა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შხაპი მივიღოთ..."
ქართველების ცხოვრება კარვებში - ბანაკი სტრასბურგში, მდინარე ილის ნაპირზე: "საქველმოქმედო საზოგადოებამ სამი ბილეთი მოგვცა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შხაპი მივიღოთ..."

საფ­რან­გე­თის ყო­ველ­დღი­უ­რი რე­გი­ო­ნუ­ლი გა­ზეთ "ელ­ზა­სის“ (L’Alsace - იბეჭ­დე­ბა სტრას­ბურ­გში) 15-16 სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია სა­თა­უ­რით "ქარ­თვე­ლებ­მა სტრას­ბურ­გში, მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე, კარ­ვე­ბი დად­გეს" (ავ­ტო­რი - სე­ლინ ლი­ნ­ჰარ­დი). მა­სა­ლა­ში გად­მო­ცე­მუ­ლია ქარ­თვე­ლი მიგ­რან­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლებ­საც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ სურთ და საფ­რან­გეთ­ში დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის ში­ნა­არსს:

სტრას­ბურ­გში, მდი­ნა­რე ილის ნა­პირ­ზე, სე­ბას­ტი­ან ბრან­ტის მო­ედ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ნა­ბიჯ­ზე, შა­ბა­თო­ბით ბევ­რი ხალ­ხი და­დის. ვე­ლო­სი­პე­დის­ტთა ბი­ლიკ­ზე ერთ-ერთი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ონავ­რუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვე­ლო­სი­პე­დით მოძ­რა­ობს და მო­ხერ­ხე­ბუ­ლად დაძ­ვრე­ბა მო­სი­ა­რუ­ლე მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის. 10 წლის მათე იმპრო­ვი­ზი­რე­ბულ, 13-კარ­ვი­ან ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობს, მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე, წმინ­და პავ­ლეს ეკ­ლე­სი­ის პირ­და­პირ. კარ­ვე­ბის წინ ორი ქალი დგას და ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ. იქვე ახ­ლოს რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი სკამ­ზე ჩა­მომ­სხდა­რან და დროს კლა­ვენ.

"მე ჩემს დას­თან და დედ-მა­მას­თან ერ­თად ვარ", - ამ­ბობს მათე კარ­გი ფრან­გუ­ლით. იგი ქარ­თვე­ლე­ბის თარ­ჯი­მა­ნია. მათე თა­ვის ტე­ლე­ფონ­ში დედ-მა­მი­სა და ხუთი წლის დის - ევას სუ­რა­თებს გვაჩ­ვე­ნებს.

"მა­მა­ჩე­მი ავად არის. მე აქა­ურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ და ძა­ლი­ან მომ­წონს - ამ­ბობს მათე - თა­ნაკ­ლა­სე­ლებს უკვე და­ვუ­მე­გობ­რდი“.

რო­გორც მათე გვი­თარ­გმნის, კარ­ვე­ბის ბა­ნა­კის ერთ-ერთი მცხოვ­რე­ბი, 43 წლის მა­რი­ნა ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხი კარ­ვებ­ში სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან იმ­ყო­ფე­ბა - ადრე სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ გა­მო­უ­ცხა­და, რომ საფ­რან­გე­თი 31 აგ­ვის­ტომ­დე უნდა და­ტო­ვო­თო. ოთხი ღამე ავ­ტო­სად­გურ­ზე ეძი­ნათ, ახლა კი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, კარ­ვე­ბი გა­ე­შა­ლათ, თუმ­ცა პო­ლი­ცია კარ­ვე­ბის აღე­ბა­საც ითხოვს.

სამ­შობ­ლო­ში მა­რი­ნა მედ­დად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ რად­გა­ნაც ქმა­რი ავად გა­უხ­და, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა გა­ყი­და და საფ­რან­გეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნა. "ჩემს ქმარს კვი­რა­ში სამ­ჯერ დი­ა­ლი­ზი ჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვა ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზეა, ფრან­გუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მა უკე­თე­სია. თბი­ლი­სი­დან ჯერ პო­ლო­ნეთ­ში ჩა­ვე­დით, შემ­დეგ ავ­ტო­მან­ქა­ნით - სტრას­ბურ­გში, აქ უკვე ათი თვეა ვართ. ჩემი ქმა­რი სას­ტუმ­რო­შია და ექიმ­თან ტაქსს მიჰ­ყავს, მე კი შვი­ლე­ბით აქ, კა­რავ­ში ვცხოვ­რობ“. გა­გარ­ძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
`
2

ბანაკი დასცეს სტრასბურგში:)

ადამიანი
35

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები,რუსეთი ხომ ოკუპანტია,ფაქტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ქართველების ცხოვრება კარვებში - ბანაკი სტრასბურგში, მდინარე ილის ნაპირზე: "საქველმოქმედო საზოგადოებამ სამი ბილეთი მოგვცა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შხაპი მივიღოთ..."

ქართველების ცხოვრება კარვებში - ბანაკი სტრასბურგში, მდინარე ილის ნაპირზე: "საქველმოქმედო საზოგადოებამ სამი ბილეთი მოგვცა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შხაპი მივიღოთ..."

საფრანგეთის ყოველდღიური რეგიონული გაზეთ "ელზასის“ (L’Alsace - იბეჭდება სტრასბურგში) 15-16 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ქართველებმა სტრასბურგში, მდინარის ნაპირზე, კარვები დადგეს" (ავტორი - სელინ ლინჰარდი). მასალაში გადმოცემულია ქართველი მიგრანტების მდგომარეობა, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება არ სურთ და საფრანგეთში დარჩენას ცდილობენ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სტრასბურგში, მდინარე ილის ნაპირზე, სებასტიან ბრანტის მოედნიდან რამდენიმე ნაბიჯზე, შაბათობით ბევრი ხალხი დადის. ველოსიპედისტთა ბილიკზე ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც ონავრულად გამოიყურება, ველოსიპედით მოძრაობს და მოხერხებულად დაძვრება მოსიარულე მოქალაქეებს შორის. 10 წლის მათე იმპროვიზირებულ, 13-კარვიან ბანაკში ცხოვრობს, მდინარის ნაპირზე, წმინდა პავლეს ეკლესიის პირდაპირ. კარვების წინ ორი ქალი დგას და ქართულად ლაპარაკობენ. იქვე ახლოს რამდენიმე მამაკაცი სკამზე ჩამომსხდარან და დროს კლავენ.

"მე ჩემს დასთან და დედ-მამასთან ერთად ვარ", - ამბობს მათე კარგი ფრანგულით. იგი ქართველების თარჯიმანია. მათე თავის ტელეფონში დედ-მამისა და ხუთი წლის დის - ევას სურათებს გვაჩვენებს.

"მამაჩემი ავად არის. მე აქაურ სკოლაში ვსწავლობ და ძალიან მომწონს - ამბობს მათე - თანაკლასელებს უკვე დავუმეგობრდი“.

როგორც მათე გვითარგმნის, კარვების ბანაკის ერთ-ერთი მცხოვრები, 43 წლის მარინა ამბობს, რომ მისი ოჯახი კარვებში სექტემბრის დასაწყისიდან იმყოფება - ადრე სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ პოლიციამ გამოუცხადა, რომ საფრანგეთი 31 აგვისტომდე უნდა დატოვოთო. ოთხი ღამე ავტოსადგურზე ეძინათ, ახლა კი იძულებულნი გახდნენ, კარვები გაეშალათ, თუმცა პოლიცია კარვების აღებასაც ითხოვს.

სამშობლოში მარინა მედდად მუშაობდა, მაგრამ რადგანაც ქმარი ავად გაუხდა, საცხოვრებელი ბინა გაყიდა და საფრანგეთში სამკურნალოდ ჩამოიყვანა. "ჩემს ქმარს კვირაში სამჯერ დიალიზი ჭირდება. საქართველოში ჯანდაცვა ძალიან დაბალ დონეზეა, ფრანგული სამედიცინო მომსახურების სისტემა უკეთესია. თბილისიდან ჯერ პოლონეთში ჩავედით, შემდეგ ავტომანქანით - სტრასბურგში, აქ უკვე ათი თვეა ვართ. ჩემი ქმარი სასტუმროშია და ექიმთან ტაქსს მიჰყავს, მე კი შვილებით აქ, კარავში ვცხოვრობ“. გაგარძელეთ კითხვა