მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მითები VS რეალობა: რისი ჭამა შეგიძლიათ სინამდვილეში საღამოს 18:00 სთ-ის შემდეგ
მითები VS რეალობა: რისი ჭამა შეგიძლიათ სინამდვილეში საღამოს 18:00 სთ-ის შემდეგ

ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გის რჩე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ვარ­კვი­ოთ, რა არის მითი და რა რე­ა­ლო­ბა 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ ჭა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს ვახ­შმის შე­ზღუდ­ვა ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ზი­ა­ნო და რო­მე­ლი საკ­ვე­ბის მირ­თმე­ვა ჯობს სა­ღა­მოს.

მითი 1: სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის შემ­დეგ ჭამა ცუ­დია

ეს ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­თია დი­ე­ტი­სა და ჯან­სა­ღი კვე­ბის სამ­ყა­რო­ში. უმ­რავ­ლე­სო­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ ვახ­შა­მი სა­ზი­ა­ნოა ფი­გუ­რი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

რე­ა­ლო­ბა: კვე­ბის დრო არ არის გა­დამ­წყვე­ტი თქვე­ნი სხე­უ­ლის­თვის. ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოხ­მა­რე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა და საკ­ვე­ბის ხა­რის­ხი. ჭა­მის დრო­ის შე­ზღუდ­ვა შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იყოს მათ­თვის, ვინც სა­ღა­მოს ჭარ­ბად ჭამს ან უჭირს ღა­მით და­ძი­ნე­ბა მძი­მე ვახ­შმის გამო. თუმ­ცა, ბევ­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვინც აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს ეწე­ვა ან გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ობს, 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ ვახ­შა­მი გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ცაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც.

მითი 2: გვი­ა­ნი ვახ­შა­მი იწ­ვევს წო­ნის მა­ტე­ბას

წო­ნის მა­ტე­ბის პრინ­ცი­პი ასე­თია: თქვენ იღებთ იმა­ზე მეტ კა­ლო­რი­ას, ვიდ­რე წვავთ. და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი და არას­წო­რად შედ­გე­ნი­ლი კვე­ბის რა­ცი­ონს შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ცხი­მის დაგ­რო­ვე­ბა ორ­გა­ნიზ­მში.

რე­ა­ლო­ბა: წონა და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა იმა­ზე, თუ რო­დის მი­ირ­თმევთ ვახ­შამს, არა­მედ თქვენს სა­ერ­თო კა­ლო­რი­ულ ბა­ლანსზე. თუ თქვენ მო­იხ­მართ იმა­ზე მეტ კა­ლო­რი­ას, ვიდ­რე ხარ­ჯავთ, წო­ნა­ში მო­ი­მა­ტებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­დის ჭამთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვახ­შმის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გი, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მსუ­ბუქ კერ­ძებს, ასე­ვე აკონ­ტრო­ლეთ პორ­ცი­ის ზომა.

მითი 3: რძის პრო­დუქ­ტე­ბი არ უნდა მი­ირ­თვათ სა­ღა­მოს

შემ­დე­გი მითი ეხე­ბა რძის პრო­დუქ­ტებს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ისი­ნი უნდა მი­ირ­თვათ დი­ლით და შუ­ა­დღეს და არა სა­ღა­მოს. რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი კალ­ცი­უ­მის და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წყა­როა. გარ­და ამი­სა, რძე შე­ი­ცავს იოდს, კა­ლი­უმს, ფოს­ფორს და ვი­ტა­მი­ნებს – B2, B1 და B12. მა­წო­ნი მთლი­ა­ნად ინარ­ჩუ­ნებს რძე­ში შე­მა­ვალ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, ად­ვი­ლად შე­სათ­ვი­სე­ბე­ლი და მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია.

რე­ა­ლო­ბა: რძის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­წო­ნი, იო­გურ­ტი, რძე და ხაჭო, ცი­ლის, კალ­ცი­უ­მის და სხვა ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლი წყა­როა. მათი სა­ღა­მოს მოხ­მა­რე­ბა არა მხო­ლოდ უსაფრ­თხოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის, არა­მედ სა­სარ­გებ­ლოც. მა­გა­ლი­თად, რძის პრო­დუქ­ტე­ბის ცილა ხელს უწყობს კუნ­თე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ნაყ­რო­ვა­ნე­ბის გრძნო­ბას, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ჭარ­ბი კვე­ბა სა­ღა­მოს.

თუმ­ცა სა­ღა­მოს ვახ­შმის­თვის რძის პრო­დუქ­ტე­ბის არ­ჩე­ვი­სას უმ­ჯო­ბე­სია უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოთ უცხი­მო ვა­რი­ან­ტებს, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ზედ­მე­ტი კა­ლო­რი­ე­ბი.

რძის პრო­დუქ­ტე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი რომ მი­ი­ღოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყუ­რა­დღე­ბით შე­არ­ჩი­ოთ მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხა­რის­ხით გა­მორ­ჩე­უ­ლი „დღის“ ასორ­ტი­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბია: ყვე­ლი, მა­წო­ნი, არა­ჟა­ნი, ხაჭო, აი­რა­ნი, „დღის“ პრო­დუქ­ცია დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში.

მითი 4: 14+ სა­ა­თი­ა­ნი შიმ­ში­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლოა

ეს ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაა, რო­მელ­საც ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. ნე­ბის­მი­ე­რი დი­ე­ტის მსგავ­სად, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს უკი­დუ­რეს შე­ზღუდ­ვებს, ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი შე­იძ­ლე­ბა სა­ზი­ა­ნო იყოს ორ­გა­ნიზ­მის­თვის. პირ­ველ რიგ­ში, ექ­სპერ­ტე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ურ­ჩე­ვენ ამ ტი­პის დი­ე­ტას ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს, ასე­ვე ორ­სუ­ლებ­სა და მე­ძუ­ძურ ქა­ლებს. ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რად­გან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნი მიდ­რე­კი­ლია ჭარ­ბი ჭა­მის­კენ. გარ­და ამი­სა, მე­ტა­ბო­ლურ­მა შეც­ვლამ შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს მათ, ვი­საც აქვთ დი­ა­ბე­ტი. ფაქ­ტია, რომ ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლით ხე­ლოვ­ნუ­რად ვზღუ­დავთ კვე­ბის დრო­ე­ბით პე­რი­ო­დებს და თუ ეს პე­რი­ო­დე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის ბუ­ნებ­რივ ცირ­კა­დულ რიტმს („ბი­ო­ლო­გი­ურ სა­ათს“), ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მე­ტა­ბო­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის დარ­ღვე­ვა. ამა­ვე მი­ზე­ზით, ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი არ არის შე­სა­ფე­რი­სი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ცვლა­ში - მათი ცირ­კა­დუ­ლი რით­მე­ბი უკვე დარ­ღვე­უ­ლია. არც სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის.

გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, მო­ი­ცავს მუდ­მი­ვი შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბას, თავ­ბრუს­ხვე­ვას, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, გუ­ლის­რე­ვას, თა­ვის ტკი­ვილს და და­ბინ­დულ აზ­როვ­ნე­ბას.

18:00 სა­ა­თის შემ­დეგ საკ­ვე­ბის არ­ჩე­ვის მთა­ვა­რი წესი - მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ზო­მი­ე­რე­ბაა. რა­ცი­ონ­ში შე­ი­ტა­ნეთ ცი­ლე­ბი, ბოსტნე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი და ჯან­სა­ღი ცხი­მე­ბი. რძის პრო­დუქ­ტე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი და­მა­ტე­ბაა სა­ღა­მოს დი­ე­ტა­ში.

ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ ჭა­მის, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ხა­რის­ხი. თვა­ლი ადევ­ნეთ მთლი­ან კა­ლო­რი­ულ ბა­ლანსს და თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ამის­თვის მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მითები VS რეალობა: რისი ჭამა შეგიძლიათ სინამდვილეში საღამოს 18:00 სთ-ის შემდეგ

მითები VS რეალობა: რისი ჭამა შეგიძლიათ სინამდვილეში საღამოს 18:00 სთ-ის შემდეგ

ნუტრიციოლოგის რჩევებზე დაყრდნობით გავარკვიოთ, რა არის მითი და რა რეალობა 18:00 საათის შემდეგ ჭამასთან დაკავშირებით. რატომ შეიძლება იყოს ვახშმის შეზღუდვა ორგანიზმისთვის საზიანო და რომელი საკვების მირთმევა ჯობს საღამოს.

მითი 1: საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა ცუდია

ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია დიეტისა და ჯანსაღი კვების სამყაროში. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ 18:00 საათის შემდეგ ვახშამი საზიანოა ფიგურისა და ჯანმრთელობისთვის.

რეალობა: კვების დრო არ არის გადამწყვეტი თქვენი სხეულისთვის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მოხმარებული კალორიების მთლიანი რაოდენობა და საკვების ხარისხი. ჭამის დროის შეზღუდვა შეიძლება სასარგებლო იყოს მათთვის, ვინც საღამოს ჭარბად ჭამს ან უჭირს ღამით დაძინება მძიმე ვახშმის გამო. თუმცა, ბევრისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრების წესს ეწევა ან გვიანობამდე მუშაობს, 18:00 საათის შემდეგ ვახშამი გამართლებულიცაა და აუცილებელიც.

მითი 2: გვიანი ვახშამი იწვევს წონის მატებას

წონის მატების პრინციპი ასეთია: თქვენ იღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე წვავთ. დაუბალანსებელი და არასწორად შედგენილი კვების რაციონს შეუძლია გამოიწვიოს ცხიმის დაგროვება ორგანიზმში.

რეალობა: წონა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ როდის მიირთმევთ ვახშამს, არამედ თქვენს საერთო კალორიულ ბალანსზე. თუ თქვენ მოიხმართ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავთ, წონაში მოიმატებთ, მიუხედავად იმისა, როდის ჭამთ. მნიშვნელოვანია ვახშმის ხარისხის მონიტორინგი, უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ კერძებს, ასევე აკონტროლეთ პორციის ზომა.

მითი 3: რძის პროდუქტები არ უნდა მიირთვათ საღამოს

შემდეგი მითი ეხება რძის პროდუქტებს, რომელთა შესახებაც არსებობს მოსაზრება, რომ ისინი უნდა მიირთვათ დილით და შუადღეს და არა საღამოს. რძე და რძის პროდუქტები კალციუმის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. გარდა ამისა, რძე შეიცავს იოდს, კალიუმს, ფოსფორს და ვიტამინებს – B2, B1 და B12. მაწონი მთლიანად ინარჩუნებს რძეში შემავალ სასარგებლო თვისებებს, რომელიც ამავდროულად, ადვილად შესათვისებელი და მოსანელებელია.

რეალობა: რძის პროდუქტები, როგორიცაა მაწონი, იოგურტი, რძე და ხაჭო, ცილის, კალციუმის და სხვა ვიტამინებისა და მინერალების ღირებული წყაროა. მათი საღამოს მოხმარება არა მხოლოდ უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, არამედ სასარგებლოც. მაგალითად, რძის პროდუქტების ცილა ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას და ნაყროვანების გრძნობას, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ჭარბი კვება საღამოს.

თუმცა საღამოს ვახშმისთვის რძის პროდუქტების არჩევისას უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ უცხიმო ვარიანტებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი კალორიები.

რძის პროდუქტებისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, აუცილებელია, ყურადღებით შეარჩიოთ მწარმოებელი კომპანია. ქართულ ბაზარზე ხარისხით გამორჩეული „დღის“ ასორტიმენტში წარმოდგენილი რძის პროდუქტებია: ყველი, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, აირანი, „დღის“ პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მომხმარებლებში.

მითი 4: 14+ საათიანი შიმშილი ორგანიზმისთვის სასარგებლოა

ეს ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებაა, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს. ნებისმიერი დიეტის მსგავსად, რომელიც მოიცავს უკიდურეს შეზღუდვებს, ინტერვალური შიმშილი შეიძლება საზიანო იყოს ორგანიზმისთვის. პირველ რიგში, ექსპერტები კატეგორიულად არ ურჩევენ ამ ტიპის დიეტას ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე ორსულებსა და მეძუძურ ქალებს. ინტერვალური შიმშილი არ არის რეკომენდებული კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებისთვის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში საკვებისგან თავის შეკავების შემდეგ, ადამიანი მიდრეკილია ჭარბი ჭამისკენ. გარდა ამისა, მეტაბოლურმა შეცვლამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, ვისაც აქვთ დიაბეტი. ფაქტია, რომ ინტერვალური შიმშილით ხელოვნურად ვზღუდავთ კვების დროებით პერიოდებს და თუ ეს პერიოდები არ შეესაბამება ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივ ცირკადულ რიტმს („ბიოლოგიურ საათს“), ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური პროცესების დარღვევა. ამავე მიზეზით, ინტერვალური შიმშილი არ არის შესაფერისი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ცვლაში - მათი ცირკადული რითმები უკვე დარღვეულია. არც სპორტსმენებისთვის.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც საერთოა ყველა ადამიანისთვის, მოიცავს მუდმივი შიმშილის შეგრძნებას, თავბრუსხვევას, გაღიზიანებას, გულისრევას, თავის ტკივილს და დაბინდულ აზროვნებას.

18:00 საათის შემდეგ საკვების არჩევის მთავარი წესი - მრავალფეროვნება და ზომიერებაა. რაციონში შეიტანეთ ცილები, ბოსტნეული, მარცვლეული და ჯანსაღი ცხიმები. რძის პროდუქტები შესანიშნავი დამატებაა საღამოს დიეტაში.

ნუ შეგეშინდებათ 18:00 საათის შემდეგ ჭამის, მაგრამ გახსოვდეთ საკვების რაოდენობა და ხარისხი. თვალი ადევნეთ მთლიან კალორიულ ბალანსს და თქვენი ჯანმრთელობა ამისთვის მადლობას მოგახსენებთ.