წელს კობსა და თრუსოს ხეობაა უკვე 23 ადამიანი ეწვია და სამი სრული დღე გაატარა. ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტროფიმოვმა სააგენტო TASS-ს განუცხადა.
ტროფიმოვი თრუსოს ხეობას ოსების "მშობლიურ ადგილს“ უწოდებს და იმედოვნებს, რომ ოსების ვიზიტები ხშირი და რეგულარული გახდება.
"იმედი მაქვს, რომ ასეთი მოგზაურობები რეგულარული გახდება და ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ თრუსოელებს საშუალება ექნებათ, თავისუფლად ჩავიდნენ მშობლიურ ადგილებში,“ - აცხადებს რუსი დიპლომატი.
13 სექტემბერს ვლადიკავკაზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბაგირ მამიევმა TASS-ს განუცხადა, რომ ექვსი ოსური ოჯახისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა რიცხვიც 23 ადამიანს შეადგენდა, თრუსოს ხეობაში "სამშობლო მოინახულეს, ასევე, წინაპრების საფლავებსა და უძველეს სიწმინდეებს ეწვივნენ.“მამიევის თქმით, ეს რუსეთის ინტერესების განყოფილებასთან ორთვიანი შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი.
TASS წერს, რომ თრუსოს ხეობა "ტრადიციულად ძირითადად ოსებით იყო დასახლებული.“ განაგრძეთ კითხვა