პარტნიორები:
    ავტორი:

    3 ოქროს მედალი და ისტორიული შედეგი - ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია

    3 ოქროს მედალი და ისტორიული შედეგი -  ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია

    ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა. ის სამივე ოქროს მედლის მფლობელია.

    საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე 109+ კგ წონით კატეგორიაში ტალახაძემ ყველას აჯობა და ჯამში 473 კგ ასწია.

    ატაცში 220 კგ დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. მესამე ოქრო კი აკვრაში მიღწეული შედეგისთვის ერგო - 253 კგ.

    ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ქართული სპორტის ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა.

    რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, ლაშა ტალახაძე ვასილი ალექსეევის შემდეგ მეორე ძალოსანი გახდა, რომელიც ზედიზედ შვიდჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.