საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ლევანს რთველი ჰქონდა... და ეს ამბავი დატრიალდა. მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი" - რა დეტალები ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 33 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
"დღეს ლევანს რთველი ჰქონდა... და ეს ამბავი დატრიალდა. მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი" - რა დეტალები ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 33 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა დატ­რი­ალ­და კა­ხეთ­ში - გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯი­მით­ში. 33 წლის ლე­ვან შიშ­ნი­აშ­ვი­ლი მე­გო­ბარ­თან და თა­ნა­სოფ­ლელ ბი­ჭთან ერ­თად ფრინ­ველ­ზე სა­ნა­დი­როდ იყო წა­სუ­ლი, რა დრო­საც მის მე­გო­ბარს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტყვია გა­უ­ვარ­და, რო­მე­ლიც შიშ­ნი­აშ­ვილს თა­ვის არე­ში მოხ­ვდა და ბიჭი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პირი, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. ფაქტს თვითმხილ­ვე­ლიც ჰყავს, რო­მე­ლიც შე­ეს­წრო ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას და ისი­ნი უკვე და­კი­თხეს ძა­ლოვ­ნებ­მა.

"ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩვენს სო­ფელ­ში, გლო­ვობს ყვე­ლა. ჩვე­ნი ლე­ვა­ნი, ჩვე­ნი ობ­ლად გაზ­რდი­ლი ბიჭი უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. ლე­ვან შიშ­ნი­აშ­ვი­ლია გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა, 33 წლის იყო, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ იყო, ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი. ვი­საც ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და ის ბიჭი ლე­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, მისი სტუ­მა­რი იყო, მგო­ნი კას­პი­დან არის ის ბიჭი. ძმა­კა­ცობ­დნენ და დღეს დი­ლით წა­სუ­ლან ერ­თად სა­ნა­დი­როდ. მათ­თან ერ­თად ყო­ფი­ლა კი­დევ ერთი ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ახალ­გაზ­რდა. სამ­ნი იყ­ვნენ, სა­ვარ­გუ­ლებ­ში, მინ­დორ­ში დატ­რი­ალ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 8-ის ნა­ხე­ვა­რი­დან 8 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში. ლე­ვა­ნი ბავ­შვო­ბი­დან ნა­დი­რობ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ნა­დი­რო­ბა, ია­რა­ღიც ჰქონ­და და წა­სუ­ლან, გა­უ­ვარ­და ტყვია მე­გო­ბარს და და­ი­ღუ­პა ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა იყო, ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი. ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და და სამ­წუ­ხა­როდ ობ­ლის კვე­რი ვერ გა­მო­ცხვა. მამა გარ­და­ეც­ვა­ლათ ად­რე­ულ ასაკ­ში, დედა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­საა, ორი ძმე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ზარ­და დე­დამ. მე­ზობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით გავ­ზარ­დეთ ორი კარ­გი ბიჭი და ახლა ეს დაგ­ვა­ტყდა თავს. მისი ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ლე­ვა­ნი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი იყო, მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს სო­ფელ­ში, ვე­ნა­ხე­ბიც აქვს და ად­გილ­მა­მუ­ლე­ბი, სულ შრო­მობ­და. უბე­დუ­რე­ბა გვჭირს ჯი­მით­ში, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რომ მი­ვე­დი უკვე და­კი­თხვა­ზე ყავ­დათ ლე­ვან­თან ერ­თად მყო­ფე­ბი. რო­გორც მი­თხრეს, ის მე­გო­ბა­რი აღი­ა­რებს, რომ გა­უ­ვარ­და თოფი. ახლო მან­ძი­ლი­დან არის ტყვია მოხ­ვედ­რი­ლი და სა­უ­ბე­დუ­როდ ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
12

ნადირობის სეზონი გახსნილია და ნადირობა დანაშაული არ არის.. ჯგუფური ნადირობა კი რისკს ყოველთვის შეიცავს.. შეიძლება ძაანაც გამოცდილი იყო, მაგრამ უბედური შემთხვევისგან დაზღვევის გარანტია ეგ მაინც არაა.. როცა ზუსტად რა მოხდა, იქ მყოფების გარდა არავინ იცის, თავი შეიკავეთ განსჯისგან.. ეგერ რესტორანში სამი მეგობარი სვამდნენ, გამოვიდნენ, ერთი პოლიციელი იყო, იარაღი გაუვარდა და ორი კაცი იმსხვერპლა 1 გასროლით.. გამოძიებამ ეს ფაქტი უბედურ შემთხვევად ჩათვალა და გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით გაასამართლეს..

nn
8

ხოდა, შეეშვით ამ იარაღით თამაშს და ცხოველების ხოცვას. გამოვიდნენ რემბოები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დღეს ლევანს რთველი ჰქონდა... და ეს ამბავი დატრიალდა. მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი" - რა დეტალები ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 33 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

"დღეს ლევანს რთველი ჰქონდა... და ეს ამბავი დატრიალდა. მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი" - რა დეტალები ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 33 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა დატრიალდა კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში. 33 წლის ლევან შიშნიაშვილი მეგობართან და თანასოფლელ ბიჭთან ერთად ფრინველზე სანადიროდ იყო წასული, რა დროსაც მის მეგობარს მოულოდნელად ტყვია გაუვარდა, რომელიც შიშნიაშვილს თავის არეში მოხვდა და ბიჭი ადგილზე დაიღუპა. პოლიციამ უკვე დააკავა დანაშაულში მხილებული პირი, არსებული ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს. ფაქტს თვითმხილველიც ჰყავს, რომელიც შეესწრო ამ საშინელ ტრაგედიას და ისინი უკვე დაკითხეს ძალოვნებმა.

"ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელში, გლოვობს ყველა. ჩვენი ლევანი, ჩვენი ობლად გაზრდილი ბიჭი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ლევან შიშნიაშვილია გარდაცვლილი ახალგაზრდა, 33 წლის იყო, დაოჯახებული არ იყო, ძალიან მშრომელი ადამიანი. ვისაც იარაღი გაუვარდა ის ბიჭი ლევანის მეგობარი, მისი სტუმარი იყო, მგონი კასპიდან არის ის ბიჭი. ძმაკაცობდნენ და დღეს დილით წასულან ერთად სანადიროდ. მათთან ერთად ყოფილა კიდევ ერთი ჩვენი თანასოფლელი ახალგაზრდა. სამნი იყვნენ, სავარგულებში, მინდორში დატრიალდა ეს უბედურება. დაახლოებით 8-ის ნახევარიდან 8 საათამდე პერიოდში. ლევანი ბავშვობიდან ნადირობდა, ძალიან უყვარდა ნადირობა, იარაღიც ჰქონდა და წასულან, გაუვარდა ტყვია მეგობარს და დაიღუპა ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, ძვირფასი ადამიანი. ობლობაში გაიზარდა და სამწუხაროდ ობლის კვერი ვერ გამოცხვა. მამა გარდაეცვალათ ადრეულ ასაკში, დედა შეზღუდული შესაძლებლობისაა, ორი ძმები ნათესავების დახმარებით გაზარდა დედამ. მეზობლების, ნათესავების, ჩვენი დახმარებით გავზარდეთ ორი კარგი ბიჭი და ახლა ეს დაგვატყდა თავს. მისი ძმა დაოჯახებულია, ლევანი დასაოჯახებელი იყო, მეურნეობა აქვს სოფელში, ვენახებიც აქვს და ადგილმამულები, სულ შრომობდა. უბედურება გვჭირს ჯიმითში, ძალიან განვიცდით ამ ამბავს. შემთხვევის ადგილზე რომ მივედი უკვე დაკითხვაზე ყავდათ ლევანთან ერთად მყოფები. როგორც მითხრეს, ის მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი. ახლო მანძილიდან არის ტყვია მოხვედრილი და საუბედუროდ ადგილზე გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა