იტალიის საჰაერო ძალების MB-339 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩრდილოეთ ქალაქ ტურინის მახლობლად სავარჯიშო ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა, შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მძიმე დამწვრობა მიიღო დაღუპული ბავშვის 9 წლის ძმამ, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი, რომლითაც 5 წლის ბავშვი და მისი ოჯახი გადაადგილდებოდნენ, აეროპორტის პარალელურ გზაზე მოძრაობდა. ჰოსპიტალიზებული არიან ბავშვების მშობლებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.
საბრძოლო თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და გადარჩა.