ავტორი:

"ფეისბუქის" გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია... თუ ისეთი რამე დავწერე, რომ არ მოეწონათ, ჩემი შვილიშვილი მირეკავს და მეკაპასება, მაგრამ..." - რას ჰყვება 93 წლის ბლოგერი

"ფეისბუქის" გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია... თუ ისეთი რამე დავწერე, რომ არ მოეწონათ, ჩემი შვილიშვილი მირეკავს და მეკაპასება, მაგრამ..." - რას ჰყვება 93 წლის ბლოგერი

ვისაც სოციალურ ქსელთან აქტიური კავშირი აქვს, შეუძლებელია არ იცოდეს, ვინ არის ლამარა აბჟანდაძე. 93 წლის ბლოგერი მსოფლიოში, ალბათ, ერთ-ერთი უხუცესი ადამიანია, რომელსაც სოციალურ ქსელში რამდენიმე ათასი ფოლოუერი ჰყავს. მისი აზრი ყოველთვის საყურადღებოა როგორც საზოგადოებისთვის, ისე მედიისთვის. როგორი იყო ლამარა აბჟანდაძის ცხოვრება ბლოგერობამდე და როგორ შეიცვალა მას შემდეგ, ქალბატონ ლამარასთან ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მოგვიყევით თქვენზე, როგორი იყო ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები?

- დავიბადე 1930 წლის 10 ოქტომბერს. ბავშვობა თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო სიმონეთში გავატარე. ხომ იცით, 30-იან წლებში ყველა შიშში ცხოვრობდა, რეპრესიები იყო, ფაქტობრივად, ბავშვობა არც მქონია. მამა ტყიბულის რადიოში მუშაობდა და სულ რამდენიმე დღით გამოასწრო, მისი ყველა ამხანაგი დახვრიტეს. მერე დაიწყო ომი, ბავშვები და მოხუცები შიმშილით იხოცებოდნენ. დიდი გაჭირვება გამოვიარეთ. ცოტა ამოვისუნთქეთ, როცა ომი დამთავრდა. 1947 წელს სკოლა მედალზე დავამთავრე და უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩავირიცხე მათემატიკურ ფაკულტეტზე და მაშინდელ დროში გმირობა ჩავიდინე, იმ წელსვე დავტოვე კომკავშირი. ამის გამო ლექტორები ჩასაფრებული იყვნენ... უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სოფელში დავბრუნდი და სკოლაში დავიწყე მუშაობა. საბჭოთა პერიოდი ბავშვებმა გადამატანინეს, ისე ვუყვარდი ყველაც, ახლაც კი მეხმიანება ბევრი. დირექტორი მომცემდა ხოლმე რომელიმე ყრილობის გადაწყვეტილებას, რომელიც მოსწავლეებისთვის უნდა გამეცნო, მე კი ამოვდებდი ჟურნალის ქვემოთ და ბავშვებს არ ვუკითხავდი. 28 წელი ვიმუშავე სკოლაში, პენსიაზე გასვლამდე. შემდეგ ჩემს შვილებთან წამოვედი თბილისში, ვერ გავჩერდი სოფელში მარტო.

- იფიქრებდით, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა თქვენს პოსტებს და ასეთ პოპულარობას მოიპოვებდით?

- ნამდვილად არ ველოდი, ვწერდი გულწრფელად, რისიც მწამდა და მაღელვებდა. მკაცრ პოსტებსაც ვწერდი იმ თემებზე, რაც ძალიან მიუღებელი იყო ჩემთვის.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ბლოგერ ლამარა აბჟანდაძის შექმნის შემდეგ?

- ძალიან მსიამოვნებს, ქუჩაში რომ მცნობენ. დიდ სიყვარულს ვიღებ. რაც მთავარია, ოჯახს მოსწონს ჩემი ბლოგერობა, გვერდით მიდგანან და მეთანხმებიან. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს რომ გამოვექომაგე, ჩემს შვილიშვილებს განსაკუთრებით ეგ მოეწონათ. თუ ისეთი რამე დავწერე, რომ არ მოეწონათ, ჩემი შვილიშვილი გოგონა მირეკავს და მეკაპასება. ასეთ დროს პოსტს არ ვშლი, თუმცა კომენტარებს ვამატებ ხოლმე... განაგრძეთ კითხვა