მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიტვის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა 51 წლის მოციგურავეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პესკოვის ცოლის შოუში და არ დაგმო უკრაინის ომი
ლიტვის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა 51 წლის მოციგურავეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პესკოვის ცოლის შოუში და არ დაგმო უკრაინის ომი

ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ტა­ნას ნა­უ­სე­დამ ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, 51 წლის მო­ცი­გუ­რა­ვე მარ­გა­რი­ტა დრო­ბი­ა­ზკოს­თვის ლიტ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ.

დრო­ბი­ა­ზკოს­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ი­თხო­ვა. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მო­ცი­გუ­რა­ვემ არ დაგ­მო უკ­რა­ი­ნის ომი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ტა­ტი­ა­ნა ნავ­კას (დი­მიტ­რი პეს­კო­ვის მე­უღ­ლის) ყი­ნუ­ლის შო­უ­ში.

ივ­ლი­სის ბო­ლოს ლიტ­ვის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა აგნე ბი­ლო­ტა­ი­ტემ მი­მარ­თა ნა­უ­სე­დას დრო­ბი­ა­ზკოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ.

ლიტ­ვის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აღ­ნიშ­ნა, რომ დრო­ბი­ა­ზკო პი­რად და პრო­ფე­სი­ულ კავ­ში­რებს ინარ­ჩუ­ნებს მო­ცი­გუ­რა­ვეს­თან და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის მე­უღ­ლეს­თან, ტა­ტი­ა­ნა ნავ­კას­თან და სან­ქცი­რე­ბულ სხვა პი­რებ­თან, ასე­ვე ფლობს სა­კუთ­რე­ბას რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში.

გარ­და ამი­სა, დე­პარ­ტა­მენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ დრო­ბი­ა­ზკომ არ დაგ­მო უკ­რა­ი­ნის ომი და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნავ­კას ყი­ნუ­ლის შო­უ­ში "ხელს უწყობს რუ­სე­თის, რო­გორც დიდი ქვეყ­ნის იმი­ჯის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას“.

ერთი დღით ადრე დრო­ბი­ა­ზკომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა მი­მარ­თვა ლიტ­ვის პარ­ლა­მენ­ტი­სად­მი, რო­მელ­შიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნის ომს უწო­და "ტრა­გე­დია მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი­სა და ოჯა­ხის­თვის", მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უფ­ლე­ბა აქვს სა­ჯა­როდ არ გა­ახ­მო­ვა­ნოს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია, თუ "მას არ შე­უძ­ლია, არ სურს და არ არის მზად ამის გა­სა­კე­თებ­ლად..."

დრო­ბი­ა­ზკომ ლიტ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 1993 წელს, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით მი­ი­ღო - რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რის ნა­წი­ლი ლიტ­ვის სპორ­ტის­თვის და ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის.

51 წლის დრო­ბი­ა­ზკო ლიტ­ვის ცა­მეტგზის ჩემ­პი­ო­ნია, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ორგზის მე­და­ლო­სა­ნი და ყი­ნუ­ლის ცეკ­ვა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­და­ლო­სა­ნი.

მო­ცი­გუ­რა­ვე და­ი­ბა­და მოს­კოვ­ში, მაგ­რამ სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ პო­ვი­ლას ვა­ნა­გას­თან ერ­თად ლიტ­ვა­ში ას­პა­რე­ზობ­და. მას და დრო­ბი­ა­ზკოს 2022 წელს ჩა­მო­არ­თვეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი სოჭ­ში ნავ­კას შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

”ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ყი­ნუ­ლის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ეს წყვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპორ­ტსმე­ნე­ბი იყ­ვნენ. მაგ­რამ მათ წა­შა­ლეს თა­ვი­ან­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა ლიტ­ვის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, რის­თვი­საც 2000 წელს და­ა­ფა­სეს“, - თქვა მა­შინ ნა­უ­სე­დამ.

წელს ლიტ­ვის პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ლიტ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რის­თვის, თუ ის სა­ჯა­როდ გა­მო­ხა­ტავს მხარ­და­ჭე­რას სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის ლიტ­ვის ან მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვავა
0

გებელსი უყურებს დღევანდელ ევროპას და ამბობს, აბა ნიურბერგი რაზე მოგვიწყვეთო?

იიიოი
3

ლიტვა ნამეტანი "დემოკრატიული" ყოფილა და ადამიანების უფლებები ნამეტანი "დაცული" ყოფილა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლიტვის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა 51 წლის მოციგურავეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პესკოვის ცოლის შოუში და არ დაგმო უკრაინის ომი

ლიტვის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა 51 წლის მოციგურავეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პესკოვის ცოლის შოუში და არ დაგმო უკრაინის ომი

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერა განკარგულებას, 51 წლის მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოსთვის ლიტვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

დრობიაზკოსთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოციგურავემ არ დაგმო უკრაინის ომი და მონაწილეობა მიიღო ტატიანა ნავკას (დიმიტრი პესკოვის მეუღლის) ყინულის შოუში.

ივლისის ბოლოს ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ მიმართა ნაუსედას დრობიაზკოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ დრობიაზკო პირად და პროფესიულ კავშირებს ინარჩუნებს მოციგურავესთან და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მეუღლესთან, ტატიანა ნავკასთან და სანქცირებულ სხვა პირებთან, ასევე ფლობს საკუთრებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

გარდა ამისა, დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ დრობიაზკომ არ დაგმო უკრაინის ომი და მისი მონაწილეობა ნავკას ყინულის შოუში "ხელს უწყობს რუსეთის, როგორც დიდი ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციას“.

ერთი დღით ადრე დრობიაზკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა ლიტვის პარლამენტისადმი, რომელშიც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომს უწოდა "ტრაგედია მილიონობით ადამიანისა და ოჯახისთვის", მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფლება აქვს საჯაროდ არ გაახმოვანოს თავისი პოლიტიკური პოზიცია, თუ "მას არ შეუძლია, არ სურს და არ არის მზად ამის გასაკეთებლად..."

დრობიაზკომ ლიტვის მოქალაქეობა 1993 წელს, გამონაკლისის სახით მიიღო - როგორც სპეციალური პროცედურის ნაწილი ლიტვის სპორტისთვის და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.

51 წლის დრობიაზკო ლიტვის ცამეტგზის ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონატის ორგზის მედალოსანი და ყინულის ცეკვაში მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი.

მოციგურავე დაიბადა მოსკოვში, მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ პოვილას ვანაგასთან ერთად ლიტვაში ასპარეზობდა. მას და დრობიაზკოს 2022 წელს ჩამოართვეს სახელმწიფო ჯილდოები სოჭში ნავკას შოუში მონაწილეობისთვის.

”ეჭვი არ მეპარება, რომ ყინულის მოცეკვავეების ეს წყვილი შესანიშნავი სპორტსმენები იყვნენ. მაგრამ მათ წაშალეს თავიანთი დამსახურება ლიტვის სახელმწიფოსთვის, რისთვისაც 2000 წელს დააფასეს“, - თქვა მაშინ ნაუსედამ.

წელს ლიტვის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ლიტვის მოქალაქეობის ჩამორთმევა შესაძლებელია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირისთვის, თუ ის საჯაროდ გამოხატავს მხარდაჭერას სახელმწიფოს მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის ლიტვის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებს.