მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის - ლიბიაში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან
დაპირისპირება მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის - ლიბიაში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან

ლი­ბი­ა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბა­სა ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა იზ­რდე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, შა­ბათს, ქა­რიშ­ხალ "და­ნი­ე­ლის“ მო­ახ­ლო­ე­ბის დროს, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მათ სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დეს და ქა­ლა­ქის ევა­კუ­ა­ცია არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. გარ­და ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბა არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ორი კაშხლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ - რო­გორც ჩანს, 2011 წლის შემ­დეგ, ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე კაშხლის ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

აღ­მო­სავ­ლეთ ლი­ბი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო. ბენ­ღა­ზის მთავ­რო­ბის სპი­კერ­მა, ოტ­მან აბ­დულ ჯა­ლილ­მა, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

"ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფამ­დე 3-4 დღით ადრე გა­ვე­ცით“ - თქვა მან და და­ა­მა­ტა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა საფრ­თხე სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ი­ღო და სახ­ლში დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დერ­ნა­ში დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ჯერ კი­დევ არ ჩა­სუ­ლან. სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს ის ფაქ­ტი, რომ წყალ­დი­დო­ბამ გა­ა­ნად­გუ­რა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­გო­რი­ცაა გზე­ბი და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 6 000-დან 11 300-მდე მერ­ყე­ობს. დერ­ნას მე­რის გან­ცხა­დე­ბით, რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა 20 000- მდე გა­ი­ზარ­დოს.

სამართალი
9

განუვითარებილი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

დაპირისპირება მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის - ლიბიაში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან

დაპირისპირება მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის - ლიბიაში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან

ლიბიაში, მოსახლეობასა ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაძაბულობა იზრდება.

ადგილობრივების თქმით, შაბათს, ქარიშხალ "დანიელის“ მოახლოების დროს, ოფიციალურმა პირებმა მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს და ქალაქის ევაკუაცია არ განახორციელეს. გარდა ამისა, მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული ორი კაშხლის მდგომარეობის შესახებ - როგორც ჩანს, 2011 წლის შემდეგ, ქალაქთან ახლოს მდებარე კაშხლის ტექნიკური სამუშაოები არ განხორციელებულა.

აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ ბრალდებები უარყო. ბენღაზის მთავრობის სპიკერმა, ოტმან აბდულ ჯალილმა, BBC-ს განუცხადა, რომ ჯარისკაცები მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

"ევაკუაციის ბრძანება კატასტროფამდე 3-4 დღით ადრე გავეცით“ - თქვა მან და დაამატა, რომ მოსახლეობის ნაწილმა საფრთხე სერიოზულად არ მიიღო და სახლში დარჩენა გადაწყვიტა.

BBC-ის ინფორმაციით, დერნაში დახმარების სააგენტოები ჯერ კიდევ არ ჩასულან. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ წყალდიდობამ გაანადგურა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა გზები და სატელეკომუნიკაციო სისტემები.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 6 000-დან 11 300-მდე მერყეობს. დერნას მერის განცხადებით, რაოდენობა შესაძლოა 20 000- მდე გაიზარდოს.