პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ჰალკი ქორწინდება - ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული?
ქართველი ჰალკი ქორწინდება - ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული?

ქარ­თვე­ლებს ჩვე­ნი ჰალ­კი გვყავს - დიდი, კე­თი­ლი და მხი­ა­რუ­ლი მკლავ­ჭი­დე­ლი. ცოტა ხნის წინ მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა - და­ი­ნიშ­ნა. რო­გორ გან­ვი­თარ­და ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რა, ვინ არის მისი რჩე­უ­ლი და რო­დის გეგ­მავს ქორ­წილს, ამა­ზე სპორ­ტსმენ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა, გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს სტა­ტი­ი­დან:

- თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ვარ, წარ­მო­შო­ბით კი სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ნი­ნოწ­მინ­დი­დან.

- ჰალ­კი ვინ და­გარ­ქვათ?

- ვარ­ჯი­ში რომ და­ვი­წყე, მა­ლე­ვე შე­მარ­ქვეს, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად მეზ­რდე­ბო­და ხე­ლე­ბი, კუნ­თე­ბი... ზუს­ტად ვინ და­მი­ძა­ხა პირ­ვე­ლად, არ მახ­სოვს, მაგ­რამ სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში რომ იყო ეს, 2010 წელს, კარ­გად მახ­სოვს.

- დიდი ბავ­შვი იყა­ვით?

- არა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მა­ღა­ლიც კი არ ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა მტე­ვა­ნი და მაჯა ყო­ველ­თვის მსხვი­ლი მქონ­და. 15-16 წლის ასაკ­ში 1,93 სან­ტი­მეტ­რამ­დე გა­ვი­ზარ­დე, თუმ­ცა გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი, 80 კი­ლოგ­რა­მამ­დე. 19 წლი­სამ და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში, მას შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად 5-10 კი­ლოგ­რამს ვი­მა­ტებ­დი და ახლა 173 კი­ლოგ­რამს ვი­წო­ნი. ფეხი 48,5 ზომა მაქვს. ტან­საც­მლის ყიდ­ვა დიდი პრობ­ლე­მაა. სად­მე თუ გა­და­ვა­წყდე­ბი ჩემს ზო­მას, მა­შინ­ვე ვყი­დუ­ლობ. არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს. სხვა­თა შო­რის, ევ­რო­პა­შიც არაა ჩემი ზო­მის სა­მო­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში რა ინ­ტე­რე­სე­ბი გქონ­დათ?

- სპორ­ტი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ფეხ­ბურ­თი და ავ­ტოს­პორ­ტი. ერთხანს ფეხ­ბურ­თსაც ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს მკლავ­ჭიდ­ში აღ­მოვ­ჩნდი. კორ­პუს­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, ფიტ­ნეს­დარ­ბა­ზი გა­იხ­სნა. იქ გა­ვი­ცა­ნი მკლავ­ჭი­დე­ლი და მკლავ­ჭი­დის მწვრთნე­ლი ლადო ხუ­ციშ­ვი­ლი. და­მი­ნა­ხა თუ არა, მა­შინ­ვე მი­თხრა, თუ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში და­ი­წყებ ვარ­ჯიშს, 5 წე­ლი­წად­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­დე­ბიო. ლა­დოს დახ­მა­რე­ბით გა­დავ­დგი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი - მი­მიყ­ვა­ნა ნაკ­რე­ბის დარ­ბაზ­ში, და­მა­წყე­ბი­ნა ვარ­ჯი­ში, რომ იტყვი­ან, გზა­ზე და­მა­ყე­ნა. ეს 2009 წელს მოხ­და და 5 წე­ლი­წად­ში მარ­თლაც გავ­ხდი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი.

- ბეჭ­დის­თვის თითი 28 ზომა მაქ­ვსო, თქვით, და­ო­ჯა­ხე­ბას გეგ­მავთ?

- კი, ახ­ლა­ხან და­ვი­ნიშ­ნე. ჩემი რჩე­უ­ლი ლელა ჯა­მას­პიშ­ვი­ლია. ჰოდა, ჩემი ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დის გამო ცუდ დღე­ში აღ­მოჩ­ნდნენ ლე­ლას მშობ­ლე­ბი. რაც ოქრო აქვთ ოჯახ­ში, სულ უნდა გა­და­ად­ნონ, რომ ჩემ­თვის ბე­ჭე­დი და­ამ­ზა­დე­ბი­ნონ. ლელა 32 წლი­საა, რუს­თა­ვე­ლია. ერ­თმა­ნეთს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ვიც­ნობ­დით. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

-

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
0

კარგო ადამიანო გისურვებ ბედნიერებას და წარმატებებს

ვახტანგი -71
2

ლევანს!

ჯიგარი ხარ!

გისურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და სპორტულ სარბიელზე!

პ.ს. ამდენი კაი ხანია არ მიცინია „ამბობენ, ვახ ჩემიო...“

ძალიან მაგარია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ქართველი ჰალკი ქორწინდება - ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული?

ქართველი ჰალკი ქორწინდება - ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული?

ქართველებს ჩვენი ჰალკი გვყავს - დიდი, კეთილი და მხიარული მკლავჭიდელი. ცოტა ხნის წინ მან მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა - დაინიშნა. როგორ განვითარდა ლევან საგინაშვილის კარიერა, ვინ არის მისი რჩეული და როდის გეგმავს ქორწილს, ამაზე სპორტსმენმა ექსკლუზიურად "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა, გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიიდან:

- თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, წარმოშობით კი საგარეჯოს რაიონის, სოფელ ნინოწმინდიდან.

- ჰალკი ვინ დაგარქვათ?

- ვარჯიში რომ დავიწყე, მალევე შემარქვეს, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მეზრდებოდა ხელები, კუნთები... ზუსტად ვინ დამიძახა პირველად, არ მახსოვს, მაგრამ სავარჯიშო დარბაზში რომ იყო ეს, 2010 წელს, კარგად მახსოვს.

- დიდი ბავშვი იყავით?

- არა. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მაღალიც კი არ ვყოფილვარ, თუმცა მტევანი და მაჯა ყოველთვის მსხვილი მქონდა. 15-16 წლის ასაკში 1,93 სანტიმეტრამდე გავიზარდე, თუმცა გამხდარი ვიყავი, 80 კილოგრამამდე. 19 წლისამ დავიწყე ვარჯიში, მას შემდეგ ყოველწლიურად 5-10 კილოგრამს ვიმატებდი და ახლა 173 კილოგრამს ვიწონი. ფეხი 48,5 ზომა მაქვს. ტანსაცმლის ყიდვა დიდი პრობლემაა. სადმე თუ გადავაწყდები ჩემს ზომას, მაშინვე ვყიდულობ. არჩევის საშუალება არ მაქვს. სხვათა შორის, ევროპაშიც არაა ჩემი ზომის სამოსი.

- ბავშვობაში რა ინტერესები გქონდათ?

- სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა, თითქმის ყველა სახეობა მაინტერესებდა, განსაკუთრებით ფეხბურთი და ავტოსპორტი. ერთხანს ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მაგრამ ბოლოს მკლავჭიდში აღმოვჩნდი. კორპუსში, სადაც ვცხოვრობდი, ფიტნესდარბაზი გაიხსნა. იქ გავიცანი მკლავჭიდელი და მკლავჭიდის მწვრთნელი ლადო ხუციშვილი. დამინახა თუ არა, მაშინვე მითხრა, თუ სპორტის ამ სახეობაში დაიწყებ ვარჯიშს, 5 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გახდებიო. ლადოს დახმარებით გადავდგი პირველი ნაბიჯები - მიმიყვანა ნაკრების დარბაზში, დამაწყებინა ვარჯიში, რომ იტყვიან, გზაზე დამაყენა. ეს 2009 წელს მოხდა და 5 წელიწადში მართლაც გავხდი მსოფლიო ჩემპიონი.

- ბეჭდისთვის თითი 28 ზომა მაქვსო, თქვით, დაოჯახებას გეგმავთ?

- კი, ახლახან დავინიშნე. ჩემი რჩეული ლელა ჯამასპიშვილია. ჰოდა, ჩემი ნიშნობის ბეჭდის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ლელას მშობლები. რაც ოქრო აქვთ ოჯახში, სულ უნდა გადაადნონ, რომ ჩემთვის ბეჭედი დაამზადებინონ. ლელა 32 წლისაა, რუსთაველია. ერთმანეთს უნივერსიტეტიდან ვიცნობდით. გააგრძელეთ კითხვა

-