რამდენიმე თვის წინ ჯეიმს მარტინის შესახებ უამრავმა ადამიანმა გაიგო. ჯეიმსს დაუნის სინდრომი აქვს, ძალიან აქტიური ადამიანია, მუშაობს მიმტანად და პარალელურად, მსახიობია. ერთ-ერთ ფილმში კი, რომელმაც 2023 წელს "ოსკარის" ჯილდო დაიმსახურა, მარტინმა მთავარი როლი შეასრულა და უამრავ ადამიანს შთაგონება მისცა. დღეს ამ საოცარი ბიჭის შესახებ მოგიყვებით:
ჯეიმს მარტინი 1992 წლის 12 მარტს, ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიბადა. ბიჭს დაუნის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. მამას, სპორტულ ჟურნალისტ ივან მარტინს, კი ექიმებმა უთხრეს, რომ ჯეიმსი ლაპარაკს ვერ ისწავლიდა. საბედნიეროდ, ისინი შეცდნენ...
ჯეიმსმა მსახიობობა ბავშვობიდან დაიწყო. იგი დადიოდა თეატრალურ წრეზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სამსახიობო შესრულებას ასწავლიდნენ. მარტინის თქმით, მას საოცარი მასწავლებელი ჰყავდა, რომელიც ძალიან დიდი მოტივაციას აძლევდა და სიკეთის ძალაში არწმუნებდა. "სხვადასხვა შოუში ვიღებდით მონაწილეობას და ყოველი წუთი მსიამოვნებდა." - იხსენებს მსახიობი. გააგრძელეთ კითხვა