საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი მექსიკური ნარკოკარტელის "დედოფალი" თავისუფალია - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიმინალის, ელ პაჩოს ცოლის აღზევება და დაცემა
ცნობილი მექსიკური ნარკოკარტელის "დედოფალი" თავისუფალია - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიმინალის, ელ პაჩოს ცოლის აღზევება და დაცემა

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ემა კო­რო­ნელ აის­პუ­რო, მექ­სი­კე­ლი ნარ­კო­ბა­რო­ნის ხო­ა­კინ არ­ჩი­ვალ­დო გუს­მან ლო­ე­რას, იგი­ვე ელ ჩა­პოს ("ქონ­და­რა") ცოლი, რო­მელ­საც ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ კრი­მი­ნალს უწო­დე­ბენ.

აის­პუ­რომ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. ქალი ნარ­კოტ­რა­ფი­კის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლი შე­უც­ვა­ლეს. ემას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ უკვე და­ა­დას­ტუ­რა.

ივ­ნის­ში, 34 წლის ქალი ფე­დე­რა­ლუ­რი ცი­ხი­დან კა­ლი­ფორ­ნი­ის დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სახ­ლი­დან გა­ვი­და და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ­ჟა­მად უც­ნო­ბია.

აის­პუ­როს ქმა­რი, ნარ­კო­მა­ნი ელ ჩაპო გუს­მა­ნი, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას იხ­დის აშშ-ში, კო­ლო­რა­დოს ცი­ხე­ში. აგ­ვის­ტო­ში მან სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­დაც ითხოვ­და, რომ მის მე­უღ­ლე­სა და ორ ქა­ლიშ­ვილს ნება მი­ე­ცეთ ცი­ხე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლონ.

66 წლის გუზ­მა­ნი 2019 წელს დამ­ნა­შა­ვედ ცნეს სი­ნა­ლო­ას კარ­ტე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში. ელ ჩაპო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­დას ეწე­ო­და, მას ასე­ვე ბრა­ლი დას­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში.

  • ელ ჩა­პოს მე­უღ­ლის აღ­ზე­ვე­ბა და და­ცე­მა

აშშ-ს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის შე­ფა­სე­ბით, მექ­სი­კა­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Sinaloa-მ 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 1000 ტო­ნა­ზე მეტი კო­კა­ი­ნი, მა­რი­ხუ­ა­ნა, მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი და ჰე­რო­ი­ნი შე­ი­ტა­ნა.

თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, კარ­ტელ­მა გა­ი­ტა­ცა, აწა­მა და მოკ­ლა კონ­კუ­რენ­ტი ბან­დე­ბის წევ­რე­ბი.

სი­ნა­ლო­ას კარ­ტელ­მა ასე­ვე მო­ის­ყი­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სებს მექ­სი­კა­ში და მთელ ცენ­ტრა­ლურ ამე­რი­კა­ში, რათა თვა­ლი და­ე­ხუ­ჭათ კონ­ტრა­ბან­და­ზე და გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნათ კარ­ტე­ლი მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რე­ი­დე­ბის შე­სა­ხებ.

ემა კო­რო­ნელ აის­პუ­რომ გუს­მა­ნი 17 წლის ასაკ­ში გა­იც­ნო, რო­დე­საც ქალი სილ­მა­ზის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლებ­და. მისი მამა, ინეს კო­რო­ნე­ლი ასე­ვე Sinaloa-ს კარ­ტე­ლის მა­ღა­ლი რან­გის წევ­რი გახ­ლდა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მექ­სი­კა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­დის გამო 10-წლი­ან სას­ჯელს იხ­დის.

გუს­მა­ნი იმ დრო­ის­თვის ჩრდი­ლო­ეთ მექ­სი­კა­ში კარ­ტელს მა­თავ­და. რო­დე­საც ემას მა­მას­თან და­მე­გობ­რდა, ქალი იმ დრო­სით­ვის 18 წლის იყო. ამ დრომ­დე უც­ნო­ბია მათი ქორ­წი­ნე­ბია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია თუ არა მექ­სი­კა­ში.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და მექ­სი­კის მო­ქა­ლა­ქე აის­პუ­რო 2011 წელს გა­ემ­გზავ­რა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სა­დაც ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ბავ­შვე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად მი­ი­ღე­ბედ­ნენ აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას.

2014 წელს გუს­მა­ნი 13-წლი­ა­ნი მი­მალ­ვის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს და მექ­სი­კა­ში, ალ­ტიპ­ლა­ნოს მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ცი­ხე­ში გაგ­ზავ­ნეს.

და­კა­ვე­ბი­დან 17 თვე­ში ელ ჩაპო ცი­ხი­დან გა­იქ­ცა. სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის გა­თხრი­ლი გვი­რა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომლშიც გა­ნა­თე­ბა და ვენ­ტი­ლა­ცი­აც კი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. გვი­რაბ­მა ნარ­კო­ბა­რო­ნი ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­წყობ­ში მი­იყ­ვა­ნა. რის შემ­დე­გაც ექ­ვსი თვე მი­მალ­ვა­ში გა­ა­ტა­რა. 2016 წლის იან­ვარ­ში გუს­მა­ნი კვლავ და­ა­კა­ვეს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რო­რე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ემა აის­პუ­რომ მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა მისი მე­უღ­ლის გაქ­ცე­ვა­ში. პრო­კუ­რო­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ნარ­კო­ბა­რო­ნის ცოლი მე­უღ­ლის ბრძა­ნე­ბებს გა­დას­ცემ­და მისი კარ­ტე­ლის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს.

და­კა­ვე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ ელ ჩაპო შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სა­ბო­ლო­ოდ ნიუ-იორკში გა­ა­სა­მარ­თლეს.

აის­პუ­რო ყვე­ლა პრო­ცეს­ზე მი­დი­ო­და ბრუკ­ლი­ნის სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში. ქალი უნაკ­ლოდ ჩაც­მუ­ლი და იდე­ა­ლუ­რად მოვ­ლი­ლი გახ­ლდათ. დარ­ბაზ­ში ჯდო­მი­სას იღი­მო­და და მე­უღ­ლეს კოც­ნას უგ­ზავ­ნი­და.

New York Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აის­პუ­რომ თქვა, რომ ის არ იც­ნობს ქმარს, რო­გორც სას­ტიკ ადა­მი­ანს, სა­მა­გი­ე­როდ და­ა­ხა­სი­ა­თა, რო­გორც "კარ­გი მამა, მე­გო­ბა­რი, ძმა, შვი­ლი და პარტნი­ო­რი".

რო­დე­საც გუს­მა­ნი 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, წყვილ­მა ერ­თმა­ნეთს ზე­ვით აწე­უ­ლი მუშ­ტე­ბი აჩ­ვე­ნა, რას ჟეს­ტე­ბის ენა­ზე ნიშ­ნავს "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა“.

ამის შემ­დეგ, აის­პუ­რო თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩა, ვიდ­რე 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში ვა­შინგტო­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე და­ლე­სის აე­რო­პორ­ტში არ და­ა­პა­ტიმ­რეს.

პრო­კუ­რო­რებ­მა თქმით, მან კარ­გად იცო­და მე­უღ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი და "ეს­მო­და სი­ნა­ლო­ას კარ­ტე­ლის ნარ­კოტ­რე­ფი­კინ­გის საქ­მი­ა­ნო­ბის მას­შტა­ბე­ბი“.

ამავდრო­უ­ლად, ბრალ­დე­ბი­სა მხა­რემ და დაც­ვის მხა­რემ აღ­ნიშ­ნეს, რომ აის­პუ­რო არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­ნა­ლო­ას კარ­ტე­ლის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

"ბრალ­დე­ბუ­ლის რე­ა­ლუ­რი როლი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო“, - თქვა პრო­კუ­რორ­მა ენ­ტო­ნი ნარ­დო­ციმ.

ქალ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღი­ა­რა. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას აის­პუ­რომ ბავ­შვე­ბის გუ­ლის­თვის ლმო­ბი­ე­რე­ბა ითხო­ვა. "გთხოვთ, არ და­უშ­ვათ, რომ დე­დის გა­რე­შე გა­ი­ზარ­დონ“, - უთხრა მან მო­სა­მარ­თლეს.

სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლომ ემას სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, მაგ­რამ შემ­დგომ­ში ვადა შე­უმ­ცირ­და, რის შე­დე­გა­დაც 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლია, მაგ­რამ თუ ვიმ­სჯე­ლებთ იმით, რომ მის­მა ქმარ­მა ცო­ლის ნახ­ვის ნე­ბარ­თვა ითხო­ვა, შე­საძ­ლოა ის სწო­რედ კო­ლო­რა­დო­ში გა­ემ­გზავ­როს ელ ჩა­პოს სა­ნა­ხა­ვად.

წე­რილ­ში გუს­მა­ნი წერს, რომ მათი 12 წლის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი "მექ­სი­კა­ში სწავ­ლო­ბენ და მხო­ლოდ არ­და­დე­გე­ბის დროს შე­უძ­ლი­ათ მა­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, მაქ­სი­მუმ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ან სამ­ჯერ“.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანხელინააა!
2

..ოოოხ, პაბლიტოოოო.! ! !

ცისფერი მთები
6

ვის რაში ანტერესებს ეს საქართველოში, ამაზე მეტი საფიქრალი გამოგველია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ცნობილი მექსიკური ნარკოკარტელის "დედოფალი" თავისუფალია - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიმინალის, ელ პაჩოს ცოლის აღზევება და დაცემა

ცნობილი მექსიკური ნარკოკარტელის "დედოფალი" თავისუფალია - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიმინალის, ელ პაჩოს ცოლის აღზევება და დაცემა

შეერთებულ შტატებში ციხიდან გაათავისუფლეს ემა კორონელ აისპურო, მექსიკელი ნარკობარონის ხოაკინ არჩივალდო გუსმან ლოერას, იგივე ელ ჩაპოს ("ქონდარა") ცოლი, რომელსაც ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრიმინალს უწოდებენ.

აისპურომ დანაშაული აღიარა. ქალი ნარკოტრაფიკის ბრალდებით დააკავეს და 2021 წლის ნოემბერში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი შეუცვალეს. ემას გათავისუფლება ფედერალურმა ბიურომ უკვე დაადასტურა.

ივნისში, 34 წლის ქალი ფედერალური ციხიდან კალიფორნიის დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს, სადაც ის ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ის სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.

აისპუროს ქმარი, ნარკომანი ელ ჩაპო გუსმანი, სამუდამო პატიმრობას იხდის აშშ-ში, კოლორადოს ციხეში. აგვისტოში მან საკუთარი ხელით დაწერილი წერილი გაუგზავნა ხელისუფლებას, სადაც ითხოვდა, რომ მის მეუღლესა და ორ ქალიშვილს ნება მიეცეთ ციხეში მოინახულონ.

66 წლის გუზმანი 2019 წელს დამნაშავედ ცნეს სინალოას კარტელის ხელმძღვანელობაში. ელ ჩაპო წლების განმავლობაში ნარკოტიკების კონტრაბანდას ეწეოდა, მას ასევე ბრალი დასდეს ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში.

  • ელ ჩაპოს მეუღლის აღზევება და დაცემა

აშშ-ს სამართალდამცავების შეფასებით, მექსიკაში დაფუძნებულმა ტრანსნაციონალურმა კრიმინალურმა ორგანიზაციამ Sinaloa-მ 25 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში 1000 ტონაზე მეტი კოკაინი, მარიხუანა, მეტამფეტამინი და ჰეროინი შეიტანა.

თავისი ძალაუფლების გასამყარებლად, კარტელმა გაიტაცა, აწამა და მოკლა კონკურენტი ბანდების წევრები.

სინალოას კარტელმა ასევე მოისყიდა პოლიციელები და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს მექსიკაში და მთელ ცენტრალურ ამერიკაში, რათა თვალი დაეხუჭათ კონტრაბანდაზე და გაეფრთხილებინათ კარტელი მოახლოებული რეიდების შესახებ.

ემა კორონელ აისპურომ გუსმანი 17 წლის ასაკში გაიცნო, როდესაც ქალი სილმაზის კონკურსში მონაწილებდა. მისი მამა, ინეს კორონელი ასევე Sinaloa-ს კარტელის მაღალი რანგის წევრი გახლდა, რომელიც ამჟამად მექსიკაში ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო 10-წლიან სასჯელს იხდის.

გუსმანი იმ დროისთვის ჩრდილოეთ მექსიკაში კარტელს მათავდა. როდესაც ემას მამასთან დამეგობრდა, ქალი იმ დროსითვის 18 წლის იყო. ამ დრომდე უცნობია მათი ქორწინებია რეგისტრირებულია თუ არა მექსიკაში.

შეერთებული შტატებისა და მექსიკის მოქალაქე აისპურო 2011 წელს გაემგზავრა კალიფორნიაში, სადაც ტყუპი ქალიშვილი შეეძინა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ბავშვები ავტომატურად მიიღებედნენ აშშ-ს მოქალაქეობას.

2014 წელს გუსმანი 13-წლიანი მიმალვის შემდეგ დააკავეს და მექსიკაში, ალტიპლანოს მაღალი უსაფრთხოების ციხეში გაგზავნეს.

დაკავებიდან 17 თვეში ელ ჩაპო ციხიდან გაიქცა. სპეციალურად მისთვის გათხრილი გვირაბის გამოყენებით, რომლშიც განათება და ვენტილაციაც კი იყო დამონტაჟებული. გვირაბმა ნარკობარონი ახლომდებარე საწყობში მიიყვანა. რის შემდეგაც ექვსი თვე მიმალვაში გაატარა. 2016 წლის იანვარში გუსმანი კვლავ დააკავეს.

სასამართლო პროცესზე პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ემა აისპურომ მთავარი როლი ითამაშა მისი მეუღლის გაქცევაში. პროკურორები ამბობდნენ, რომ ნარკობარონის ცოლი მეუღლის ბრძანებებს გადასცემდა მისი კარტელის მაღალჩინოსნებს.

დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ ელ ჩაპო შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს და საბოლოოდ ნიუ-იორკში გაასამართლეს.

აისპურო ყველა პროცესზე მიდიოდა ბრუკლინის სასამართლო დარბაზში. ქალი უნაკლოდ ჩაცმული და იდეალურად მოვლილი გახლდათ. დარბაზში ჯდომისას იღიმოდა და მეუღლეს კოცნას უგზავნიდა.

New York Times-თან ინტერვიუში აისპურომ თქვა, რომ ის არ იცნობს ქმარს, როგორც სასტიკ ადამიანს, სამაგიეროდ დაახასიათა, როგორც "კარგი მამა, მეგობარი, ძმა, შვილი და პარტნიორი".

როდესაც გუსმანი 2019 წლის თებერვალში დამნაშავედ ცნეს, წყვილმა ერთმანეთს ზევით აწეული მუშტები აჩვენა, რას ჟესტების ენაზე ნიშნავს "ყველაფერი კარგადაა“.

ამის შემდეგ, აისპურო თითქმის ორი წლის განმავლობაში თავისუფლებაში დარჩა, ვიდრე 2021 წლის თებერვალში ვაშინგტონის მახლობლად მდებარე დალესის აეროპორტში არ დააპატიმრეს.

პროკურორებმა თქმით, მან კარგად იცოდა მეუღლის დანაშაულებრივი ქმედებები და "ესმოდა სინალოას კარტელის ნარკოტრეფიკინგის საქმიანობის მასშტაბები“.

ამავდროულად, ბრალდებისა მხარემ და დაცვის მხარემ აღნიშნეს, რომ აისპურო არ მონაწილეობდა სინალოას კარტელის ძირითად საქმიანობაში.

"ბრალდებულის რეალური როლი მინიმალური იყო“, - თქვა პროკურორმა ენტონი ნარდოციმ.

ქალმა ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში მონაწილეობა აღიარა. განაჩენის გამოტანისას აისპურომ ბავშვების გულისთვის ლმობიერება ითხოვა. "გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ დედის გარეშე გაიზარდონ“, - უთხრა მან მოსამართლეს.

საბოლოოდ სასამართლომ ემას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ შემდგომში ვადა შეუმცირდა, რის შედეგადაც 2023 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.

მისი სამომავლო გეგმები გაურკვეველია, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ მისმა ქმარმა ცოლის ნახვის ნებართვა ითხოვა, შესაძლოა ის სწორედ კოლორადოში გაემგზავროს ელ ჩაპოს სანახავად.

წერილში გუსმანი წერს, რომ მათი 12 წლის ქალიშვილები "მექსიკაში სწავლობენ და მხოლოდ არდადეგების დროს შეუძლიათ მამის მონახულება, მაქსიმუმ წელიწადში ორჯერ ან სამჯერ“.

წყარო