პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფარცხალაძე პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია... მისი დასანქცირება პრემიერის პირდაპირი გაფრთხილებაა" - თინა ხიდაშელი
"ფარცხალაძე პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია... მისი დასანქცირება პრემიერის პირდაპირი გაფრთხილებაა" - თინა ხიდაშელი

აშშ-ს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­სან­ქცი­რე­ბა მე უფრო ვი­ტყო­დი, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის იყო პირ­და­პი­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ძმა­კა­ცია და რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ცალ­სა­ხად და უსი­ტყვოდ, მაგ­რამ ის არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პირ­და­პი­რი ძმა­კა­ცი, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ხი­და­შე­ლის თქმით, ამ სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფორ­მა­ლუ­რად და­ი­წყებს მოკ­ვლე­ვას.

"ერ­თგვა­რად ბე­დის ირო­ნი­აა, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სულ 37 დღე გაძ­ლო მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე, მას შემ­დეგ, რაც სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­მო­ვი­და და გა­და­წყვი­ტა, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­კა­ვე­ბი­ნა, ასე­ვე ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის გარ­შე­მო არ­სე­ბობ­და და არა­ვინ იცო­და, სწრა­ფად ამო­ტივ­ტივ­და, შე­სა­ბა­მი­სად თა­ნამ­დე­ბის და­ტო­ვე­ბაც ასე­ვე სწრა­ფად მო­უ­წია. ბო­ლოს აი, ასე ამ­თავ­რებს, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ხელ­დე­ბუ­ლი „ეფეს­ბეს“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ფორ­სი­რე­ბის­თვის მოვ­ლე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ არის ეს ჩემ­თვის არც უც­ნა­უ­რი, არც გა­საკ­ვი­რი, იმი­ტომ, რომ ის, რაც მისი და­ნიშ­ვნის დროს არა­ვინ იცო­და, სულ რა­ღაც ერთ თვე­ში ბევ­რი რამ ისე გა­ირ­კვა, რომ ბო­ლოს აქამ­დე თუ მი­ვი­დო­და საქ­მე, დი­დად, ალ­ბათ, არც უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს. მე არ მაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი და ქმე­დი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს და­ა­ყე­ნებს, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ფორ­მა­ლუ­რად და­ი­წყე­ბენ ამ სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვას. ამის გან­ცდას მი­ტო­ვებს ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უკვე მო­ვის­მი­ნეთ, რომ 10 წე­ლია ფარ­ცხა­ლა­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არა­ნა­ირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში აღარ არის ანუ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მას­ზე მო­იხ­სნა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

ხი­და­შე­ლია თქმით, მთა­ვა­რია, რა პა­სუ­ხი აქვს ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის „ეფეს­ბეს­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც „და­კა­ვე­ბუ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის, ამ ქვეყ­ნის პა­ტი­ო­სა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვალ­თვა­ლით, მი­ყუ­რა­დე­ბით და დევ­ნით“.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, ოთარ-ფარ­ცხა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სი ავ­რცე­ლებს. მათი ცნო­ბით, ახა­ლი სა­სან­ქციო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში სან­ქცი­ე­ბი კი­დევ 24 ინ­დი­ვიდ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, რო­მელ­თა შო­რის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეც არის. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა, ქარ­თველ-რუს ოლი­გარ­ქად მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი (“ეფეს­ბე”) მუ­შა­ობ­და, რათა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეჰ
4

მოკლედ, ამერიკელებს თინას მენტალიტეტი ჰქონიათ, ისე, საიდან იციან ვინ ვისი ახლობელია, თუ აქაურ მტრებს არ ჩააქვთ ამბები! ვაი ამათ პატრონს, რა მცირე ტვინები აქვთ.

შეშფოთებული
3

ფარცხალაძის შვილიშვილი მონათლა ბერამ, ბერა კი თამრიკო ჭოხონელიძემ. რა ვუყოთ თამრიკოს, უნდა დავასანქციროთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ფარცხალაძე პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია... მისი დასანქცირება პრემიერის პირდაპირი გაფრთხილებაა" - თინა ხიდაშელი

"ფარცხალაძე პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია... მისი დასანქცირება პრემიერის პირდაპირი გაფრთხილებაა" - თინა ხიდაშელი

აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება მე უფრო ვიტყოდი, რომ პრემიერ-მინისტრისთვის იყო პირდაპირი გაფრთხილება, იმიტომ, რომ ის პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია და რა თქმა უნდა, ივანიშვილთანაც აქვს ურთიერთობა ცალსახად და უსიტყვოდ, მაგრამ ის არის პრემიერ-მინისტრის პირდაპირი ძმაკაცი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად დაიწყებს მოკვლევას.

"ერთგვარად ბედის ირონიაა, რომ ადამიანი, რომელმაც სულ 37 დღე გაძლო მთავარი პროკურორის პოსტზე, მას შემდეგ, რაც საჯარო სივრცეში გამოვიდა და გადაწყვიტა, მაღალი თანამდებობა დაეკავებინა, ასევე ყველაფერი, რაც მის გარშემო არსებობდა და არავინ იცოდა, სწრაფად ამოტივტივდა, შესაბამისად თანამდების დატოვებაც ასევე სწრაფად მოუწია. ბოლოს აი, ასე ამთავრებს, როგორც ოფიციალურად სახელდებული „ეფესბეს“ წარმომადგენელი, რუსული ინტერესების ფორსირებისთვის მოვლენილი საქართველოში. არ არის ეს ჩემთვის არც უცნაური, არც გასაკვირი, იმიტომ, რომ ის, რაც მისი დანიშვნის დროს არავინ იცოდა, სულ რაღაც ერთ თვეში ბევრი რამ ისე გაირკვა, რომ ბოლოს აქამდე თუ მივიდოდა საქმე, დიდად, ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს. მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალური და ქმედითი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, თუმცა მგონია, რომ ფორმალურად დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას. ამის განცდას მიტოვებს ის განცხადებები, რომელიც უკვე მოვისმინეთ, რომ 10 წელია ფარცხალაძე ხელისუფლებასთან არანაირ კომუნიკაციაში აღარ არის ანუ „ქართულმა ოცნებამ“ მასზე მოიხსნა პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელია თქმით, მთავარია, რა პასუხი აქვს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის „ეფესბესთან“ თანამშრომლობის შესახებ საქართველოს უშიშროების სამსახურს, რომელიც „დაკავებულია ჩვეულებრივი ადამიანების, ამ ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეების თვალთვალით, მიყურადებით და დევნით“.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

წაიკითხეთ ასევე: