სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბიაში წყალდიდობამ მთავრობასთან დაპირისპირება გამოიწვია: მოსახლეობა გამოძიების დაწყებას ითხოვს
ლიბიაში წყალდიდობამ მთავრობასთან დაპირისპირება გამოიწვია: მოსახლეობა გამოძიების დაწყებას ითხოვს

წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა მა­ღა­ლი რი­ცხვის გამო, ლი­ბი­ე­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ითხო­ვენ. მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, შა­ბათს, ქა­რიშ­ხალ „და­ნი­ე­ლის“ მო­ახ­ლო­ე­ბის დროს, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მათ სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დეს და ქა­ლა­ქის ევა­კუ­ა­ცია არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

გარ­და ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბა არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ორი კაშხლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ - რო­გორც ჩანს, 2011 წლის შემ­დეგ, ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე კაშხლის ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, 30 000 ადა­მი­ანს ქა­ლა­ქის იძუ­ლე­ბით და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. წყალ­დი­დო­ბამ მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა დერ­ნას­თან მი­სას­ვლე­ლი მრა­ვა­ლი გზა. და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ასო­ბით ცხე­და­რი მა­სობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. დერ­ნას მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ასე­ვე ახა­ლი სა­ვე­ლე სა­ა­ვად­მყო­ფოს შექ­მნას ითხო­ვენ, რად­გან ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ორი სა­ა­ვად­მყო­ფო „მორ­გად“ გა­და­იქ­ცა.

ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბი­სა და სას­მე­ლი წყლის დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­კვე­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბა შეძ­ლო, რის შე­დე­გა­დაც, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­ლო­ნე­ბი ქა­ლაქ­ში შე­ვიდ­ნენ.

სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი ლი­ბი­ა­ში ეგ­ვიპ­ტი­დან, ტუ­ნი­სი­დან, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან, თურ­ქე­თი­დან და კა­ტა­რი­დან ჩა­ვიდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, ლი­ბი­ა­ში ძლი­ე­რი წყალ­დი­დო­ბა ქა­რიშ­ხალ­მა "და­ნი­ელ­მა“ გა­მო­იწ­ვია. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 20 000-მდე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,,
0

ჩვენი ბრძენი გადაწყვეტილება როგორ არის

ქუთაისის თავზე ვაშენებთ ისევ კაშხალს??

 

საღი აზრი
8

დემოკრატიულ ლიბიაში მთავრობა არსებობს? : D კადაფის დროს საშინელი სამოთხე იყო,ახლა ჯოჯოხეთია,ჯოჯოხრთური დემოკრატია))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ლიბიაში წყალდიდობამ მთავრობასთან დაპირისპირება გამოიწვია: მოსახლეობა გამოძიების დაწყებას ითხოვს

ლიბიაში წყალდიდობამ მთავრობასთან დაპირისპირება გამოიწვია: მოსახლეობა გამოძიების დაწყებას ითხოვს

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მაღალი რიცხვის გამო, ლიბიელები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, შაბათს, ქარიშხალ „დანიელის“ მოახლოების დროს, ოფიციალურმა პირებმა მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს და ქალაქის ევაკუაცია არ განახორციელეს.

გარდა ამისა, მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული ორი კაშხლის მდგომარეობის შესახებ - როგორც ჩანს, 2011 წლის შემდეგ, ქალაქთან ახლოს მდებარე კაშხლის ტექნიკური სამუშაოები არ განხორციელებულა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 30 000 ადამიანს ქალაქის იძულებით დატოვება მოუწია. წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა დერნასთან მისასვლელი მრავალი გზა. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ასობით ცხედარი მასობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს. დერნას მაცხოვრებლები ასევე ახალი საველე საავადმყოფოს შექმნას ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო „მორგად“ გადაიქცა.

ქვეყანაში საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტი გაჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარკვეული მარშრუტების გასუფთავება შეძლო, რის შედეგადაც, ჰუმანიტარული კოლონები ქალაქში შევიდნენ.

სამაშველო ჯგუფები ლიბიაში ეგვიპტიდან, ტუნისიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან და კატარიდან ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, ლიბიაში ძლიერი წყალდიდობა ქარიშხალმა "დანიელმა“ გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 20 000-მდე შეიძლება გაიზარდოს.