ავტორი:

"დათოს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია, ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო... ალექსანდრა შემთხვევითი ადამიანი იყო" - ლაურა ღაჭავა შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

"დათოს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია, ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო... ალექსანდრა შემთხვევითი ადამიანი იყო" - ლაურა ღაჭავა შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

ორი დღეა მედია დათო კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის წყვილის შესახებ წერს. ინტერესი მათ მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, რაც დათო კოდუას ძმამ, ერეკლემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კოდუა, ყოფილ მეუღლესთან ნათია გედევანიშვილთან არის გადაღებული. მოგვიანებით კიდევ ერთი საერთო ფოტო ამჯერად ნათიამ გამოაქვეყნა.

დაშორდა თუ არა დათო კოდუა ალექსანდრა პაიჭაძეს, ამ სათაურებით მედიაში არაერთი სტატია გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ალექსანდრა კონტაქტზე არ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი და ტელესახე თავის მრავალათასიან გამომწერებთან ყოველთვის გულახდილია, ამ თემაზე სტატუსიც არ დაუწერია სოციალურ ქსელში.

რა ხდება კოდუების ოჯახში, ამ თემაზე დათო კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას დავუკავშირდით. ჩვენს კითხვაზე, შეურიგდა თუ არა დათო კოდუა მეუღლეს, ღაჭავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რეალურად მის ვაჟს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია.

ლაურა ღაჭავა:

- კი ბატონო, ოჯახი არასოდეს მიუტოვებია. ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო და ყურადღებიანი ახლაც არის. შვილებს ხომ გადაყოლილია. ის შემთხვევითი ადამიანი ვინც არის, ალექსანდრა, მე არ ვიცი, მე მაგ საქმეში არ ვერევი და არც მაინტერესებს.

მე მაინტერესებს ჩემი ოჯახი, პირადი ოჯახი და შვილების ოჯახი, მეტი არ მაინტერესებს იმის გარეთ რა ხდება. ძალიან გთხოვთ, მეტი შეკითხვები არ დამისვათ.

ლაურა ღაჭავა და ნათია გედევანიშვილი

შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ბიზნესმენი დავით კოდუა მეუღლეზე, ნათია გედევანიშვილსა და შვილზე ფიზიკური ძალადობის გამო იყო დაკავებული. მისი გათავისუფლების შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია დავით კოდუას ახალი სიყვარულის შესახებ. ახალი სიყვარული მოდელი და ტელესახე ალექსანდრე პაიჭაძე აღმოჩნდა. 2021 წელს კი საერთო ქალიშვილი ვიქტორია შეეძინათ.

დათო კოდუას გამო ალექსანდრა არაერთხელ გაეხვა სკანდალში. კოდუას ოჯახი წლებია ესპანეთში ცხოვრობს. სოციალურ ქსელში ორი წლის წინ მარიამ კუკუნაშვილთან დაპირისპირებისას ალექსანდრა კოდუასა და ყოფილი ცოლის ურთიერთობაზე წერდა:

ესპანეთს რაც შეეხება. დათომ თავისი სულგრძელობით, ყოფილ მეუღლეს ბინა შეუძინა, და არც მას მერე წაართვა, რაც იმან დაჭრა და ციხისთვის გაიმეტა... მე ვთხოვე შეენარჩუნებინა მისთვის ბინა... ხოდა, ამიტომაც ურემონტებს და უვლის ბინას და უკარგესი კაცია. არ უყვართ ერთმანეთი ამდენი წელია.

წარსულში, კოდუას დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ნათია გედევანიშვილი ამბობდა, რომ არ ეგონა მეუღლეს თუ დააკავებდნენ და უნდოდა მისთვის მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ.

„წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე“, – აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.

შემდეგ გედევანიშვილმა მეუღლის მხრიდან ძალადობაც უარყო და განაცხადა, რომ მეუღლეს არ უცემია და თვალი სავარძელს მიარტყა. ძალადობის ფაქტი უარყო დავით კოდუას შვილმაც.

საზოგადოების ყურადღების ცენტრში კოდუა რამდენიმე წლის წინაც მოექცა, როდესაც 2014 წლის 3 მაისს ბიზნესმენს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე სამი ნიღბიანი დაესხა თავს. კოდუასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. კაცი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით კი ცემაში ბრალდებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.