ავტორი:

"არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ჩვენს ხედვას არ შეცვლის" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

"არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ჩვენს ხედვას არ შეცვლის" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

"არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ჩვენს ხედვას არ შეცვლის" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

"150-ზე მეტი პირი და კომპანია დავასანქცირეთ დღეს და არ შემიძლია რომელიმე ამ სანქციაზე სრულ დეტალებში ვისაუბრო. იმ ინფორმაციისკენ გადაგამისამართებთ, რომელიც დღეს გამოვაქვეყნეთ, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა…

იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით ქართველ ხალხთან და მათ სურვილთან იყონ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

და ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, საქართველოს, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულიად ინტეგრირებული წევრის საერთო ხედვაზე ვმუშაობთ. და არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ ცვლის ურთიერთობების ჩვენს ამ ხედვას” , - განაცხადა მილერმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველ-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

როგორც მედია წერს, სანქცირებულთა სიაში ქართველ-რუსი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძე მოხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა იქონია ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.