ავტორი:

"სამიზნეში ვიღებთ პირებსა და კომპანიებს, ვინც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში... ვასანქცირებთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერს და ქართველ-რუს ოლიგარქს" - ბლინკენი

"სამიზნეში ვიღებთ პირებსა და კომპანიებს, ვინც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში... ვასანქცირებთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერს და ქართველ-რუს ოლიგარქს" - ბლინკენი

სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი შეჰყავს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკები განცხადებაში წერია.

ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით კიდევ 150-ზე მეტი კომპანიასა და პირს ასანქცირებენ.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით აშშ-ის ხელისუფლება სამიზნეში იღებს იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს აფართოებენ, და ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ენერგეტიკის სამომავლო წარმოების გაძლიერებაზე.

“სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასანქცირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელზეც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (“ეფესბემ”) ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენისთვის ზემოქმედება მოახდინა”, - წერს ბლინკენი.