გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მა სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
საქართველოში საზიანო გავლენასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტი ასევე რუსეთის მოქალაქე ალექნსადრე ონიშჩენკოს ასახელებს, რომლის ასევე, შეყვანილია სასანქციო სიაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია, რომელიც სავარაუდოდ დაეხმარა მის პარტნიორ ფარხალაძეს რუსეთის პასპორტისა და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის აღებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძემ სრულიად აითვისა რუსული იდენტობა და რუსეთში ხშირად მოგზაურობს.
მათი ცნობით, ონიშჩენკო და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეზე საკუთარ ბერკეტებს იყენებდნენ, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე “ეფესბესთან” კავშირებით პირად სარგებელს იღებდა.
ამის გარდა, სანქციები რუსეთში დაფუძნებულ ორ მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიაზეც გავრცელდა, რომელთა 50% ფარცხალაძეს ეკუთვნის: LLC Moscow Business Brokerage და LLC International Business Corporation.