Faceამბები
პოლიტიკა

7

ოქტომბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 18:33-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული: მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. არ უნდა ჭამოთ ზედმეტი. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში. კარგია ყურძნისა და ეგზოტიკური ხილის ჭამა. დღე შეეფერება მივლინებებს, მოგზაურობას, ლაშქრობას, როგორც ინდივიდუალურს, ასევე ერთობლივს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოდუების ოჯახური ვოიაჟი და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თავბრუდამხვევი ცხოვრება ევროპაში - რა ფოტოებს აქვეყნებენ ერეკლე კოდუა და მისი უკრაინელი მეუღლე?
კოდუების ოჯახური ვოიაჟი და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თავბრუდამხვევი ცხოვრება ევროპაში - რა ფოტოებს აქვეყნებენ ერეკლე კოდუა და მისი უკრაინელი მეუღლე?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ერეკ­ლე კო­დუა, რო­მე­ლიც მე­დი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ჟურ­ნა­ლისტ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­ზე ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და და წლე­ბია უნ­გრეთ­ში ცხოვ­რობს.

ერეკ­ლე კო­დუ­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც აქვთ აღ­ძრუ­ლი, მას ერთ-ერთ საქ­მე­ზე, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაც აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი არა­ვის ემა­ლე­ბა, უნ­გრეთ­ში მე­სა­მე ცოლ­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს და დროს მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ატა­რებს.

კა­ტა­ლი­ნა (კა­ტი­კა) დიდა უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა­აა და კო­დუ­ას ევ­რო­პა­ში წას­ვლის შემ­დეგ, მის ცხოვ­რე­ბა­ში მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა. წყვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­ერ­თო ფო­ტო­ებს, მათ ხში­რად სტუმ­რო­ბენ ერეკ­ლე კო­დუ­ას შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან. ცნო­ბის­თვის, კო­დუ­ას ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ხუთი შვი­ლი ჰყავს.

ერეკ­ლე კო­დუა, კა­ტა­ლი­ნა დიდა და ნოდო კო­დუა (ერეკ­ლე კო­დუ­ას ვაჟი)

ერეკ­ლე­სა და კა­ტი­კას შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 19 წე­ლია, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ უშ­ლით ხელს, რომ ერ­თნა­ი­რი გარ­თო­ბა მოს­წონ­დეთ. წყვილს ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყავთ, სახ­ლში ხუთ ში­ნა­ურ ცხო­ველს, სამ კა­ტას და ორ ძაღლს უვ­ლი­ან.

რო­გორც ირ­კვე­ვა კა­ტა­ლი­ნას კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ერეკ­ლე კო­დუ­ას ოჯახ­თან და ხში­რად იკ­რი­ბე­ბი­ან კი­დეც ერ­თად. გუ­შინ ერეკ­ლე კო­დუ­ამ ძმის, და­ვით კო­დუ­ას ოჯახ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფო­ტო­ზე დათო კო­დუა, მისი შვი­ლე­ბი და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი არი­ან. ფო­ტოს მაზ­ლის ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან კა­ტა­ლი­ნაც ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, 2 წლის წინ და­ვით კო­დუა სწო­რედ მე­უღ­ლე­ზე და შვილ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია და­ვით კო­დუ­ას ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის მო­დელ ალექ­სან­დრე პა­ი­ჭა­ძეს ხვდე­ბო­და, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. (წა­ი­კი­თხეთ: "ჩემ­თვის დათო კო­დუა არის მი­ლი­ო­ნე­რიც, მი­ლი­არ­დე­რიც და ტრი­ლი­ო­ნე­რიც. მისი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ ცხოვ­რე­ბა­ში სი­კე­თე და ადა­მი­ა­ნო­ბაა" - ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე) თუმ­ცა ბოლო პე­რი­ო­დი მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბა ჭორი, რომ ალექ­სან­დრა და დათო კო­დუა და­შორ­დნენ. თა­ვად მო­დე­ლი ამ თე­მა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
0

თავიდან ბოლომდე სამარცხვინო ოჯახია, რატომ გსურთ რამდენადმე პოპულარული გახადოთ? 

ggg
0

ოდუების ოჯახური ვოიაჟი? თქვენთუ ოჯახის მნიშვნელობა იცოდეთ ....

ავტორი:

კოდუების ოჯახური ვოიაჟი და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თავბრუდამხვევი ცხოვრება ევროპაში - რა ფოტოებს აქვეყნებენ ერეკლე კოდუა და მისი უკრაინელი მეუღლე?

კოდუების ოჯახური ვოიაჟი და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თავბრუდამხვევი ცხოვრება ევროპაში - რა ფოტოებს აქვეყნებენ ერეკლე კოდუა და მისი უკრაინელი მეუღლე?

"ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანი, ერეკლე კოდუა, რომელიც მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე ქორწინების შემდეგ გახდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოდან წავიდა და წლებია უნგრეთში ცხოვრობს.

ერეკლე კოდუაზე საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმეც აქვთ აღძრული, მას ერთ-ერთ საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთაც აქვს შეფარდებული, თუმცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არავის ემალება, უნგრეთში მესამე ცოლთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და დროს მოგზაურობაში ატარებს.

კატალინა (კატიკა) დიდა უკრაინული წარმოშობის გოგონააა და კოდუას ევროპაში წასვლის შემდეგ, მის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს, მათ ხშირად სტუმრობენ ერეკლე კოდუას შვილები საქართველოდან. ცნობისთვის, კოდუას ორი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს.

ერეკლე კოდუა, კატალინა დიდა და ნოდო კოდუა (ერეკლე კოდუას ვაჟი)

ერეკლესა და კატიკას შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია, თუმცა ეს სულაც არ უშლით ხელს, რომ ერთნაირი გართობა მოსწონდეთ. წყვილს ჯერჯერობით საერთო შვილი არ ჰყავთ, სახლში ხუთ შინაურ ცხოველს, სამ კატას და ორ ძაღლს უვლიან.

როგორც ირკვევა კატალინას კარგი ურთიერთობა აქვს ერეკლე კოდუას ოჯახთან და ხშირად იკრიბებიან კიდეც ერთად. გუშინ ერეკლე კოდუამ ძმის, დავით კოდუას ოჯახთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე დათო კოდუა, მისი შვილები და ყოფილი მეუღლე ნათია გედევანიშვილი არიან. ფოტოს მაზლის ყოფილ მეუღლესთან კატალინაც ავრცელებს.

ცნობისთვის, 2 წლის წინ დავით კოდუა სწორედ მეუღლეზე და შვილზე ფიზიკური ძალადობის გამო იყო დაკავებული. მისი გათავისუფლების შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია დავით კოდუას ახალი სიყვარულის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ის მოდელ ალექსანდრე პაიჭაძეს ხვდებოდა, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს. (წაიკითხეთ: "ჩემთვის დათო კოდუა არის მილიონერიც, მილიარდერიც და ტრილიონერიც. მისი მთავარი ღირებულებები ამ ცხოვრებაში სიკეთე და ადამიანობაა" - ალექსანდრა პაიჭაძე) თუმცა ბოლო პერიოდი მუდმივად ვრცელდება ჭორი, რომ ალექსანდრა და დათო კოდუა დაშორდნენ. თავად მოდელი ამ თემაზე ჯერჯერობით არ საუბრობს.