სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ - დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მასში მონაწილეობას არ აპირებს და მხოლოდ კოლეგებს დააკვირდება.
"ამ პროცესს რომ ჩემთვის ინტერესი მიეცეს, ვაპირებ სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და დავდო მილიონი ქართული დოლარი - ესა "გირჩის" ვალუტა, ვინც დამენიძლავება. შესაბამისად, დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. გადაბირების რისკი ("ქართული ოცნების" მხრიდან) არსებობს, ამიტომ ვდებ სანაძლეოს.
მონაწილეობას იმპიჩმენტში არ მივიღებთ. სხდომათა დარბაზში შევალთ და დავაკვირდებით ჩვენს კოლეგებს, არაფერში მონაწილეობას არ მივიღებთ, წითელ ღილაკზე დაჭერა დროის კარგვაა ამ პარლამენტში, არაფერზე არდაჭერაც წინააღმდეგობას ნიშნავს,"- განაცხადა ხვიჩიამ.
პროცესის დაწყებაც ვერ გაგიგია რას ნიშნავს, დურაკ!
კიდევ ერთი დაბოლილი,შე სირო ოცნებამ თქვა კონსტიტუციას დაცვა უნდა და იმპიჩმენტის პროცედურას ბიწყებთო, არავის უთქვამს აუცილებლად გადაბაყენებთო