კანიე უესტის ცოლი, ბიანკა ცენსორი თამამი ჩაცმულობით კვლავ "ატერორებს" იტალიის მაცხოვრებლებს. წყვილმა თავიანთი ევროპული არდადეგების გახანგრძლივება გადაწყვიტა და ტანსაცმლის უცნაური შეხამებით კიდევ ერთხელ გააოცა ადგილობრივები. ბიანკამ მისი ჩვეული გამჭვირვალე კოლგოტის ნაცვლად, შავი სპორტული შორტები ჩაიცვა, ზემოთ კი ხორცისფერი გამჭვირვალე ტოპი.
ამჯერად, ავსტრალიელ არქიტექტორს მკერდის დამალვა არც ჩანთით და არც ბალიშით არ უცდია.
ბიანკა ცენსორი 46 წლის რეპერთან ერთად საყიდლებზე დადიოდა, მოგვიანებით კი ორივე ადგილობრივ McDonald’s-ს ეწვია.
ახალხან, წყვილს ვენეციაში ტურისტული გემებით მგზავრობა ცხოვრების ბოლომდე იმის გამო აეკრძალა, რომ კანიეს მგზავრობისას საჯდომი მოუჩანდა. როგორც ჩანს, რეპერს ეს სულაც არ აღელვებს და ის კვლავ შავი ჩაჩაჩული შარვლით გავიდა საყიდლებზე.
უესტი, ცენსორისგან განსხვავებით, მონოქრომულ ჩაცმულობასა და თავის "წინდა-ფეხსაცმელს" არ ღალატობს და ისევ ცდილობს შავი ნაჭრით სახის დამალვას.
შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ იტალიის პოლიციამ ბიანკა ცენსორის და კანიე უესტის სკანდალური ქცევის გამო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით გამოძიებაც კი დაიწყო.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა