მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბჭოთა კავშირში ცენზურა შეწყდა, კორესპონდენტებმა კი დაწერეს, რომ თითქოს მოლოტოვმა აიძულა სტალინი დასასვენებლად წასულიყო" - ბელადის ერთ-ერთი უიშვიათესი ინტერვიუ
"საბჭოთა კავშირში ცენზურა შეწყდა, კორესპონდენტებმა კი დაწერეს, რომ თითქოს მოლოტოვმა აიძულა სტალინი დასასვენებლად წასულიყო" - ბელადის ერთ-ერთი უიშვიათესი ინტერვიუ

მრა­ვა­ლი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა და არც იო­სებ სტა­ლი­ნია ცო­ცხა­ლი, თუმ­ცა მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი არას­დროს მცირ­დე­ბა. სტა­ლი­ნის ერთ-ერთი უიშ­ვი­ა­თე­სი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ჰა­როლდ სტა­სენ­თან შედ­გა, 1947 წლის 9 აპ­რი­ლით თა­რიღ­დე­ბა. დიდი ბე­ლა­დი მი­ნე­სო­ტის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს, ჰა­როლდ სტა­სენს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­სა და ცენ­ზუ­რა­ზე ესა­უბ­რა.

სტა­სე­ნი 1945 წელს სან-ფრან­ცის­კოს კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, სწო­რედ აქ გა­იც­ნო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვი­ა­ჩეს­ლავ მო­ლო­ტო­ვი, რო­მელ­მაც ის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მი­იწ­ვია. სტა­სენს სტა­ლინ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა სურ­და და ამის შე­სა­ხებ მო­ლო­ტოვს უთხრა. მო­ლო­ტო­ვი კი, რა თქმა უნდა, ზუსტ პა­სუხს სტა­ლინ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ვერ მის­ცემ­და... ორი წლის შემ­დეგ ეს ინ­ტერ­ვიუ მარ­თლაც შედ­გა. არა­ვინ იცის, ზუს­ტად რა­ტომ დას­თან­ხმდა ამ ინ­ტერ­ვი­უს სტა­ლი­ნი, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ სტა­სე­ნი, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, იმ პე­რი­ოდ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და, შე­საძ­ლოა, 1948 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტიც გამ­ხდა­რი­ყო.

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს სტა­ლი­ნის ინ­ტერ­ვი­უ­დან (იმ სტი­ლით, რო­გო­რი სტი­ლი­თაც გა­მოქ­ვეყ­ნდა ის მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა პრე­სა­ში):

"სტა­სე­ნი დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავს იო­სებ სტა­ლი­ნის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის მი­მართ და აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა ჰქონ­და, ის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ომის შემ­დეგ ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით. სტა­სე­ნის აზ­რით, მო­ქა­ლა­ქე­თა ცხოვ­რე­ბის დო­ნეს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მისი აზ­რით, აშშ-ისა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ომის დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და მო­მა­ვალ­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. სტა­სე­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ აშშ-ისა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლის­ტურ სა­წყი­სებ­ზე და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია ზრუ­ნავს. აშშ-ში კი თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კა და კერ­ძო კა­პი­ტა­ლია. სტა­სენს აინ­ტე­რე­სებს, რას ფიქ­რობს სტა­ლი­ნი, შე­უძ­ლია თუ არა ამ ორ ეკო­ნო­მი­კურ სის­ტე­მას იარ­სე­ბოს ერ­თსა და იმა­ვე მსოფ­ლი­ო­ში და შეძ­ლე­ბენ თუ არა ომის შემ­დეგ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. გა­გარ­ძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საბჭოთა კავშირში ცენზურა შეწყდა, კორესპონდენტებმა კი დაწერეს, რომ თითქოს მოლოტოვმა აიძულა სტალინი დასასვენებლად წასულიყო" - ბელადის ერთ-ერთი უიშვიათესი ინტერვიუ

"საბჭოთა კავშირში ცენზურა შეწყდა, კორესპონდენტებმა კი დაწერეს, რომ თითქოს მოლოტოვმა აიძულა სტალინი დასასვენებლად წასულიყო" - ბელადის ერთ-ერთი უიშვიათესი ინტერვიუ

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და არც იოსებ სტალინია ცოცხალი, თუმცა მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არასდროს მცირდება. სტალინის ერთ-ერთი უიშვიათესი ინტერვიუ, რომელიც ჰაროლდ სტასენთან შედგა, 1947 წლის 9 აპრილით თარიღდება. დიდი ბელადი მინესოტის ყოფილ გუბერნატორს, ჰაროლდ სტასენს პოლიტიკურ საკითხებსა და ცენზურაზე ესაუბრა.

სტასენი 1945 წელს სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სწორედ აქ გაიცნო საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომელმაც ის საბჭოთა კავშირში მიიწვია. სტასენს სტალინთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა და ამის შესახებ მოლოტოვს უთხრა. მოლოტოვი კი, რა თქმა უნდა, ზუსტ პასუხს სტალინთან შეთანხმების გარეშე ვერ მისცემდა... ორი წლის შემდეგ ეს ინტერვიუ მართლაც შედგა. არავინ იცის, ზუსტად რატომ დასთანხმდა ამ ინტერვიუს სტალინი, თუმცა ამბობენ, რომ სტასენი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, იმ პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და, შესაძლოა, 1948 წლის არჩევნებისთვის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატიც გამხდარიყო.

გთავაზობთ ფრაგმენტებს სტალინის ინტერვიუდან (იმ სტილით, როგორი სტილითაც გამოქვეყნდა ის მაშინდელ საბჭოთა პრესაში):

"სტასენი დიდ პატივისცემას გამოხატავს იოსებ სტალინის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიმართ და აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში საინტერესო მოგზაურობა ჰქონდა, ის ინტერესდებოდა ომის შემდეგ ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობით. სტასენის აზრით, მოქალაქეთა ცხოვრების დონეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებაში. მისი აზრით, აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობა ომის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება. სტასენი აღნიშნავს, რომ აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემები განსხვავებულია. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა დაფუძნებულია სოციალისტურ საწყისებზე და მის განვითარებაზე კომუნისტური პარტია ზრუნავს. აშშ-ში კი თავისუფალი ეკონომიკა და კერძო კაპიტალია. სტასენს აინტერესებს, რას ფიქრობს სტალინი, შეუძლია თუ არა ამ ორ ეკონომიკურ სისტემას იარსებოს ერთსა და იმავე მსოფლიოში და შეძლებენ თუ არა ომის შემდეგ თანამშრომლობას. გაგარძელეთ კითხვა