პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის სტუმრები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის სტუმრები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას

ბა­თუმ­ში, გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ვი­ზი­ტო­რე­ბი გას­ვლით ტუ­რებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ისი­ნი ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცესს ჭო­რო­ხის დელ­ტა­ზე, პა­ლი­ას­ტო­მის ტბა­სა და სა­ხალ­ვა­შოს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პლატ­ფორ­მა­ზე და­ეს­წრე­ბი­ან. მსურ­ვე­ლებს რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა ფეს­ტი­ვა­ლის გვერ­დზე შე­უძ­ლი­ათ https://batumibirdfest.com/ka/fees-registration. ბა­თუმ­ში, ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი 19-22 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლად ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რე­გი­ონს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან სტუმ­რო­ბენ. 19 სექ­ტემ­ბერს, ფეს­ტი­ვა­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ლექ­ცი­ე­ბით გა­იხ­სნე­ბა.

20 სექ­ტემ­ბერს, იგეგ­მე­ბა გას­ვლი­თი ტური ჭო­რო­ხის შე­სარ­თავ­თან, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს წარ­მო­ად­გენს გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბის­თვის. ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ ჭო­რო­ხის შე­სარ­თვის შე­სა­ხებ, გა­ეც­ნო­ბი­ან იქ არ­სე­ბულ ფრინ­ვე­ლებს და და­აკ­ვირ­დე­ბი­ან ფრინ­ველ­თა დარ­გოლ­ვის პრო­ცესს. 21 სექ­ტემ­ბერს, გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებს პა­ლი­ას­ტო­მის ტბა­სა და მდი­ნა­რე მალ­თაყ­ვას შე­სარ­თავ­თან და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ გა­ეც­ნონ ფრინ­ვე­ლე­ბის მრა­ვალ სა­ხე­ო­ბას, შე­ის­წავ­ლონ სა­ინ­ტე­რე­სო ლან­დშაფ­ტი და ნა­ვით გა­ი­სე­ირ­ნონ პა­ლი­ას­ტო­მის ტბა­ზე.

22 სექ­ტემ­ბერს, ფეს­ტი­ვა­ლის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ხალ­ვა­შოს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პლატ­ფორ­მა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ხალ­ვა­შო გლო­ბა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პლატ­ფორ­მაა, სა­დაც სე­ზონ­ზე 1 მი­ლი­ონ­ზე მეტი მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლი მიგ­რი­რებს. სა­ხალ­ვა­შოს პლატ­ფორ­მა­ზე ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეკო­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მათ შო­რის, მოკ­ლე ლექ­ცია ფრინ­ვე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მათი დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, გა­ი­მარ­თე­ბა ბა­ზი­ე­რე­ბის შოუ და ფეს­ტი­ვა­ლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნულ ბმულ­ზე https://batumibirdfest.com/ka/program-schedule/visitors. პლატ­ფორ­მებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ლო­კა­ცი­ებ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გას­ვლა ტრან­სპორ­ტით, ბი­ნოკ­ლე­ბით და გი­დით იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი რე­გი­ონ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის სტუმრები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის სტუმრები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას

ბათუმში, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ფრინველებზე დაკვირვების პროცესს ჭოროხის დელტაზე, პალიასტომის ტბასა და სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე დაესწრებიან. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ფესტივალის გვერდზე შეუძლიათ https://batumibirdfest.com/ka/fees-registration. ბათუმში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 19-22 სექტემბერს გაიმართება. ტრადიციულად ფესტივალის მონაწილეები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. 19 სექტემბერს, ფესტივალი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებით გაიხსნება.

20 სექტემბერს, იგეგმება გასვლითი ტური ჭოროხის შესართავთან, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს გადამფრენი ფრინველებისთვის. ტურის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ ჭოროხის შესართვის შესახებ, გაეცნობიან იქ არსებულ ფრინველებს და დააკვირდებიან ფრინველთა დარგოლვის პროცესს. 21 სექტემბერს, გადამფრენ ფრინველებს პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვას შესართავთან დააკვირდებიან. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ საინტერესო ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე.

22 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება. სახალვაშო გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაა, სადაც სეზონზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. მათ შორის, მოკლე ლექცია ფრინველების მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობაზე, გაიმართება ბაზიერების შოუ და ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება. ფესტივალის პროგრამის ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე https://batumibirdfest.com/ka/program-schedule/visitors. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

NS