საზოგადოება
სამართალი

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:09-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:36-დან კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. აგრეთვე, დასვენებისა და შიმშილისთვის. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მეცნიერება
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პორტუგალიაში, ქალაქი ლევირა დაიტბორა, ოღონდ ღვინით... - უცანური სანახაობა: წითელი მდინარე ქუჩებში
პორტუგალიაში, ქალაქი ლევირა დაიტბორა, ოღონდ ღვინით... - უცანური სანახაობა: წითელი მდინარე ქუჩებში

კვი­რას, პორ­ტუ­გა­ლი­ის ქა­ლაქ ლე­ვი­რას ქუ­ჩე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბულ­მა წი­თელ­მა ღვი­ნომ დატ­ბო­რა. მას შემ­დეგ, რაც ღვი­ნის ორი უშ­ვე­ლე­ბე­ლი ავზი გას­კდა, გზე­ბი 2.2 მი­ლი­ო­ნი ლიტ­რის ოდე­ნო­ბის ღვი­ნომ ჩა­რე­ცხა.

  • კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ღვი­ნის შე­ნახ­ვა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ხსნის, რომ სტრუქ­ტუ­რუ­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო, ღვი­ნის ერთ-ერთი ავზი გას­კდა და სი­თხის ნა­კა­დის სიძ­ლი­ე­რემ მე­ო­რე ჭურ­ჭე­ლიც წა­აქ­ცია.

ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ში, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ გავ­რცელ­და, ჩანს, რო­გორ მი­ე­დი­ნე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი პორ­ტუ­გა­ლი­ის ქა­ლაქ­ში წი­თე­ლი ღვი­ნის მდი­ნა­რე.

კომ­პა­ნია Destilaria Levira, რო­მე­ლიც ღვი­ნის შე­სა­ნახ ავ­ზებ­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, facebook-ზე გა­მოჩ­ნდა და მომ­ხდა­რის­თვის ბო­დი­ში მო­ი­ხა­და:

"სა­შინ­ლად ვნა­ნობთ ამ დი­ლით მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის გამო შეშ­ფო­თე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ!"

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, ღვი­ნო მიმ­დე­ბა­რე გზებ­ზე და­ეშ­ვა, დატ­ბო­რა ქუ­ჩე­ბი და რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა. Destilaria Levira-მ ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და გა­ნა­ცხა­და, რომ შემ­თხვე­ვას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. ქუ­ჩე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა­ში ად­გი­ლობ­რივ­მა მე­ხან­ძრე­ებ­მაც მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ზო­მე­ბი სწრა­ფად მი­ვი­ღეთ და მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ღვი­ნო მიმ­დე­ბა­რე მდი­ნა­რეს არ შე­ერ­თე­ბო­და და ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა თა­ვი­დან აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა", - აცხა­დებ­და ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭოს წევ­რი პრე­სას­თან.

Destilaria Levira-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, პედ­რო კარ­ვა­ლომ New York Times-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ღვი­ნო და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­დი­ნე­ბო­და ქუ­ჩებ­ში, მაგ­რამ მას მძაფ­რი სუნი არ და­უ­ტო­ვე­ბია, რად­გან "ღვი­ნო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იყო".

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამადა
0

წასულებს არ იგონებთ ალბათ მანდ. ითხოვენ

:)
0

"ბადაგონი"ს ღვინოსავით გა'დაღვარეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვარა და ჟორჟი ერთად ლიონი - პსჟ-ის მატჩის შემდეგ - ორი ქართველის ამაღელვეველი შეხვედრის კადრები
ავტორი:

პორტუგალიაში, ქალაქი ლევირა დაიტბორა, ოღონდ ღვინით... - უცანური სანახაობა: წითელი მდინარე ქუჩებში

პორტუგალიაში, ქალაქი ლევირა დაიტბორა, ოღონდ ღვინით... - უცანური სანახაობა: წითელი მდინარე ქუჩებში

კვირას, პორტუგალიის ქალაქ ლევირას ქუჩები ძვირადღირებულმა წითელმა ღვინომ დატბორა. მას შემდეგ, რაც ღვინის ორი უშველებელი ავზი გასკდა, გზები 2.2 მილიონი ლიტრის ოდენობის ღვინომ ჩარეცხა.

  • კომპანია, რომელიც ღვინის შენახვაზე იყო პასუხისმგებელი, ხსნის, რომ სტრუქტურული გაუმართაობის გამო, ღვინის ერთ-ერთი ავზი გასკდა და სითხის ნაკადის სიძლიერემ მეორე ჭურჭელიც წააქცია.
<iframe width="620" height="349" src="https://www.youtube.com/embed/Ag-in9TQ_g8" title="Wine flows through streets of Portuguese village after distillery&#39;s tanks burst" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ფოტოებსა და ვიდეოებში, რომელიც ონლაინ გავრცელდა, ჩანს, როგორ მიედინება ცენტრალური პორტუგალიის ქალაქში წითელი ღვინის მდინარე.

კომპანია Destilaria Levira, რომელიც ღვინის შესანახ ავზებზე იყო პასუხისმგებელი, facebook-ზე გამოჩნდა და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა:

"საშინლად ვნანობთ ამ დილით მომხდარ ინციდენტს. მიყენებული ზიანის გამო შეშფოთებას გამოვხატავთ!"

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ღვინო მიმდებარე გზებზე დაეშვა, დატბორა ქუჩები და რამდენიმე შენობა. Destilaria Levira-მ ქალაქის დასუფთავების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ შემთხვევას აუცილებლად გამოიძიებენ. ქუჩების დასუფთავებაში ადგილობრივმა მეხანძრეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

"ზომები სწრაფად მივიღეთ და მოვახერხეთ, რომ ღვინო მიმდებარე მდინარეს არ შეერთებოდა და ეკოლოგიური კატასტროფა თავიდან აგვერიდებინა", - აცხადებდა ადგილობრივი საბჭოს წევრი პრესასთან.

Destilaria Levira-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პედრო კარვალომ New York Times-ს განუცხადა, რომ ღვინო დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიედინებოდა ქუჩებში, მაგრამ მას მძაფრი სუნი არ დაუტოვებია, რადგან "ღვინო მაღალი ხარისხის იყო".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა