პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა ამერჩია - გადამერჩინა მშობლები თუ შვილი" - მაროკოს დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი ადამიანების უმძიმესი ისტორიები
"უნდა ამერჩია - გადამერჩინა მშობლები თუ შვილი" - მაროკოს დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი ადამიანების უმძიმესი ისტორიები

"უნდა ამერ­ჩია - გა­და­მერ­ჩი­ნა მშობ­ლე­ბი თუ შვი­ლი" - ეს სი­ტყვე­ბი მა­რო­კო­ელ მწყემსს თაიბ აით იგენ­ბაზს ეკუთ­ვნის, რო­მელ­საც სა­ში­ნე­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია.

თა­ი­ბი თხებს მა­რო­კოს მთი­ან პა­ტა­რა სო­ფელ­ში მწყემ­სავს. ამ­ბობს, რომ არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თა, სიმ­შვი­დეს არ ანი­ჭებს.

პა­რას­კევს სა­ღა­მოს, რო­დე­საც მა­რო­კო­ში ბოლო 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი მი­წისძვრა მოხ­და, ის სახ­ლში მე­უღ­ლეს­თან, ორ შვილ­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად იყო.

”ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად მოხ­და, მი­წისძვრა რომ და­ი­წყო, კა­რის­კენ გა­ვი­ქე­ცით. მა­მა­ჩემს ეძი­ნა, მე კი დე­დას და­ვუ­ძა­ხე, ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­დი-თქო, მაგ­რამ ის მა­მას ელო­დე­ბო­და, რო­დის გა­იღ­ვი­ძებ­და და მის მო­ლო­დინ­ში დარ­ჩა“, - იხ­სე­ნებს კაცი.

დან­გრე­უ­ლი სახ­ლის­კენ მიბ­რუ­ნე­ბულ­მა თა­იბ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი ერთ-ერთი შვი­ლი და მშობ­ლე­ბი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ და­მარ­ხუ­ლიყ­ვნენ. მან ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ სუს­ტად მოძ­რა­ვი შვი­ლის - ადა­მის ხელი და­ი­ნა­ხა.

მიხ­ვდა, რომ დრო ცოტა ჰქონ­და, კაცი შვილ­თან მი­ვარ­და და სა­სო­წარ­კვე­თილ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან შვი­ლის ამოყ­ვა­ნა და­ი­წყო. ამა­სო­ბა­ში მიხ­ვდა, რომ დიდი ქვის ფი­ლის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი მშობ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­აგ­ვი­ან­და.

"უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა არ­ჩე­ვა­ნი მშობ­ლებ­სა და შვილს შო­რის“, - ამ­ბობს თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი. ”მშობ­ლებს ვერ და­ვეხ­მა­რე, რად­გან კე­დელ­მა მათი სხე­უ­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი მო­ი­ყო­ლა, და­ვი­ნა­ხე, რო­გორ და­ი­ღუპ­ნენ ისი­ნი“.

თა­ი­ბი ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას ღია ფე­რის ჯინსზე არ­სე­ბულ ლა­ქებ­ზე მი­უ­თი­თებს და ამ­ბობს, რომ ეს მისი მშობ­ლე­ბის სის­ხლია. ოჯახს ტან­საც­მე­ლი დან­გრე­ულ სახ­ლში დარ­ჩა, ახლა ისი­ნი ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად ყო­ფილ სახ­ლთან ახ­ლოს, იმპრო­ვი­ზი­რე­ბულ კარ­ვებ­ში ცხოვ­რო­ბენ. თა­ი­ბი ამ­ბობს, რომ მთე­ლი მისი და­ნა­ზო­გი სახ­ლში დარ­ჩა და თხე­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­წისძვრი­სას და­ი­ღუ­პა.

"თით­ქოს ახ­ლა­ხან და­ვი­ბა­დე, არ მყავს მშობ­ლე­ბი, არც სახ­ლი მაქვს, არც საჭ­მე­ლი, არც ტან­საც­მე­ლი. 50 წლის კაცი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან უნდა და­ვი­წყო", - ამ­ბობს ის.

მას ჯერ კი­დევ არ ეს­მის, რო­გორ იცხოვ­როს, მაგ­რამ კარ­გად ახ­სოვს მა­მი­სა და დე­დის მი­თი­თე­ბე­ბი: ”ისი­ნი ყო­ველ­თვის ამ­ბობ­დნენ - იყა­ვი მომთმე­ნი, იმუ­შა­ვე და არა­სო­დეს და­ნებ­დე”.

ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რის დროს, ადა­მი მა­მის­კენ მირ­ბის, ბიჭს "იუ­ვენ­ტუ­სის" მა­ი­სუ­რი აც­ვია, ზურ­გზე რო­ნალ­დოს სა­ხე­ლი აწე­რია და მა­მას ეხუ­ტე­ბა.

"მა­მამ გა­და­მარ­ჩი­ნა სიკ­ვდი­ლის­გან", - ამ­ბობს ის ღი­მი­ლით.

თა­ი­ბის სახ­ლი­დან სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თის სა­ვალ­ზე, სხვა მამა-შვი­ლი დგას სახ­ლის ნან­გრევ­თან. აბ­დულ­მა­ჯიდ აით ჯა­ფე­რი ამ­ბობს, რომ ის სახ­ლში იყო ცოლ­თან და სამ შვილ­თან ერ­თად, რო­დე­საც მი­წისძვრა მოხ­და. სახ­ლის და­ტო­ვე­ბა მხო­ლოდ მან და მის­მა 12 წლის ვაჟ­მა, მო­ჰა­მედ­მა მო­ა­ხერ­ხეს, ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი ნან­გრე­ვებ­ში მოყ­ვნენ.

გა­მოს­ვლი­სას თვი­თო­ნაც ფე­ხე­ბით ნან­გრე­ვებ­ში ჩა­ეფ­ლო, მაგ­რამ მე­ზო­ბე­ლი და­ეხ­მა­რა და გა­მო­იყ­ვა­ნა. ამის შემ­დეგ ორი სა­ა­თი ცდი­ლობ­და ცო­ლი­სა და ქა­ლიშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ რო­დე­საც მათი ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხა, ორი­ვე მკვდა­რი იყო.

მისი მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი ნან­გრე­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ამო­იყ­ვა­ნეს.

ახლა 47 წლის აბ­დულ­მა­ჯიდს თა­ვი­სი ყო­ფი­ლი სახ­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს სძი­ნავს, ქუ­ჩა­ში, კარ­ვის ქვეშ. იქ, სა­დაც სამ­ზა­რე­უ­ლო იყო, მა­ცი­ვა­რი ისევ დგას და მი­წისძვრამ­დე გა­რე­ცხი­ლი ტან­საც­მე­ლიც ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი კი­დია.

ამ­ბობს, რომ აქე­დან წას­ვლა არ უნდა, რად­გან უნდა და­იც­ვას თა­ვი­სი ქო­ნე­ბა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გოს.

აბ­დულ­მა­ჯი­დის თქმით, სა­ბე­დის­წე­რო პა­რას­კე­ვამ­დე მას "წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რა იყო მი­წისძვრა“.

"ჩემს ოჯახ­ში ხუთი ადა­მი­ა­ნი იყო. ახლა ორნი ვართ... ახლა მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზე შე­მიძ­ლია ვი­ფიქ­რო: ჩემს გა­დარ­ჩე­ნილ შვილ­ზე", - ამ­ბობს კაცი.

შე­გახ­სე­ნებთ, 6.8 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მა­რო­კო­ში 8 სექ­ტემ­ბერს გვი­ან ღა­მით მოხ­და. 20 წუ­თის შემ­დეგ მას გან­მე­ო­რე­ბი­თი 4.9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წის­ქვე­შა ბიძ­გი მოჰ­ყვა. სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ მა­რა­კე­ში­დან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით ატ­ლა­სის მთებ­ში, 71 კმ-ის სიღ­რმე­ში და­ფიქ­სირ­და.

ეს იყო ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მი­წისძვრა მა­რო­კო­ში1960 წლის შემ­დეგ. იმ­ჟა­მად მი­წისძვრამ და­ან­გრია აგა­დი­რი, რის შე­დე­გა­დაც 12 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"უნდა ამერჩია - გადამერჩინა მშობლები თუ შვილი" - მაროკოს დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი ადამიანების უმძიმესი ისტორიები

"უნდა ამერჩია - გადამერჩინა მშობლები თუ შვილი" - მაროკოს დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი ადამიანების უმძიმესი ისტორიები

"უნდა ამერჩია - გადამერჩინა მშობლები თუ შვილი" - ეს სიტყვები მაროკოელ მწყემსს თაიბ აით იგენბაზს ეკუთვნის, რომელსაც საშინელი არჩევანის გაკეთება მოუწია.

თაიბი თხებს მაროკოს მთიან პატარა სოფელში მწყემსავს. ამბობს, რომ არჩევანი, რომელიც გააკეთა, სიმშვიდეს არ ანიჭებს.

პარასკევს საღამოს, როდესაც მაროკოში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი მიწისძვრა მოხდა, ის სახლში მეუღლესთან, ორ შვილთან და მშობლებთან ერთად იყო.

”ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მიწისძვრა რომ დაიწყო, კარისკენ გავიქეცით. მამაჩემს ეძინა, მე კი დედას დავუძახე, ჩვენთან ერთად წამოდი-თქო, მაგრამ ის მამას ელოდებოდა, როდის გაიღვიძებდა და მის მოლოდინში დარჩა“, - იხსენებს კაცი.

დანგრეული სახლისკენ მიბრუნებულმა თაიბმა აღმოაჩინა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი და მშობლები ნანგრევების ქვეშ დამარხულიყვნენ. მან ნანგრევების ქვეშ სუსტად მოძრავი შვილის - ადამის ხელი დაინახა.

მიხვდა, რომ დრო ცოტა ჰქონდა, კაცი შვილთან მივარდა და სასოწარკვეთილმა ნანგრევებიდან შვილის ამოყვანა დაიწყო. ამასობაში მიხვდა, რომ დიდი ქვის ფილის ქვეშ მოყოლილი მშობლების გათავისუფლება ძალიან დააგვიანდა.

"უნდა გამეკეთებინა არჩევანი მშობლებსა და შვილს შორის“, - ამბობს თვალცრემლიანი. ”მშობლებს ვერ დავეხმარე, რადგან კედელმა მათი სხეულების ნახევარი მოიყოლა, დავინახე, როგორ დაიღუპნენ ისინი“.

თაიბი ჟურნალისტთან საუბრისას ღია ფერის ჯინსზე არსებულ ლაქებზე მიუთითებს და ამბობს, რომ ეს მისი მშობლების სისხლია. ოჯახს ტანსაცმელი დანგრეულ სახლში დარჩა, ახლა ისინი ნათესავებთან ერთად ყოფილ სახლთან ახლოს, იმპროვიზირებულ კარვებში ცხოვრობენ. თაიბი ამბობს, რომ მთელი მისი დანაზოგი სახლში დარჩა და თხების დიდი ნაწილი მიწისძვრისას დაიღუპა.

"თითქოს ახლახან დავიბადე, არ მყავს მშობლები, არც სახლი მაქვს, არც საჭმელი, არც ტანსაცმელი. 50 წლის კაცი ვარ, მაგრამ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო", - ამბობს ის.

მას ჯერ კიდევ არ ესმის, როგორ იცხოვროს, მაგრამ კარგად ახსოვს მამისა და დედის მითითებები: ”ისინი ყოველთვის ამბობდნენ - იყავი მომთმენი, იმუშავე და არასოდეს დანებდე”.

ჟურნალისტთან საუბრის დროს, ადამი მამისკენ მირბის, ბიჭს "იუვენტუსის" მაისური აცვია, ზურგზე რონალდოს სახელი აწერია და მამას ეხუტება.

"მამამ გადამარჩინა სიკვდილისგან", - ამბობს ის ღიმილით.

თაიბის სახლიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, სხვა მამა-შვილი დგას სახლის ნანგრევთან. აბდულმაჯიდ აით ჯაფერი ამბობს, რომ ის სახლში იყო ცოლთან და სამ შვილთან ერთად, როდესაც მიწისძვრა მოხდა. სახლის დატოვება მხოლოდ მან და მისმა 12 წლის ვაჟმა, მოჰამედმა მოახერხეს, ოჯახის დანარჩენი წევრები ნანგრევებში მოყვნენ.

გამოსვლისას თვითონაც ფეხებით ნანგრევებში ჩაეფლო, მაგრამ მეზობელი დაეხმარა და გამოიყვანა. ამის შემდეგ ორი საათი ცდილობდა ცოლისა და ქალიშვილის გადარჩენას, მაგრამ როდესაც მათი ნანგრევებიდან ამოყვანა მოახერხა, ორივე მკვდარი იყო.

მისი მეორე ქალიშვილის ცხედარი ნანგრევებიდან მეორე დღეს ამოიყვანეს.

ახლა 47 წლის აბდულმაჯიდს თავისი ყოფილი სახლის მოპირდაპირე მხარეს სძინავს, ქუჩაში, კარვის ქვეშ. იქ, სადაც სამზარეულო იყო, მაცივარი ისევ დგას და მიწისძვრამდე გარეცხილი ტანსაცმელიც ხელუხლებელი კიდია.

ამბობს, რომ აქედან წასვლა არ უნდა, რადგან უნდა დაიცვას თავისი ქონება და ოჯახის წევრების ხსოვნას პატივი მიაგოს.

აბდულმაჯიდის თქმით, საბედისწერო პარასკევამდე მას "წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო მიწისძვრა“.

"ჩემს ოჯახში ხუთი ადამიანი იყო. ახლა ორნი ვართ... ახლა მხოლოდ ერთ რამეზე შემიძლია ვიფიქრო: ჩემს გადარჩენილ შვილზე", - ამბობს კაცი.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ეს იყო ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა მაროკოში1960 წლის შემდეგ. იმჟამად მიწისძვრამ დაანგრია აგადირი, რის შედეგადაც 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

წყარო