"მასტერშეფის" ჟიურის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, რესტორატორი ლუკა ნაჭყებია დაოჯახდა. შეფის რჩეული ანუკა ჯორბენაძეა. ცოტა ხნის წინ წყვილმა ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა.
"ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს, ორი ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა და გიორგი აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან. ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება", - წერს თეონა ჯორბენაძე ანუკას ოჯახის წევრი.
ანუკა ჯორბენაძე პროფესიით ფსიქოლოგია. წყვილის სიყვარულის ისტორია მედიისთვის 2021 წელს გახდა ცნობილი. შეფმა საყვარელი ქალი პირველად სოციალურ ქსელში გამოაჩინა. მას შემდეგ ხშირად ჩნდებოდნენ ერთად, თუმცა ხელი ოფიციალურად ზაფხულში სთხოვა...