მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მგზავრობა მატარებლით და შეხვედრა კოსმოდრომზე: ორი ქვეყნის დიქტატორმა ლიდერებმა პირველი განცხადებები უკვე გააკეთეს - "ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. არის დრო"
მგზავრობა მატარებლით და შეხვედრა კოსმოდრომზე:  ორი ქვეყნის დიქტატორმა ლიდერებმა პირველი განცხადებები უკვე გააკეთეს - "ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. არის დრო"

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და კიმ ჩენ ინი ერ­თმა­ნეთს კოს­მოდ­რომ "ვოს­ტოჩ­ნი­ზე“ შეხ­ვდნენ. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტსა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს შო­რის ამუ­რის ოლ­ქში თავ­და­პირ­ვე­ლად მოკ­ლე სა­უ­ბა­რი შედ­გა.

"მი­ხა­რია თქვე­ნი ნახ­ვა", - უთხრა პუ­ტინ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მო­ცი წამი გაგ­რძელ­და.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პუ­ტინს რუ­სეთ­ში მიწ­ვე­ვის­თვის.

"გმად­ლობთ, რომ მოგ­ვიწ­ვი­ეთ, მი­უ­ხე­და­ვად თქვე­ნი დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა“, - გა­ნა­ცხა­და კიმ ჩენ ინმა შეხ­ვედ­რი­სას.

რუ­სე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რებ­მა კოს­მო­სუ­რი კომ­პლექ­სი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კიმ ჩენ ინი "დიდ ინ­ტე­რესს იჩენს სა­რა­კე­ტო ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­მართ“.

"აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტინ­სა და კიმ ჩენ ინს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის ომის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბას შე­ე­ხე­ბა. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას აქვს სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბის და უმარ­თა­ვი რა­კე­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­რა­გი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას საბ­ჭო­თა ეპო­ქის სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის­თვის", - იტყო­ბი­ნე­ბა Bloomberg.

კი­თხვას, - გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა შეხ­ვედ­რა­ზე DPRK-თან სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა? - პუ­ტინ­მა ასე უპა­სუ­ხა: "ჩვენ ყვე­ლა სა­კი­თხზე აუჩ­ქა­რებ­ლად ვი­სა­უბ­რებთ. არის დრო".

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას სა­კუ­თა­რი კოს­მო­სუ­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბის აგე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა...

კერ­ძოდ, კი­თხვა­ზე: "და­ეხ­მა­რე­ბა თუ არა რუ­სე­თი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას სა­კუ­თა­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბის აგე­ბა­ში", - პუ­ტინ­მა უპა­სუ­ხა: "სწო­რედ ამი­ტომ მო­ვე­დით აქ. კო­რე­ის სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი დიდ ინ­ტე­რესს იჩენს სა­რა­კე­ტო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მართ, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ გა­ნა­ვი­თა­რონ კოს­მო­სი. ჩვენ მათ ჩვენს ახალ ობი­ექ­ტებს ვაჩ­ვე­ნებთ".

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მოკ­ლე, სა­ჯა­რო ნა­წი­ლის დროს კიმ ჩენ ინმა ასე­ვე თქვა, - რუ­სე­თი ადგა თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვა­დო. მი­სი­ვე თქმით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას სურს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან ის ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­და "პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნი­სა და რუ­სე­თის მთავ­რო­ბის ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას".

შეხ­ვედ­რის და­ხუ­რუ­ლი ნა­წი­ლი გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში (რა­საც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუც და­ეს­წრო) სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი გაგ­რძელ­და, შემ­დეგ პუ­ტინ­მა და კიმ ჩენ ინმა პი­რის­პირ სა­უ­ბა­რი და­ი­წყეს, - იუ­წყე­ბა კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კიმ ჩენ ინი კოს­მოდ­რო­მის სარ­კი­ნიგ­ზო სად­გუ­რამ­დე სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ტა­რებ­ლით ჩა­ვი­და და შემ­დეგ გზა ლი­მუ­ზი­ნით გა­აგ­რძე­ლა. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მე­თა­ურს რუ­სე­თის აღ­მო­სავ­ლე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქის სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლით დახ­ვდნენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგრა
14

პუტინისგან განსხვავებით კიმ ჩენ ინი ლიდერია საკუთარი ერის

ბმბ
7

ჩაგიბომბავენ იმ მატარებლებს, რომლთაც შეეცდებით, რომ იარაღი მიაწოდოთ ღრუსებს, ვერ შემოაღწევთ რუსეთამდე, თქვე გაუგებარო არსებებო. წინ ამერიკა, ახლა შენი დროა, რომ მოსპო ეს ნაგავი დედამიწაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მგზავრობა მატარებლით და შეხვედრა კოსმოდრომზე: ორი ქვეყნის დიქტატორმა ლიდერებმა პირველი განცხადებები უკვე გააკეთეს - "ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. არის დრო"

მგზავრობა მატარებლით და შეხვედრა კოსმოდრომზე:  ორი ქვეყნის დიქტატორმა ლიდერებმა პირველი განცხადებები უკვე გააკეთეს - "ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. არის დრო"

ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე“ შეხვდნენ. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის ამურის ოლქში თავდაპირველად მოკლე საუბარი შედგა.

"მიხარია თქვენი ნახვა", - უთხრა პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ხელის ჩამორთმევის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ორმოცი წამი გაგრძელდა.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის.

"გმადლობთ, რომ მოგვიწვიეთ, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისას.

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა კოსმოსური კომპლექსი დაათვალიერეს. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინი "დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიის მიმართ“.

"აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები უკრაინის ომისთვის იარაღის მიწოდებას შეეხება. ჩრდილოეთ კორეას აქვს საარტილერიო ჭურვების და უმართავი რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საბჭოთა ეპოქის სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად უკრაინაზე თავდასხმისთვის", - იტყობინება Bloomberg.

კითხვას, - განიხილება თუ არა შეხვედრაზე DPRK-თან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა? - პუტინმა ასე უპასუხა: "ჩვენ ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. არის დრო".

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კოსმოსური თანამგზავრების აგებაში დაეხმარება...

კერძოდ, კითხვაზე: "დაეხმარება თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში", - პუტინმა უპასუხა: "სწორედ ამიტომ მოვედით აქ. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართ, ისინი ცდილობენ განავითარონ კოსმოსი. ჩვენ მათ ჩვენს ახალ ობიექტებს ვაჩვენებთ".

მოლაპარაკებების მოკლე, საჯარო ნაწილის დროს კიმ ჩენ ინმა ასევე თქვა, - რუსეთი ადგა თავისი სუვერენიტეტის დასაცავადო. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეას სურს ურთიერთობების განვითარება, რადგან ის ყოველთვის მხარს უჭერდა "პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას".

შეხვედრის დახურული ნაწილი გაფართოებულ ფორმატში (რასაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც დაესწრო) საათნახევარი გაგრძელდა, შემდეგ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა პირისპირ საუბარი დაიწყეს, - იუწყება კრემლის პრესსამსახური.

როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინი კოსმოდრომის სარკინიგზო სადგურამდე სპეციალური მატარებლით ჩავიდა და შემდეგ გზა ლიმუზინით გააგრძელა. ჩრდილოეთ კორეის მეთაურს რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საპატიო ყარაულით დახვდნენ.