ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, მაღაზია "უნივერსამში" შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა. როგორც ცნობილია, მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება.
პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ შეიარაღებულმა პირმა პოლიციელების მისამართით გაისროლა და დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით, 2000 ლარი გასტაცა.
ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს.
მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩააქრეთ შუქი და 90-იანი წლებია... ( + ათმაგი ფასები და გადასახადები)
ჩვენი მეზობელი დედაშვილი (ქალები), ყოველკვირა ვიღაცას სცემენ, მაგრამ რააა..პატრული ხელს არ ჰკიდებს, ჰოდა გადიდგულებულები მთელ უბანს ატერორებენ, სანამ ვინმეს არ მოკლავენ, მანამდე ხელს არ გაანძრევენ.